მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზაფხული და ტრანსპორტი ჩვენი მღელვარებისა - 03 აგვისტო 2018

ვაკეში ავტობუსის მძღოლმა სიცხისგან გონება დაკარგა

ufleba.ge

ამასწინათ, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე #34 ხაზზე მოძრავი ავტობუსის მძღოლი სიცხისგან შეუძლოდ გახდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მძღოლი ავტობუსს მართავდა, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავად ავტობუსის მძღოლმა განაცხადა, რომ შეუძლოდ ძლიერი სიცხისგან გახდა, რის გამოც გონება დაკარგა. პირველადი დახმარება მგზავრებმა გაუწიეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე წუთში გამოსწორდა.

გაუსაძლის სიცხესთან ერთად, დედაქალაქში ასეთმა შემთხვევებმა იმატა. რუსთაველი მეგობარი ამ დღეებში წერდა, რომ თბილისი-რუსთავის სამარშრუტო მიკროავტობუსში კონდიციონერის ჩაურთველობის გამო უკან მჯდომი ქალბატონი შეუძლოდ გახდა და ღია ფანჯარასთან დროულად მან გაუცვალა ადგილი. მისივე თქმით, წინა დღეებში იმავე მარშრუტზე ძლიერი სიცხის გამო ბავშვი ცუდად გახდა, რის გამოც მძღოლს გააჩერებინეს და დედა-შვილი ცოტა ხნით სულის მოსათქმელად სუფთა ჰაერზე გაიყვანეს.

თვითონ შევესწარი ზემოაღნიშნულ ყვითელ ავტობუსში (იგივე 34 ნომერი რეისი იყო, წყნეთიდან ვაგზლის მოედნისკენ რომ მოძრაობს) სიტუაციას, როდესაც სადგურიდან მეორე გაჩერებას ვეღარ გავცდით. მიზეზი წინა კარები აღმოჩნდა, რომელიც მძღოლმა ვერაფრისდიდებით ვეღარ დახურა. ამ დროს გარეთ სიცხეა სასწაული.

რას აღარჩალიჩობდამგზავრებივით ჩაწყალებული მძღოლი, რომ კარები რამენაირად მიხურულიყო და თამარ მეფის გამზირზე სვლა გაეგრძელებინა. თავისი კაბინიდან გადმოდიოდა და კარების ზემოთ სადენების ბუდეს წაღმა-უკუღმა უჩხიკინებდა, რომ რამე ფიზიკური რეაქცია გამოეწვია. ეს რომ არ ყოფნიდა, ანუ სადენების თავიდან შეერთება-გამოერთება, ძველირეკორდისმარკის ტელევიზორივით თავზე უბრახუნებდა, რომნამუსიჰქონოდა და კარები მოეხურა.

არა და არა, „დენიკინისდროინდელი ბოგდანისწინა კარები ვირივით უარზე იდგა. ყოჩაღ ამ მძღოლს, არ იღლებოდა, - ხან პირდაპირ კაბინიდან უკან ხტებოდა და სადენებს ურახუნებდა, ხანაც ჩადიოდა, შემოუვლიდა ავტობუსს და ისე მიადგებოდა კარებს, ძალით დასახურად. ნამდვილად დროულად იმსახურებს ეს კაცი ახალ ევროპულ ავტობუსს, მაგრამ სადაა?

ამასობაში, მგზავრების მოთმინების ფიალაც ივსებოდა, რადგან გასანევსაც აღარ ჰქონდა შედეგი ამ პაპანაქებაში. ამ დროს გადაჯდომა არავის სურდა და მძღოლს ურჩიეს წინა კარების დახურვის გარეშე გზა გაეგრძელებინა, - შე კაცო, ავტობუსი მაინც არ გრილდება და ღია კარებით მაინც ცოტას ამოვინსუნთქავთო. „შოფერმაქვა ააგდო და თავი აუშვირა, - რას ბრძანებთ, ასე მოშილიფებულად ვინ მატარებს ქალაქში, ეგრევე დამაჯარიმებენო.

თან ამ საუბარ-საუბარში კაბინიდან კარებისკენ და უკან ხტუნვით მცდელობას აგრძელებდა და ამ საქმეში არ იღლებოდა. მაინც არას ნიშნავს საბჭოთა სკოლა, ძველი დრო რომ ყოფილიყო საპატიო სტახანოველის ჯილდოზე წარდგენას თუ არ იმსახურებდა ეს კაცი თავისი სასწაული შრომისმოყვარეობით, მაგრამ რად გინდა, „ბოგდანიკარს არ ხურავდა.

ბოლომდე დასიცხულ-ჩაწყალებული მგზავრები უკვე მიხვდნენ, რომ პირდაფჩენილ ავტობუსს აღარაფერი ეშელებოდა. ერთი კი ამოიგმინეს უკაყოფილოდ და ავტობუსის დატოვება დაიწყეს. ეს კაცი კი არ ჩერდებოდა, რა ხერხს არ მიმართავდა, რომბოგდანიჭკუაზე მოეყვანა, ამაოდ.

და ასეთი, მწყობრიდან გამოსული რამდენი ყვითელი ავტობუსი დადის, ხომ წარმოგიდგენიათ? ზოგი ყვითელი ავტობუსი სიარულისას ისე ჯაყჯაყებს, რომ ამ დროს ზღვის ავადმყოფობა მონაგონია. მათი ყველა გრძელვადიანი და მარადიული ექსპლუატაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური სირთულეები მსხვერპლს მოითხოვს.

არანაკლები გაუსაძლისი ვითარებაა ყვითელ სამარშრუტო მიკროვტობუსებში. 45 გრადუსიან სიცხეშიც კი, უმავლესობაში ისედაც სუსტ კონდიცინერებს არ რთავენ, სანამ გულწასულობის ზღვარზე მყოფ ვინმე მგზავრს არ აღმოხდება, - დროზე ჩართეთ, თორემ ძალიან ცუდად ვარო.

ასევე თვითონ შევესწარი სიტუაციას თუ არ ვცდები 102 ნომერმარშრუტკაში“, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გლდანისკენ რომ გადაადგილდება. გარეთ სიცხეა უზარმაზარი, ავედი და ფანჯრის პირას მოვკალათდი. მძღოლი არც კი ფიქრობს, რომ გამაგრილებელი ჩართოს. უცბად ბოლო სკამებიდან გოგონას შეწუხებული და სუსტი ხმა მესმის, -  ძალიან გთხოვთ, კონდიციონერი ჩაართმევინეთ, სული მეხუთება, ჩასვლასაც კი ვერ მოვასწრებო. იმდენად შევშფოთ-აღვშფოთდი მისი უმწეო თვალების დანახვაზე, რომ მძღოლს დავუყვირე, - დროზე ჩართე, თორემ ადამიანი ცუდადაა-მეთქი.

მხოლოდ ამის მერე ცოტა შეცბა ჩვენიგზამკვლევიდა ინება, რომ მერიის მხრიდან ლამის მთელი ზაფხულის განმავლობაში მიცემული გაფრთხილება შეესრულებინა.

ცოცხალი თავით არ უნდათ მითითების შესრულება და ეტყობა ამით არიან დაინტერესებულნი კიდეც. ამ დროს კი, ისევ უბრალო მოქალაქეების ინტერესები იჭყლიტება.

ზოგი რთავს კონდიციონერს, მაგრამ რად გინდა, ისეთი სუსტია, რომ მგზავრთა ნაწილს უკვე ამის გამო სული ეხუთება და ფანჯრების გაღებას ითხოვს. კიდევ ერთ სცენას წავაწყდიმარშრუტკაში“, როცა ასაკოვანმა მგზავრმა ბევრი ითმინა-ითმინა დო ბოლოს მძღოლს შეუტია, - შენ რა კაცი ხარ, უკვე აღარ შემიძლია და კეთილი ინებე, დროზე კონდიციონერი ჩართეო.

მოპასუხე ამაზე კინაღამ გადაირია, - რა კაცი ვარ კი არა, შენ თვითონ ვინ ხარ და რას წარმოადგენ, ისიც კი ვერ გაგიგია, რომ გამაგრილებელი ჩართული მაქვსო.

მგზავრმა უკან არ დაიხია, - მე რას მასწავლი, მთელი ცხოვრება მანქანაზე მაქვს ნამუშევარი, არაფერიც არ გაქვს ჩართულიო. მძღოლმა კი თავი გაიგიჟა, - რაც არის ეს არის, მეტს ვერ აგრილებს ამ სიცხეშიო.

მგზავრი კი ისეთი შეწუხებული იყო, რომ დაემუქრა, - შენ ნახე რას გიზამ, აქედან მოგაძრობო, სამართლიან მოთხოვნაზე ასაკოვან კაცს მემუქრებიო, ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი ასე ხომ ვერ დამელაპარაკებოდიო და ..

მოკლედ, სანამ დიღმის მასივის საავადმყოფოებთან არ ჩავიდა ეს კაცი, მათ შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა არ დასრულებულა ისე, რომ ჩვენს თხოვნაზეც, რომ გაჩერებულიყვნენ რეაქცია დაკარგული ჰქონდათ.

ერთი სიტყვით, ამ მწყობრიდან გამოსული ყვითელი ტრანსპორტით ამ ქალაქში ყველა გადაღლილია, მგზავრიცა და მძღოლიც. ამიტომ შეუძლებელი ხდება ამ რეალობაში ცხოვრება და ეს ქალაქის მესვეურებმა უნდა გაითვალისწინონ. სანამბოგდანებსათუ თურქულ მიკროავტობუსებში ღია ფიზიკური დაპირისპირებები არ დაწყებული, რამე უნდა იღონონ.

თუ არ სჯერათ ამ კრიტიკული რეალობის, ერთხელ გამოვიდნენ სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები, საკუთარ პერსონალურ ავტომანქანებზე უარი თქვან და ყვითელი ავტობუსით ან ასეთივე მიკროავტობუსით იმგზავრონ. მაგალითად, დილის საათებში ვარკეთილი-სამგორიდან დედაქალაქის ცენტრისკენ. ეს იქნება ერთი დღე, რომელიც შეცვლის მათ ცხოვრებას. არ გინდათ ბატონებო რამე შეცვალოთ თქვენს არსებობაში?

მთლად პესიმიზმში კი რომ არ ჩავვარდეთ, გეტყვით, რომ მთავრობას აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც უახლოეს წლებში ძველი ტრანსპორტის ჩანაცვლება მოხდება.        

კერძოდ, თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, 2018-2019 წლებში იგეგმება 511 ამორტიზებული ავტობუსის სრულად ჩანაცვლება, ხოლო 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობა 900 ერთეულამდე გაიზრდება.

როგორც პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული, ამორტიზებული ავტობუსების ჩანაცვლების ჯამური ღირებულება 270 მილიონი ლარია. მერიის ინფორმაციით, არსებული ავტობუსების რაოდენობა დედაქალაქში 655-ია, მათ შორის ძველი და ამორტიზებული 511 ავტობუსია.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, წელსვე დაიწყება და 2021 წელს დასრულდება, ავტობუსის მოძრაობის ზოლი მოეწყობა რამდენიმე ძირითად ქუჩაზე, მათ შორის: რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას გამზირების, მელიქიშვილის და კოსტავას ქუჩებზე.

ვნახოთ, შედეგები როგორი იქნება, აღგომა და ხვალეო.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია