მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„სამართლიან და მშვიდ გარემოში კენჭისყრა“, თუ „სპეცოპერაცია სახელად არჩევნები“? - 21 ნოემბერი 2017

„პარტიული ელიტა ღრმა კრიზისშია, ამომრჩეველი ახლის  მოლოდინშია, რომელიც არ ჩანს“      

გელა მამულაშვილი

599 455026

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. როგორც ყოველთვის, პროცესთან და შედეგთან დაკავშირებით, ხელისუფლება-ოპოზიციის შეფასებები რადიკალურად განსხვავებულია. მაინც რა იყო ეს, - „სამართლიან და მშვიდ გარემოში კენჭისყრა“, თუსპეცოპერაცია სახელად არჩევნები“?

ერთი რამ ცხადია, მზადება არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა. ამაზე სახელისუფლებო ძალისა და ოპოზიციური პარტიების მიერ დახარჯული ფული (სტატისტიკური მაჩვენებელი) ნათლად მეტყველებს. საკითხავია, რამდენად შეუძლია პოლიტიკურ ოპოზიციას ასეთ მწირი რესურსების პირობებში ხელისუფლების, თუნდაც ადმინისტრაციული რესურისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა.

თეორიული მსჯელობა რომ არ გამოგვივიდეს, საერთო შტრიხების საჩვენებლად, მოდით, მოქალაქეების საარჩევნო დაკვირვებებს მოვუსმინოთ. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ვინაობას არ ასახელებენ და ეს არც ჩვენ დაგვიძალებია, პრინციპით, - ვისაც ჩვენი სჯერა, გაგვატარეთ

ნოდარ . ამბობს, რომ არჩევნებამდე უბნელი კოორდინატორები რამდენჯერმე ესტუმრნენ და მმართელი პარტიის ხელმოწერით (საკონტაქტო ინფორმაციით) მხარდაჭერა სთხოვეს. მისივე თქმით, თანაკორპუსელს ხათრით მოუწერა, იმავეზე მოსულ მეზობლად მცხოვრებს კი, უარით გაისტუმრა:

მხარს არ ვუჭერ, მაგრამ შენ ხელს მოგიწერ და თუ პარტიული კოორდინატორები გადასამოწმებლად დამირეკავენ, მათაც დავუდასტურებ, ამაზე ჩვენ ვიქნებით მოლაპარაკებულები და დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ მეზობელ კორპუსელი მესტუმრა. კარებზე ისე მომიბრახუნა, რამე ცუდი ხომ არ ხდება-მეთქი. ყოფილი სახლმმართველობის სტაჟიანი თანამშრომელი შემრჩა, ხელთ ფურცლების უფრო მეტი დასტა ეპყრა. თვენახევრით ადრე გარანტიას ვერ მოგცემ, რადგან თვითონაც არ ვიცი უბანზე მისვლისას ხმას ვის მივცემ-მეთქი. კარგი, კარგიო, - ადგა და წავიდა. სხვათაშორის, ამ არჩევნებზე სხვა არცერთი პარტიის აქტივისტი ჩემთან არ გამოჩენილა“.

გიორგი ბ. გვეუბნება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მეზობლები მერია-საკრებულო-გამგეობაში სადარბაზოების გასარემონტებლად დადიოდნენ. მისივე მტკიცებით, რაიონის გამგებელი ბოლო დროს მათ „ემალებოდა“, ხოლო მერია-საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისკენ მიუთითეს, - ახლა ჩვენ შორის ყველაზე მეტი ძალა მას აქვსო:

ოფისში დავადექით. ეს ჩვენი კანდიდატი პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა, - აბა, მე რა შემიძლიაო. - ყველამ აქ გამოგვიშვა, მომავალი დეპუტატი ხართ, დაურეკეთ გამგებელს და უთხარით, რომ ეს საქმე გაგვიკეთოს. - კარგად გამიგეთ, თუ ბიუჯეტი წინასწარ შედგენილია, იქიდან თქვენი კორპუსის გამო კი არა, ჩემი ძმისთვისაც ვერაფერს ამოვაღებინებ, გპირდებით, არჩევნების მერე პირველ რიგში პრობლემას თქვენ მოგიგვარებთო.

მრავალჭირნახულ სადარბაზოებს ჯერ არ ეშველა, სამაგიეროდ ზედ კენჭისყრამდე უბანს მინი-ფეხბურთის სტადიონი გაგვირემონტეს. მთელი სამი წლის განმავლობაში გავერანებული იყო, კალათბურთის ბადე დიდ ხნის წინათ ჩამოხეული, რკინის რგოლები ჩამოგლეჯილი, ფარები დამტვრეული, ხელოვნური საფარი ამოყრილი... მიმდებარე სკვერიც კი გაგვინათეს და გაგვილამაზეს, რომელსაც აქამდე უბნელები ოთხფეხა მეგობრების გასასეირნებლად თუ იყენებდნენ.

ამაზეც კი არ გაჩერდნენ, უკვე არჩევნების დილას მძიმე ტექნიკის გრუხუნმა გამაღვიძა. გავიხედე და მინი-სტადიონსა და სავალ გზას შორის ოდითგან მივარდნილ ტროტუარს არ აკეთებენ? რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო, საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლილი სადარბაზო თუ ტროტუარი, ამაზე ზედმეტი სჯა-ბაასიც კი არ გვინდა, ხომ იცით, თვალი ჭამს და თვალი სვამს! როცავიზუალსარჩევნების დღეს გამაყრუებელი გრუხუნიც თან ახლავს, მოდი, გაბედე და ნათელ მომავალში ეჭვი შეიტანე“.

დაჩი - საარჩევნო უბანზე მისვლა დააგვიანა, მაგრამ არა ისე, რომ ხმის მიცემა ვერ მოესწრო. მისივე დაკვირვებით, - „ეზოშივე ისეთი სიწყნარე მეცა თვალში, არიქა, სამამულო დემოკრატიით ევროპა უკვე გაოცებული კი არა, სახტადაა დატოვებული-მეთქი:

მერე შიგნით პერსონალის ისეთი ენით აღუწერელი სიმშვიდე შემომეფეთა, რომ თავი სხვა ტიპის შეხვედრაზე ხომ არ ამოვყავი? აქაურობას მხოლოდ პეიზაჟი აკლდა, სადაც  მგელი და კრავი მშვიდობიანადსძოვენ“. ერთადერთი გამონაკლისი, კომისიის წევრის უკან დამდგარი, კოორდინატორი ქალბატონის მოწყვეტილად მოშტერება იყო. ხელმოწერისას მისგან იმხელა ენერგეტიკა შევიგრძენი, რომ კინაღამსხვა რამეგავიფიქრე. თურმე სად ხარ, პარტიის კოორდინატორი ყველა მომსვლელს აღრიცხავდა, გარეთა კოლეგებთან ამოწმებდა, უბანზე მოსული მათი მხარდამჭერი იყო თუ არა. ამის შემდეგ უკვე სხვებს, წინასწარ მხარდამჭერებს ურეკავდნენ და სთხოვდნენ, რომ პირობა შეესრულებინათ, 8 საათამდე უბანზე მისულიყვნენ და ხმა მიეცათ.

უბანზე პერსონალი ისეთი გადაღლილი დამხვდა, ყველა მოპირდაპირედ მყოფს მიშტერებოდა. მიშტერების კანონზე მსჯელობა არჩევნების შემდეგ დაიწყო, თორემ იმ დღეს, სადღაც საღამოს 7 საათისთვის უბანზე ყველა პოტენციური დამნაშავე იჯდა, მიშტერების პოტენციური მუხლით.

გარეთ გამოვედი და გაშტერება თავს არ მანებებდა. კორიდორში ერთი ისეთი ოჯახი შემომეფეთა, ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი. მაინც ჩავაზუსტე, აქ ხომ არჩევნებზე მოხვედით-მეთქი. კი, აბა რა, ძმაოო! ხელი ჩამოვართი წლობით უნახავ ადამიანებს და დავემშვიდობე. ესენი ჩვენ კორპუსში მხოლოდ ჩაწერილები არიან და ბევრი წელია ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობენ. თან ოჯახის უფროსი ბაზრობაზე დგას დილიდან დაღამებამდე და ამ გზით შოულობს სარჩენ ფულს. კოორდინატორების ჩარევის გარეშე, ამ კაცს ვერაფრისდიდებით წამოიყვანდი. არც არასოდეს მიუღია მონაწილეობა ასეთსამთავრობოღონისძიებებში. ახლა კი იმდენი ქნეს, რომ მთელი ოჯახით მოვიდა და ნათელ მომავალს ხმა მისცა.

აი, ამჯიგრულიარჩევნებიდან სულ რამდენიმე დღეში გამოაცხადეს, რომ კანონში ცვლილებები შეაქვთ და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაუხდელობის გამო მგზავრი აქამდე არსებული 5 ლარის მაგივრად, 20 ლარით დაჯარიმდება. სიხარულის სისავსე ნახე შენ ამ ქალაქში ეს და მსგავსი კანონები ძალაში რომ შევა“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსაღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდა, რაც მმართველი გუნდის უმთავრესი მიზანი იყო“. მისივე თქმით, „ქვეყნის მასშტაბით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა დაქართულმა ოცნებამძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა“. კობახიძის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა განახლდება, რადგანაც როგორც მერის პოსტზე, ასევე, საკრებულოს წევრად ბევრი ახალი კანდიდატი იყო წარდგენილი“.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობისწევრი ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის საკრებულოს მმართველ გუნდს მიმართავს და თვითმმართველობის არჩევნებსქართული ოცნებისსპეცოპერაციას უწოდებს:

„2017 წლის 21 ოქტომბერს ფაქტობრივად ჩატარდა სპეცოპერაცია სახელადარჩევნები“. თქვენ აქ ზიხართ მესაფლავეების, კონდუქტორების, „თბილსერვისჯგუფისბრიგადების, საჯარო მოხელეების ძალდატანებითი ჩართულობით, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები იყვნენ და ამის მადოკუმენტირებელი მასალები არსებობს და ეს საზოგადოებამ კარგად იცის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგიფიქსირებთ იმ პოზიციას, რომელიც მაქვს მე და ჩემს მეგობრებს, რომ ჩვენ მზად ვართ თბილისელების საკეთილდღეოდ ვიმუშავოთ თქვენთან ერთად, მაგრამ რაც შეეხება კორუფციას, ნეპოტიზმს, ვიქნებით შეურიგებელი“.

ხაბეიშვილის ამ განცხადებას თბილისის საკრებულოს ფრაქციაქართული ოცნებისწევრმა ლევან ჯაფარიძემ უპასუხა. მისი თქმით, „ქართული ოცნებათუ აირჩიეს მესაფლავეებმა, იყო დრო როდესაცნაციონალურ მოძრაობას“ „მკვდარი სულები ირჩევდნენ“:

დიახ ჩვენ მემანქანეებმა აგვირჩია, ჩვენ მეეზოვეებმა აგვირჩიეს, ჩვენ მესაფლავეებმა აგვირჩიეს, უბრალოდ იყო დრო, როდესაც მკვდარი სულები გირჩევდნენ არარსებულ ადამიანები გირჩევდნენ. ამიტომ, ამ თემებზე ძალიან გთხოვთ ნუ ვისაუბრებთ“.

დემოკრატიული მოძრაობისლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბოლო კენჭისყრა  ისტორიაში 15-ლარიანი არჩევნების სახელით შევა: „ქართული პოლიტიკის ისტორიაში ეს 15 - ლარიანი არჩევნების სახელით შევა. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, ვერც ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში სიტყვებსთავისუფალდადემოკრატიულსვერ ნახავთ, სირცხვილი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც 15 ლარად ყიდის საკუთარი და საკუთარი შვილების მომავალს“.

ნინო ბურჯანაძე დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს საკუთარ მილიარდებს მოგების სახით კიდევ 800 მილიონი შემატა, საქართველოს მოსახლეობისგან კი 4 - წლიანი მანდატი 15 ლარად იყიდა.

შეფასებებში ყველაზე რადიკალურილეიბორისტებისლიდერი, შალვა ნათელაშვილია:

აბელ სეთურის ნახირი იყო, ვინც მივიდა და ივანიშვილის რეჟიმი შემოხაზა. მაგრამ, ვინც ოპოზიციას დაუჭირა მხარი, ვინც კიდევ არ გამოვიდა სახლიდან, ის ჩვენი საზოგადოების ოქროს ფონდია. მაგრამ ოქრო თუ უძრავად დევს, ისიც ჟანდგება ადრე თუ გვიან. არჩევნები მთლიანად გაყალბდა. ივანიშვილის რეჟიმმა არ იკმარა პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების, მთავრობის, კონსტიტუციის, ეკონომიკის, ეროვნული სიმდიდრეების, ჩვენი განუყოფელი უფლებების მითვისება, უზურპაცია, ოკუპაცია და დღეს მთლიანად გაუკეთა ანექსია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემას. წინ გველოდება ძალიან დიდი ბრძოლა, ბანკირ-ოლიგარქთა რეჟიმი არასოდეს ნებაყოფლობით უარს არ იტყვის იმ ტკბილ ძალაუფლებაზე, რომელიც ამგვარი უზნეობით იქნა მათ ხელში თავმყორილი. ჩვენ, პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა გავაკეთოთ რეფერენდუმი, პლებისციტი და ვკითხოთ საკუთარ "მე"-, გვინდა ვიყოთ სახელმწიფო და საზოგადოება, თუ გვინდა ვიყოთ აბელ სეთურის ნახირი“.

ამ ფონზე, ექსპარლამენტარს კოალიციაქართული ოცნებიდან“ (რესპუბლიკელები), ვახტანგ ხმალაძეს ვკითხეთ, თუ რამდენად დგას არჩევნების ლეგიტუმურობის საკითხი

- კონკრეტული და მასობრივი დარღვევები შემჩნეული არ ყოფილა. ვგულისხმობ ჩაყრებს, კარუსელებს და სხვ. მაგრამ დამახსიათებელი იყო, უპირველესად, წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც ადმინისტრაციული რესურსი აშკარად და ინტენსიურად გამოყენებოდა.

მეორე, არჩევნების დაფინანსების საკითხებია, როდესაც ამ დაფინანსების ლომის  წილი მმართველ პარტიას ჰქონდა. პარტიებისთვის მიცემულ შეწირულობებს ვგულისხმობ. უმრავლესობას ეს საერთოდ არ ჰქონდა, და ვისაც რაიმე შემოწირულობა გააჩნდა, მმართველი პარტიის მიღებულ დაფინანსებასთან შედარებით გაცილებით მცირე იყო.

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ყველა წინა არჩევნების დროს ასეთი ვითარება იყო. ყოველთვის, დაფინანსებას მმართველი ძალა იღებდა და ოპოზიციური პარტიებს ამ მხრივ, პრაქტიკულად, ნულოვანი მაჩვენებელი ჰქონდათ. ახლა ოპოზიციასაც ჰქონდა შემოწირულობა, ოღონდ აქ ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოირჩეოდა. სხვებს ეს, პრაქტიკულად, არ ჰქონიათ.

ცხადია, ამან თუნდაც სარეკლამო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობაზე გავლენა მოახდინა. ბუნებრივია, ამგვარი ვითარება არჩევნების შედეგებზეც მოქმედებს.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ მერობის არჩევნებში რამდენიმე ოლქში მეორე ტური შედგა, ორ ოლქში ქართული ოცნების წარმომადგენელმა ვერ გაიმარჯვა. წინა კენჭისყრაში ამდაგვარი ამბავი არ ყოფილა. მართალია, ქართული ოცნების წარმომადგენელმა სულ ორი ოლქი წააგო, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ შემდეგ არჩევნებში ოპოზიციის მიერ მოგებული ოლქების რაოდენობა უფრო მეტი იქნება. ამით, ბოლოს და ბოლოს, დაირღვევა დაუწერელი წესი, რომ ადგილობრივ არჩევნებშიც ყველაფერი მმართველი პარტიის წარმომადგენელმა უნდა მოიგოს. ეს ადგილობრივი არჩევნების, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებია.

- არჩევნების დღეს კოორდინატორების, .. ამომრჩევლების მთვლელების აქტივობა როგორ უნდა განვიხილოთ?

- მახსოვს, 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნების დროს, მაშინდელი ოპოზიცია აპროტესტებდა ნაციონალური მოძრაობის მოქმედებას, როდესაც საარჩევნო უბნებთან ეყენათ თავიანთი კოორდინატორები და რომლებიც არჩევნებზე მომსვლელებს აღრიცხავდნენ. შემდგომ, 2012-ის მერე ეს კორდინატორები საარჩევნო უბანზე ასე აშკარად არ ჩანდნენ. ამ ბოლო არჩევნებისას, ისინი უკვე არა გარეთ უბანზე, არამედ ბევრგან უშუალოდ იმ ოთახებში გამოჩნდდნენ, სადაც ხმის მიცემა ხდებოდა.

აქ კანონის ასე პირდაპირ დარღვევა არ ჩანს, მაგრამ ადამიანებზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს. განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც კოორდინატორები წინასაარჩევნო მხარდამჭერი სიებიდან ვინც არ გამოცხადდებოდა, ურეკავდნენ, მასთან მიდიოდნენ, სთხოვდნენ რომ მისულიყვნენ და .. ეს უკვე ზემოქმედებაა.

ნამდვილად სჯობს, რომ ამგვარი მოქმედება არ იყოს და, მოდით, ერთიც ვთქვათ. კოორდინატორების ასეთი მოქმედება იმ შემთხვევაში შესაძლლებელი ხდება, როდესაც პარტიას შეუძლია, რომ ბევრი კოორდინატორი ჰყავდეს. ეს უკვე პარტიის ხელთ არსებულ ფინანსებს უკავშირდება. ანუ ისევ არჩევნების დაფინანსების საკითხთან მივდივართ, იმ დიდი საარჩევნო ფონდთან, რომელიც ქართულ ოცნებას ჰქონდა. ამით შეძლეს, რომ ყველა უბანზე არა ერთი და ორი კოორდინატორო ჰყოლოდათ, შეძლეს, რომ ამგვარი აღრიცხვა გაეკეტებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ აქ კანონის პირდაპირ დარღვევას ვერ ვხედავ, ეს ყველაფერი ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა, რაც, თავისთავად, არჩევნების სამართლიანი შედეგის დადგენას ხელს უშლიდა

ექსპერტ გია ხუხაშვილსაც ვთხოვეთ, ბოლო არჩევნებისთვის გადაეხედა იმ ფონზე, როცა პოლიტიკური  ოპოზიცია დღესაც მის არალეგიტიმურობაზე საუბრობს და ასაჩივრებს:

- ძალიან მარტივი რაღაც მოხდა, ეს იყო კენჭისყრა, როცა ამომრჩეველს არჩევანი არ ჰქონდა. ანუ ელექტორატის უდიდესი ნაწილი (კვლევებიც აჩვენებს), 60 და 65% ფიქრობს, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება, ასევე ცუდი ოპოზიცია და არ მიიჩნევს, რომ მას ღირსეული არჩევანი აქვს. ასეთი ტიპის ნეგატიურ კენჭისყრაზე, როდესაც არჩევანი არ აქვს, ყველაფერს რესურსი წყვეტს. ანუ ამომრჩეველი მზად არის, ერთჯერადად გაიყიდოს. ის ამბობს, რომ დაპირების არ მჯერა (არც შენი და არც მეორესი), რადგან ათასჯერ შემპირდით და არაფერი გაგიკეთებიათ. ღირსეული არჩევანი არ აქვს, ვისაც დაუჯერებს, ირწმუნებს და ამიტომ ამბობს, გადაიხადეთ და, კი ბატონო, ხმას გადმოგიგდებთო.

რაღაც ნაწილი სახლში დარჩა და ჩვენ ვნახეთ, რომ დაბალი აქტივობა იყო. მაგრამ ამ დაბალ აქტივობაშიც პარტიების ნატურალური მხარდამჭერი, ალბათ, ამის ნახევარი იყო. მეორე ნახევარი ჯოხის ქვეშ იყო, გარკვეული ინტერესით მიყვანილი (როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის მიერ), იქ მეტი არაფერი მოხდა.

მთლიანობაში, ეს გაყიდული არჩევნები იყო. მაინცდამაინც არ ვამბობ, რომ ფულს უხდიდნენ, სხვადასხვა ინტერესები და სატყუარა არსებობს. ამ დროს, მთელ პარტიულ ელიტას ჯამურად სულ 20-25% ნატურალური ამომრჩეველი ჰყავს. მეტი ნატურალური ამომრჩეველი არ არის და ეს ნიშნავს, რომ პარტიული ელიტა ღრმა კრიზისშია. ამომრჩეველი ახალი არჩევანის მოლოდინშია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.      

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და კვალიფიციური არასამთავრობო რორგანიზაციების დასკვნით, გამოვლენილი დარღვევები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგებზე არსებით ზეგავლენას ვერ მოახდენდა. მსგავს სულისკვეთებას გამოხატავენ საერთაშორისო სადამკვირვებელო ორგანიზაციებიც. ამის მიუხედავად, არავის ავიწყდება არათანაბარი საარჩევნო გარემო და რესურსები, რომელიც ელექტორატის დაბალი აქტივობისა და ნიჰილიზმის პირობებში, საბოლოო სურათზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს.

დემოკრატიული არჩევნების გარეშე ქვეყანა მოჯადოებულ წრეს თავს ვერ დააღწევს და ვერ განვითარდება. საყოველთაო საარჩევნო უფლება არაფრისმთქმელ, ლიტონ სიტყვებად არ უნდა დარჩეს. ამ მხრივ, ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა კითხვებზე პასუხის გაცემის, ახალი პერსპექტივების გაჩენის მაგივრად, თავის ტკივილი უფრო დატოვა. სათანადო დასკვნების გაკეთება და უკეთესობისკენ ნაბიჯების გადადგმა, უპირველესად, ხელისუფლებას მოუწევს.    

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია