მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რამდენად დაცულია მიუსაფარი ბავშვების საგზაო უსაფრთხოება საქართველოს გზებზე? - 17 მარტი 2017

„ქვეყანაში არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რამდენი მიუსაფარი ბავშვი დაშავდა და დაზიანდა“

ufleba.ge

ფონდმაპარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვისპროექტიმიუსაფარი ბავშვების საგზაო უსაფრთხოება საქართველოს გზებზედაიწყო. როგორც ფონდის დირექტორი ირაკლი იზორია აცხადებს, ღონისძიება დაახლოებით ერთი თვეა დაიწყო და ახლა კვლევის ეტაპზეა. მისივე თქმით, პროექტი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

ქრონიკა პლუსიირაკლი იზორიას ესაუბრება:

- ფონდიპარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვისსაგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. 2017 წელი ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების კუთხით სამუშაოდ ავარჩიეთ. პროექტიმიუსაფარი ბავშვების საგზაო უსაფრთხოება საქართველოს გზებზეგაერო- ბავშვთა ფონდთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან დასაქართველოს კარიტასთანპარტნიორობით ხორციელდება.

პროექტის დამფინანსებელიაბრიტანული ინსტი“, რომელიც ბავშვთა საგზაო უსაფრთხოებაზე გლობალურად ზრუნავს. პროექტი დაახლოებით ერთი თვეა დავიწყეთ, ის ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს, პირველია კვლევის ეტაპი. გვინდოდა გაგვეგო ეს ბავშვები რა ლოკაციებზე გადაადგილდებიან, სად აღინიშნება მიუსაფარი ბავშვების ინტენსივობა საქართველოს გზებზე, ასევე გაგვეგო სტატისტიკური მონაცემები.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რამდენი მიუსაფარი ბავშვი დაშავდა და დაზიანდა. ეს ბავშვები წარმოადგენენ რისკის ჯგუფებს ქუჩებში გადაადგილების დროს. უკვე რამდემიმე კვირაა დავიწყეთ ამ ბავშვებთან მუშაობა და სპეციალური ტესტები შევადგინეთ, გავიგეთ რამდენად ესმით მათ ქუჩაში გადაადგილების წესები.

სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ რომ მიუხედავად მიწოდებული მასალისა, ამ ბავშვებს სჭირდებათ სპეციალური ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება.

კვლევის ეტაპის დასრულების შემდგომ სპეციალური სასწავლო მასალები მომზადდება. კვლევის საბოლოო შედეგი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ყველაზე სარისკო ადგილებად რუსთაველის გამზირი, შუქნიშნები და ცენტრალური კვეთის ადგილები ითვლება.

კვლევის ეტაპის დასრულების შემდგომ მოვამზადებთ სპეციალურ სასწავლო მასალებს საინფორმაციო მასალებს. ესტონეთიდან უნდა ჩამოვიტანოთ ამრეკლი საშუალება, სამკლაურები დაუმაგრდებათ ბავშვებს, რათა მძღოლისთვის ღამის და საღამოს საათებში 300 მეტრიდან ხილულები იყვნენ.

ერთი თვის შემდეგ დაიწყება საინფორმაციო შეხვედრები, ბავშვთა განათლებაზე ზრუნვა, ტრენინგები. დაახლოებით 6 თვის შემდეგ შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო სექტორი. სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება, რომ ამ ბავშვების ადვოკატირების კამპანია დავიწყოთ, რათა მათ მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება გზებზე.

- რატომ გახდა საჭირო ასეთი კვლევის ჩატარება?

- ბოლო წლებში, ბავშვთა ტრავმატიზმი და სიკვდილიანობა გაიზარდა. როცა შინაგან საქმეთა სამინისტროდან სტატისტიკა მოვითხოვეთ, ამ ბავშვებიდან მიუსაფართა რაოდენობა რამდენი იყო, მსგავსი აღრიცხვიანობა არ არსებობდა.

მერე დავიწყეთ გამოკვლევა, გზებზე ზოგადად რა პრობლემები იყო და გავარკვიეთ, რომ ამაზე ინფორმაცია საერთოდ არ არსებობდა. პროექტის მიზანი ზუსტად ის არის, რომ გავიგოთ ამ მიუსაფარი ბავშვების წილი რამდენია გზებზე, როგორ არის დაცული მათი საგზაო უსაფრთხოება, აქვთ თუ არა ელემენტარული ცოდნა და განათლება გზებზე გადაადგილების შესახებ.

პროექტის მეორე ეტაპი გულისხმობს თვითონ ამ ბავშვებთან შეხვედრებს და ტრენინგებს, ვიზულაური მასალების დარიგებას და ..

მაგალითად, ეს ბავშვები ღამით რომ ქუჩებში გადაადგილდებიან, ხშირ შემთხვევაში მძღოლებისთვის ხილული არ არიან. ამიტომ გვინდა ესტონეთიდან სპეციალური რეფლექტორები, ანუ ამრეკლი საშუალებები ჩამოვიტანოთ. ზოგი ჟილეტის, სამკლაურის, ზოგი ბრელოკის ანბრასლეტისსახით. ეს გარანტიას იძლევა, რომ 300 მეტრიდან მძღოლისთვის ეს ბავშვი ხილული ხდება.

გვსურს, რომ პროექტი მთლიანად საქართველოს მასშტაბით გავაკეთოთ. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, ქვეყანაში არ არის ბევრი ბავშვთა სახლი, არც ამდენი დღის ცენტრებია (საქალაქო), არც კრიზისული ცენტრები, სადაც ბავშვები გადარჩებიან. გვურს ყველა მოვიცვათ, დაახლოებით შვიდი-რვა ცენტრია, ჯამში, სადღაც 200 ბავშვი იქნება.

ამ ბავშვებთან კვლევა ბოლოს 2007 წელს ჩატარდა. ხოლო ახლა, 2017 წელს ამ კვლევის ჩატარებასიუნისეფიიწყებს. უნდა დაადგინონ რამდენია მათი ოდენობა, რა მიზეზებით გამოდიან ეს ბავშვები ქუჩებში და ..

ჩვენიუნისეფსვთხოვეთ, რომ ეს კვლევა საგზაო უსაფრთხოების კუთხითაც ჩაატარონ. ანუ დაითვალონ, დაახლოებით რამდენი ბავშვია, რა ლოკაციებზე დგანან, არის თუ არა საშიში აღნიშნული მონაკვეთები მათი გადაადგილებისთვის. სწორედიუნისეფთანერთობლივად გვინდა, რომ ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ პრობლემებზე ვიმუშაოთ.

- ჩვენი პირველი სამუშაო დავალება იყ- მთავარი პუნქტები რომ გამოვყოთ, რა კონკრეტული გამოწვევებია აღნიშნულ სფროში?

, რომ უშუალოდ ამ ბავშვებთან გვქონოდა შეხვედრები, გასაუბრება და ამ გზით ორი კომპონენტი დაგვედგინა. პირველი კომპონენტი  მათი გადაადგილების არეალის ცოდნაა. ეს ინფორმაცია თვითონ ამ ბავშვებისგან უნდა მიგვეღო, - სად მოძრაობენ, რა ლოკაციებზე იმყოფებიან.

ასევე გაგვეგო, ეს ბავშვები ფეხით რამდენს გადაადგილდებიან ან საერთოდ თუ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და რამდენ დროს ატარებენ, როგორც ტრანსპორტზე, ასევე ქუჩაში.

როგორც ჩვენი შუალედური კვლევებით ჩანს, დაახლოებით რვა საათი და მეტი არიან ეს ბავშვები ქუჩაში.

მეორე კომპონენტი გულისხმობდა ზოგადად ცოდნისა და ცნობიერების შემოწმებას საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით. ანუ რამდენად ესმით საგზაო ნიშნები, ამ კუთხით რამდენად ინფორმირებული არიან.

შუალედური შედეგების მიხედვით, აქაც ძალიან ცუდი სიტუაციაა. ამ მიმართებით ბავშვებს ცოდნა საერთოდ არ აქვთ. გადასასვლელებთან მიმართებაში არ იციან როგორ უნდა იმოძრაონ, თურმე სპეციალურ ნიშნებს საერთოდ აქცევენ ყურადღებას და არც ის უწყიან, რომ მათ მიერ კანონის დარღვევა ხდება.

სახეზეა დაუშვებელ ადგილებში გადასვლა, სხვადასხვა ნიშნებისადმი დაუმორჩილებლობა, ამ კანონების არსებობის შესახებაც ინფორმაცია არ აქვთ. საბოლოო შედეგები უკვე მარტის დასაწყისში მზად იქნება ცნობილი და საინფორმაციო ღონისძიებებსაც უკვე ამ შედეგების მიხედვით დავიწყებთ.

ის პრობლემები, რაც გამოიკვეთება და რაც ამ ბავშვებმა არ იციან, ტრენინგის კომპონენტებში ჩაიდება, რომ ამ ბავშვებს აღნიშნული კუთხით მაქსიმალურად ინფორმაცია მივაწოდოთ.

- რატომ არ არის სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ასეთი ბავშვი დაშავდა?

- შსს- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში (სამოქმედო ტერიტორიაზე) ზოგადად აღინიშნება დაშავებული და დაღუპული ბავშვების რაოდენობა. ანუ ამის ცალკე ჩაშიფვრა, ბავშვების გარკვეული ნიშნით გამოყოფა არ ხდება.

თუმცა ჩვენ გვსურს სამუშაო ჯგუფი შევქმნათ და შემდგომ მის ფარგლებში სამინისტროს ვთხოვოთ, რომ ამ ბავშვების შესახებაც ინფორმაციის ჩამატება მოხდეს. ანუ სტატისტიკურ მონაცემებში ერთი გრაფა დაემატება, თუ როგორია მიუსაფარი ბავშვების მდგომარეობა საქართველოში. რამდენი შემთხვევა მოხდა მათი მონაწილეობით, რამდენი დაშავდა და რამდენი გარდაიცვალა.

- პირველადი მონაცემებით, ყველაზე სარისკო ადგილები სად არის და რატომ?

- ჩვენ ჯერ ორი ქალაქი გვაქვს მოცული, თბილისის ნახევარი და ქალაქი რუსთავი. ბევრი რამ თვითონ ამ ბავშვებისგან გავიგეთ. ასევე შევხვდით სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ მობილურ ჯგუფებს, რომლებიც ქუჩებში გადაადგილდებიან და ამ ბავშვების იდენტიფიკაციას ახდენენ.

ამ გზით გავიგეთ, რომ მაგალითად რუსთავის მაგალითზე ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ასევე მერიის შენობის წინა მხარეა, სადაც საღამოობით მოსახლეობის ინტენსიური მოძრაობაა (ძირითადად დასასვენებელი ადგილებია), სადაც ეს ბავშვები მოწყალების სათხოვნელად გამოდიან.

ხოლო თბილისში გვითხრეს, რომ ეს არის ძირითადად რუსთაველის გამზირი, ასევე სამების ეკლესიის, ავლაბრის მიმდებარე ტერიტორია, შემდგომ პეკინის გამზირი...

კიდევ არის რამდენიმე არეალი, თუმცა ეს ბევრი ბავშვის მიერ დასახელებული არ იქნა. ალბათ, საბოლოო მონაცემებით შემდეგ უკვე ლოკაციებსაც რუკაზე მოვნიშნავთ, თუ სად უფრო ხდება მათი კონცენტრაცია.

სხვათა შორის, ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ ადგილად დასახელდა ვეფხისა და მოყმის ძეგლის მიმდებარე არეალი, ანუ შემოსასვლელში, სადაც საპატრულო პოლიციამ დაგვიდასტურა, რომ რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა. საბედნიეროდ, ბავშვები გადარჩნენ, მაგრამ მათ მანქანებთან უშუალო შეხება ჰქონიათ.

- არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, არის თუ არა მიუსაფარი ბავშვების მატების ტენდენცია?

- როგორც მოგახსენეთ, ასეთ ბავშვებთან დაკავშირებით კონკრეტული სტატისტიკა არ არსებობს. ამ დროს როგორ მოქმედებენ ეს დღისა და ღამის ცენტრები? ბავშვები იქ მოდიან, ზოგჯერ ის შეიძლება მთელი ხუთი დღე გაჩერდეს, მერე წავიდეს, ორი თვის მერე დაბრუნდეს და .. აქედან გამომდინარე, ეს სტატისტიკა ცვალებადია, როგორც იზრდება, ასევე პერიოდულად მცირდება კიდეც.

ამიტომ ამ ეტაპზე ზუსტი ციფრების დასახელება სოციალური მომსახურების სააგენტოსაც გაუჭირდა.

ჩვენი კვლევა საშუალებას მოგვცემს, რომ დავითვალოთ რამდენია ასეთი ბავშვი, რა მიზეზით ხვდებიან ისინი ქუჩაში და .. ამისთვის რეალურად ძალიან დიდი კვლევა ტარდება, უცხოური კომპანია განაორციელებს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მონაცემები წლის ბოლოს დაიდება.

- გამოსავალი სად არის, თუნდაც კვლევის შედეგების მიხედვით, მთავრობამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას აღნიშნული პრობლემატიკის შესამსუბუქებლად?

- სოციალური მომსახურების სააგენტო რამდენიმე ასეთ დღისა და ღამის ცენტრს თანხებს აძლევს და ამ ბავშვებს სერვისს მიაწვდიან. მაგრამ ამ ბავშვებს არ უტარდებათ სასწავლო ტრენინგები, თუნდაც მასალის მიწოდება, რის გამოყენებითაც ისინი ქუჩაში უსაფრთხოდ იქნებიან.

ამიტომ ჩვენი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში რეკომენდაცია გვექნება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ სატენდერო პირობებში ამ კონკრეტული ბავშვთა სახლებისთვის ზუსტად ასეთი ტიპის სწავლებაც უზრუნველყოს. სპეციალური მასალებით ჩვენ უზრუნველვყოფთ. ანუ სასწავლო მოდულებს მივცემთ, თუ რა პრინციპებით უნდა ასწავლონ.

თუ სატენდერო პირობები ეს ჩაიდება, ამ სახლებში ყველა ბავშვი მიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა იმოძრაოს ქუჩაში, იქ რა რისკები არსებობს და მისგან თავი როგორ უნდა დაიცვან.

ტრენინგებს რომ დავიწყებთ, უშუალოდ ბავშვებთან უფრო მეტი კონტაქტი იქნება და, შესაბამისად, ბევრი ინფორმაციაც. თავადაც ეს ბავშვები ძალიან მოხარული არიან მსგავსი ინფორმაციის მიღებით. პირიქით, გვთხოვეს, რომ მომავალში ბევრჯერ ჩაგვეტარებინა ეს ტრენინგები და ეს ყველაფერი რომ ერთჯერადი ხასიათის არ იყოს.

- ოჯახური მდგომარეობის თვალსაზრისით, ძირითადად რა კატეგორიასთან გაქვთ შეხება?

- ვთქვათ, ჰყავთ მშობლები და მაინც ბავშვთა სახლებში არიან, საერთოდ, ოჯახებიდან წამოსულები არიან და ქუჩაში ცხოვრობენ, უბრალოდ, ღამით მიდიან გასათევად. ასევე არის კატეგორია, რომელსაც მშობლები ჰყავს და უბრალოდ დღისით მიდის, რომ განათლება მიიღოს ასეთ ცენტრებში. ანუ ყველანაირი კატეგორიაა.

ასევე პრობლემას წარმოადგენენ აზებაიჯანული ეროვნების ბავშვები, რომელთაგან ნაწილმა ქართული ენა არ იცის. გვსურს, რომ ამ ბავშვებთან მათივე ენაზე კომუნიკაცია გვქონდეს. აზერბაიჯანულ ენაზე ავუხნათ საგზაოუსაფრთხოების საკითხები. სხვათა შორის, ეს ბავშვებიც მოწყალების სათხოვნელად ცენტრებში მოდიან, სადაც მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილებაა.         

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია