მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
15 222 ხანძარი ერთ წელიწადში - 06 აგვისტო 2018

 ჰაერის დაბინძურების კუთხით თბილისში რთული მდგომარეობაა და ამას „სპონტანური“ ხანძრებიც ემატება“

ufleba.ge

ქალაქში არსებული ეკოლოგიური ვითარება, სავაჭრო ცენტრებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების სავალდებულო დაზღვევა - ის თემებია, რაზეც  ეკოლოგი ხათუნა ახალაია ამახვილებს ყურადღებას. ექსპერტის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ ობიექტების დაცვა და აღმოფხვრან რისკები, რაც გამოიწვევს ხანძარსა და ეკოლოგიურ დაბინძურებას.

ეკოლოგიელიავას ბაზრობისსაკითხსაც ეხება და აღნიშნავს, რომ წერეთლის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია ყველაზე დაბინძურებული ადგილია საქართველოში.

წერეთელი და მის გარშემო არსებული ატმოსფერული ჰაერი, არის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი საქართველოში. ვიზუალურადაც ჩანს, რამდენად დაბინძურებულია და რამდენად არასწორად მიმდინარეობს ამ ტერიტორიაზე საქმიანობა, ბიზნესის ქმედება თავისი ხალხის მიმართ არაკეთილსინდისიერია. არ ხდება ღობის, წვის თუ ავტომობილის გამონაბოლქვის კონტროლი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ავტოსერვისიც არის განთავსებული, რომლებიც არ არის აღჭურვილი ისეთი მოწყობილობებით, რაც გარემოს დაცვის კუთხით მსგავს ობიექტებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. „ელიავასბაზრობაზე 36-მდე სხვადასხვა ტიპის აქტივობაა და აბსოლუტურად ყველა მოსაწესრიგებელი და გასაკონტროლებელია“,- განაცხადა ახალაიამ.

ჩვენ ეკოლოგ ხათუნა ახალაიას ვესაუბრებით.

- ხანძრის დროს არასრული წვისას დიოქსინები გამოიყოფა, გამომდინარე უარყოფითი შედგებით. რა თქმა უნდა, აქ ეკონომიკური ზარალიცაა და ძალიან ცუდი მდგომარეობა ექმნებათ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს საკუთრება უნადგურდებათ.

ჩვენ ამ ტიპის ხანძრების პრევენციაზე უნდა ვისაუბროთ, რადგან ბოლო დროს ლამის თვე არ გასულა, რომ დედაქალაქში მსგავსი შემთხვევა  არ ყოფილიყო. ამიტომ კარგი იქნება, თუ შენობები სათანადოდ (ხანძარსაწინააღმდეგოდ) აღიჭურვებიან.

მესმის, რომ პრობლემა დაზღვევასთანაც დაკავშირებულია, მაგრამ არსებული მდგომარეობით ესეც ძალიან სარისკოა. ალბათ, სადაზღვევო კომპანიამ ამაზეც უნდა იფიქროს და იზრუნოს, თუ რა პირობებით მოხდება ასეთი ობიექტების დაზღვევა.

გარემოს დაცვის კუთხით კი, მართლაც საშიში მდგომარეობაა. იცით, რომ თბილისი, სამწუხაროდ, ჰაერის დაბინძურების კუთხით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა და ამას აღნიშნული სპონტანური ხანძრებიც ემატება.

- ზოგადად, ობიექტებზე, დაწესებულბებში რა მდგომარეობა გვაქვს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციის თვალსაზრისით?

- თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ობიექტები, სადაც სტანდარტულად, სწორად განხორციელებულია თუნდაც ელექტროგაყვანილობის მონტაჟი. ასევე, სახანძრო უსაფრთხოებისთვის საჭირო დანადგარების მონტაჟი არ არსებობს. ამ კუთხით  ქვეყანაში ძალიან დაბალი დონეა. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მცირეა ობიექტების ჩამონათვალი, სადაც ეს სტანდარტები გათვალისწინებულია.

საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი რომ მოაწერა, ამით გარკვეული ვალდებულებები იკისრა. შესაბამისად, რეგულაციები, საკანომდებლო ბაზა ნელ-ნელა ვითარდება. ახალი რეგულიაცია, რომელიც ჩემი ინფორმაციით ძალაში შევიდა, მშენებლობის პროცესების სწორად დაგეგმვა და სამშენებლო ობიექტების სწორად აღჭურვაა. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება, თუ ამ ყველაფერს მკაცრად გააკონტოლებენ მაკონტროლებელი ორგანიზაციები, ვისაც ამ ყველაფრის მონიტორინგი ევალება.

ამისთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა შექმნილი. როგორც იცით, ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებს დახმარებოდნენ, რისთვისაც საკრედიტო ხაზი შეიქმნა. მხოლოდ იმ კომპანიებს მიეცემათ ამ საკრედიტო ხაზიდან რესურსი (რომელსაც 15% გრანტად მოყვება), ვინც მოაწესრიგებს შრომის უსაფრთხოებას, გარემოს დაცვას, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემას, ელექტროგაყვანილობას და ..

ეს საყურადღებო თემაა არამარტო მოსახლეობისთვის, არამედ ამას დიდ ყურადღებას აქცევს ევროკავშირი. ამ გზაზე ნაბიჯების გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ დახმარების რეალური საშუალებები არსებობს.

ხშირად კომპანიები მსგავსი ტიპის ხარჯებს თავს არიდებენ, რადგან ეს დამატებით სახსრებს მოითხოვს. აგერ ბატონო, საკრედიტო ხაზი, რომელიც პლუს 15% გრანტს გაძლევს იმისთვის, რომ ობიექტებზე მსგავსი მიმართულებები მოაწესრიგო.

- ხშირად ხელოვნურად გამოწვეულ ხანძრებზე საუბრობენ და ამას გარკვეულ ბიზნესინტერესებს უკავშირებენ, ამაზე თქვენი დაკვირვება როგორია?

- ამის შესახებ მეც მსმენია, მაგრამ ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ და დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით. ასეთი სიხშირით გამოწვეული ხანძრები, თანაც ისეთ ობიექტებზე (რომელიც აშკარა ინტერესის სფეროა), ასეთი ეჭვების არსებობას არ გამორიცხავს.

- ქალაქში ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობა რა ტიპის პრევენციულ ნაბიჯებს მოითხოვს?

- პირველი რაც უნდა გაკეთდეს, აუცილებლად აღრიცხონ მეწარმეები. ჩვეულებრივი ბიზნესსექტორი, რომელსაც ლიცენზირებისა და ნებართვების კანონი რაიმე ტიპის ნებართვებს არ სთხოვს, ხშირად ასეთი დამაბინძურებელია. აქედან გამომდინარე, მთლიანად ბიზნესსექტორის რეესტრი უნდა შედგეს. კიარ უნდა დააჯარიმონ, სახელმწიფომ თავიდან უნდა იზრუნოს, როგორ აწიოს ამ კომპანიების ცნობიერება იმ კუთხით, რომ გარემოს დაცვის თვლსაზრისით თავიანთი კომპანიები მოაწესრიგონ. მგონია, რომ პირველი ნაბიჯი ეს არის.

მერე, უკვე არსებობენ კომპანიები, რომელთაც ეს ყველაფერი იციან და შესაბამისი ნებართვებიც გაცემული აქვთ. მაგრამ ეს გარემოსდაცვითი ნებართვები სხვადასხვა პირობებით აქვთ გაცემული. კარგი იქნება, რომ აღნიშნულ ნებართვებში ჩადებული  პირობების კონტროლი გამკაცრდეს.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია კომპანიებმა ეს ყველაფერი ბიზნესსექტორის წინააღმდეგ ბრძოლად კიარ მიიღონ, არამედ იმად, რომ სადღეისოდ ეს მთელი ქვეყნის გამოწვევაა; როდესაც ქვეყანას უდგას მომენტი, რომ ნამდვილად იზრუნოს გარემოს დაცვასა და შრომით უსაფრთხოებაზე. ეს თითოეული ადამიანისთვის ნასროლი ტყვიაა, თუ ამას ერთობლივად წინ არ აღვუდგებით და აუცილებელ ნორმებს არ დავიცავთ.

ამ დროს, ბიზნესი არ აკონტროლებს თავის ემისიებს, ჰაერში გამოაფრქვევს ან წყალში უშვებს მავნე ნივთიერებებს, რომელიც მისი ტექნოლოგიური ციკლის პირდაპირი შედეგია. ამიტომ ერთობლივად გაუმჯობესებას არ მივაღწევთ, არ მგონია რამე გვეშველოს.

რაც შეეხება ისეთ ობიექტებს, რომლებზეც ცალსახად ვიცით, რომ პრობლემურია. მაგალითად, რამდენჯერმე ვისაუბრე ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნიადაგიც დაბინძურებულია. ასეთი ობიექტი ქალაქის ცენტრში არ უნდა იყოს. შემთხვევითი არ არის, რომ თბილისში ყველაზე დაბინძურებულად ელივასა მიმდებარე ტერიტორია ითვლება. ამას მე კი არა, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს დამონტაჟებული მოწყობილობა ამბობს, რომელიც ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციას სწავლობს.

მოკლედ, ამ მხრივ ძალიან ნელა მივდივართ პროგრესისკენ. ეს საკითხები აუცილებლად გათვლილი, გააზრებული უნდა იყოს. მსგავსი ობიექტების ქალაქგარეთ გატანა ან მინიმუმ მოწესრიგება უნდა მოხდეს იმ კომპანიების საქმიანობისა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე საქმიანობენ. აქედან არ ხდებოდეს გამოფრქვევა, გაჟონვა თუ სხვა უბედურება, რაც ქალაქის მცხოვრებლებისთვის ძალიან ცუდი შედეგების გამომწვევია.

- ელიავას ბაზრობის გადატანასთან დაკავშირებით რა რეალობა გვაქვს?

- ვერ გეტყვით, საბოლოოდ ამაზე რა გადაწყვეტილების მიღება იგეგმება. ძვრები ნამდვილად არის და რაღაც დონეზე როგორც ჩანს ეს პრობლემები მოწესრიგდება.

- რა უდგას წინ სავაჭრო ცენტრებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების სავალდებულო დაზღვევას?

- ეს არის ბიზნესსექტორსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ურთიერთობის საკითხი, რომელსაც, ალბათ, საკანონმდებლო ბაზიდან მოთხოვნილი პირობები დააჩქარებს. წესით, ამას არაფერი უნდა უშლიდეს ხელს, გარდა იმისა, რომ რაღაც ტიპის იბიექტები (რომელთაც მაინცდამაინც ხარჯების გაღება არ უნდათ ან არ ფიქრობენ, რომ ეს მათთვის სარისკოა), ალბათ, ამას თავს არიდებენ.

მაგრამ ამ ყველაფერს საკანონმდებლო ბაზა დაარეგულირებს.

შედეგებს რაც შეეხება, პირველ რიგში ისაა, რომ სადაზღვევო კომპანია ისე, რომ იტყვიან  ჰაერზე არ დააზღვევს. ანუ, რისკის შეფასებისა და აღმოფხვრის გარეშე სადაზღვევომ ობიექტი უნდა დააზღვიოს. წესით, ჭკვიანი სადაზღვევო კომპანია ასეც აკეთებს. შესაბამისად, სწორი გზა იქნება, რომ ჯერ საფრთხეები შეფასდეს, მათი აღმოფხვრის გზების მოძიებისა და მოწესრიგების შემდეგ კი, დააზღვევს აღნიშნულ ობიექტს.                

შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდანთერგიმე-11 სავაჭრო ცენტრი გახდა, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა. ბაზრობის თანამშრომლები ელოდებიან გამოძიების პასუხს, რა გახდა ღამით ცეცხლის გაჩენის მიზეზი, რომელმაც მილიონობით ლარით დააზარალა და ერთადერთი შემოსავლის გარეშე დატოვა მათი ოჯახები.

ხანძრების რაოდენობამ 2017 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასული წლის განმავლობაში 15 222 ხანძარი მოხდა. რეკორდული იყო ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობაც. 2017 წელს დაიღუპა 79 და დაშავდა 244 ადამიანი. ხანძრისგან განადგურდა 543 შენობა-ნაგებობა.

ყველაზე ტრაგიკული, 2017 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმროლეოგრანდშიგაჩენილი ხანძარი იყო, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ცეცხლი.

2012 წლიდან გუშინდელ დღემდე სულ 10 ბაზრობა იყო დამწვარი:

1. "ლილოს" ბაზრობა 2012 წლის 15 ნოემბერს დაიწვა;

2. სავაჭრო ცენტრ "საბაში" 2013 წლის 26 თებერვალს გაჩნდა ხანძარი;

3. "ევროპარკი"  2013 წლის 17 ივლისს დაიწვა;

4. "ბოშათა" ბაზრობაში ხანძარი 2014 წლის 16 სექტემბერს გაჩნდა;

5. "ხოფას" ბაზრობაში ცეცხლი 2014 წლის 7 დეკემბერს გაჩნდა;

6. "ელიავას" ბაზრობა 2014 წლის 27 დეკემბერს დაიწვა;

7. "ისნის" ბაზრობაში ხანძარი 2015 წლის 21იანვარს გაჩნდა

8. "ელიავას" ბაზრობა 2015 წლის 4 აგვისტოს დაიწვა;

9. "შავი" ბაზრობა 2016 წლის 2 აგვისტოს დაიწვა

10. „ბავშვთა სამყაროხანძრის შედეგად 2017 წლის 29 იანვარს განადგურდა.

2018 წლის პირველი მარტიდან, სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების, სასტუმროებისა და ბენზინგასამართი სადგურების დაზღვევა სავალდებულო გახდა. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია