მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სასამართლო, პროკურატურა და საჯარო რეესტრი დანაშაულს ფარავენ? - 12 აგვისტო 2018

ufleba.ge

"კორუმპირებული და უპასუხისმგებლო თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამართალდამცავთა სისტემა, მრავალი წელია, საზოგადოებაში სრულ უნდობლობას იწვევს. მაგრამ მაინც არიან ისეთი პიროვებები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო არ არის ჩალით დახურული, რომ კანონი უზენაესია და უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად. ჩემი მამა გერმანულ ფაშიზმს ებრძოდა და გაიმარჯვა, მე კი ჩვენებური ფაშიზმის წინააღმდეგ ვიბრძვი", - აცხადებს ჩვენთან ინტერვიუში მანანა რისბერგი.

„ufleba.ge“ ქალბატონ მანანა რისბერგს ესაუბრება.

- უკვე ათი წელია დავდივარ მცხეთა-თბილისის სასამართლოებსა და პროკურატურაში. იმიტომ, რომ საქმე მაქვს დიპლომიან უვიცებთან და თაღლითებთან. ისინი ერთმანეთს კარგად იცავენ და მფარველობენ. სამკვიდრო ქონების მისაღებად სანაქებო ადვოკატს, ანზორ ჩოჩიშვილს მივმართე. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ტექბიუროს არქივში, ასევე სახელმწიფო ეროვნულ არქივში ყველა ინფორმაცია მოვიძიე.

- რა ინფორმაციაზეა საუბარი?

- 2004 წლის 08 აპრილს არქივიდან მამის კუთვნილი ქონების საარქივო ამონაწერი და საკომლო ჩანაწერი მივიღე. გაირკვა, რომ მამას, ზაქარია ხიტალიშვილს, 1950 წლის 23 იანვარს, მცხეთის მშრომელთა დეპუტატების სადაბო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მიეცა მისი სიმამრის მიწის ჩამონაჭერი 920 კვ/. 1954 წელს ააშენა 0.02 კვ/. სახლი, 0.07 კვ/. მიწის ნაკვეთზე.

1955-57 წლებში ჩვენი ოჯახი (ოთხი წევრისგან შემდგარი) კომლად აღვირიცხეთ, ოჯახის უფროსი კი მამაჩემი იყო. ამასთან, მცხეთის ტექბიუროს არქივში აღმოჩნდა ხელშეკრულებები - 1962 . 24.12 . 2238 და 1963 . 07.02. . 262.

ამის საფუძველზე სრულიად მოულოდნელად, გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდი. თურმე დედას მის თაღლით დებზე, გულჩორა და ქალთამზე მრევლიშვილებზე 1962 წელს თითო ოთახი გაუჩუქებია. თაღლითი ნოტარიუსი ანნა ჯოხაძე დედას აწერინებს ხელწერილს, რომ ნუნუ ხიტალიშვილს ქმარი არა ჰყავს და ეს გარემოება მისმა დებმა იციან. ამ დროს დედა კანონიერ ქორწინებაში იყო და ორი შვილი ვყავდით. დედას დააფარვინეს ქმარ-შვილი მისმა დებმა და ნოტარიუსმა ხელწერილის დაწერით.

ვინაიდან ყველა გარდაცვლილი იყო, მე მივენდე ადვოკატს ანზორ ჩოჩიშვილს და მისი კონსულტაციით დოკუმენტის მოძიებას ვაწარმოებდი.

სწორედ 2006 წელს, სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ეკატერინე ყანჩელის მონაწილეობით დამავალეს, რომ გარდაცვლილ დეიდებზე სამართლებრივი რეგისტრაცია მომეხდინა. 2006 წლის 4 აპრილს მიღებული იქნა გამგეობის დადგენილება #165, რომ  გარდაცვლილ დეიდებს, გულჩორა და ქალთამზე მრევლიშვილებს უპროექტოდ აუშენებიათ საცხოვრებელი სახლი აღმაშენებლის . #66-ში.

მე ვერ ვერკვეოდი რას ნიშნავდა მათზე სამართლებრივი რეგისტრაცია და მივიღე მეორე ყალბი დოკუმენტი, რომელიც მე ადვოკატმა დამარეგისტრირებინა. სინამდვილეში, სახლი არ არსებობს.

- როგორ გაგრძელდა ეს პროცესი?

- 2006 წლის 12 იანვრიდან რამდენიმე პროცესი ჩატარდა. 11 აპრილს ადვოკატის მითითებით საჯარო რეესტრში სამი დოკუმენტი დავარეგისტრირე:

1. მცხეთის სახ. არქივის ამონაწერი - 08.04.2004 .

2. 1962 . 24 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულება - . 2238.

3. მცხეთის გამგეობის დადგენილება - 2006 . 04 აპრილი #165.

სამი ურთიერთსაწინააღმდეგო დოკუმენტი მივიღეთ. ადვოკატმა მითხრა, ვინაიდან არსებობს ჩუქების ხელშეკრულება, ვისიც სახლია, მიწაც იმას ეკუთვნისო. ასე დარეგისტრირდა მამის კუთვნილი ქონება გარდაცვლილ დეიდებზე, 1955-57 წლების საკომლო ჩანაწერით. სადაც კომლის წევრები მე და ჩემი და დარეჯან ხიტალიშვილი ვართ მართლზომიერი მფლობელები.

2006 წლის 14 ივნისს მივიღე გაუთხოვარი დეიდის, გულჩორა მრევლიშვილის ბინის 2/3 წილი, რომელიც საჯარო-რეესტრში ჩემს საკუთრებაში დარეგისტრირდა. ბინის 1/3 წილი  დეიდაშვილის გარდაცვლილ დედაზე, ქალთამზე მრევლიშვილზე დარეგისტრირდა.

2006 წლიდან  2008 წლის ჩათვლით, ადვოკატი ჩემი, როგორც დეიდის მემკვიდრის უფლებებს იცავდა; ვიდრე მცხეთის მოსამართლემ, სამართლიანმა და უაღრესად მიუკერძოებელმა სოსო ღურწკაიამ ანზორ ჩოჩიშვილს განუმარტა, რომ მან არასწორად წარმართა სამკვიდრო მოთხოვნა, - მე და ჩემი და დეიდის კი არა, ჩვენი მშობლების მემკვიდრე და თვითონ მართლზომიერი მფლობელები ვიყავით.

მიწის ნაკვეთი რეალურად არის 1327 კვ/, რეესტრში კი საკომლო ჩანაწერით 900.00 კვ/ მიწა დარეგისტრირდა. 2009 წლის 10 თებერვალს, ნოტარიუსთა პალატიდან ვერ მივიღე 1986 წლის 18 ოქტომბერს გარდაცვლილი მამის, სამკვიდროს მიღების ჩანაწერი. პასუხად იყო, რომ არ იძებნება რეგისტრირებული ჩანაწერი. ხოლო 2012 წლის 23 მარტს დოკუმენტი ადგილზე  აღმოჩნდა.

ვფიქრობ, ასეთი დაფარვა შეგნებულად გაკეთდა, როგორც ანზორ ჩოჩიშვილის, ასევე ირმა მრევლიშვილის ადვოკატის, გიორგი უსუფაშვილის მხრიდან.

2009 წლის 13 თებერვალს, თბილისის ნოტარიუსის მხრიდან სამკვიდროს მისაღებად კანონით დაგენილი ვადის გაგრძელებაზე უარი მეთქვა, რის შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე. 2009 წლის 22 მაისს, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (ჩემი სამი დედმამიშვილის თანხმობით) სწორედ 2004 წლის 08 აპრილის საკომლო ჩანაწერით, მამის, ზაქარია ხიტალიშვილის სამკვიდრო ქონება (მდებარე . მცხეთა . აღმაშენებლის . 66-ში (ყოფ. სტალინის . #11) მივიღე. 06.07.2009 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა.

როდესაც ყველა საჭირო დოკუმენტი რეგისტრაციისთვის მცხეთის საჯარო-რეესტრში წარვადგინე, 29 ივლისის 2009 წლის 13/08  გადაწყვეტილებით უარი მეთქვა. რადგან სახელმწიფო არქივის ამონაწერი უკვე გარდაცვლილი გულჩორა და ქალთამზე მრევლიშვილების უფლებით დარეგისტრირდა. .. მათზე კუთვნილი აღმოჩნდა სამი საცხოვრებელი სახლი.

ადვოკატს და მოსამართლეებს სამი წლის განმავლობაში უნდა სცოდნოდათ თუ არა სამოქალაქო კოდექსის 1323- მუხლი? ამ კანონის თანახმად, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან იხსნება. კომლის ბოლო წევრები კი მე და ჩემი და ვართ. ადვოკატმა ანზორ ჩოჩიშვილმა არც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება იცოდა (#252, 2007 წლის 15 სექტემბრის)? რომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტია საკომლო წიგნიდან ამონაწერი.

- რა გააკეთეთ?

- სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მივმართე შს მცხეთის სამმართველოს და მოვითხოვე ირმა მრევლიშვილის გამოსახლება ჩემი კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან. 25 ივლისს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნანა ნასყიდაშვილმა შეადგინა გასაუბრების ოქმი, რა დროსაც აღინიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მე მამის, ზაქარია ხიტალიშვილის ერთადერთი მემკვიდრე ვარ.

2008 წლის დეკემბრის თვის საჯარო რეესტრის ამონაწერით, ისევ ბინის 2/3 წილის მესაკუთრე ვიყავი. 2009 წლის 12 აგვისტოს, ირმა მრევლიშვილის ადვოკატმა ნონა ოტიაშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ. ადვოკატმა გამიზნულად, ხელოვნურად შექმნა ცრუ ჩვენება, რომ 2009 წლის 22 მაისს, #2/2017-09 საქმეზე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჩემი სარჩელი დარეჯან რისბერგის მიმართ და მე ცნობილი ვიქენი მემკვიდრედ და მესაკუთრედ გულჩორა მრევლიშვილის სამკვიდრო ქონებაზე . მცხეთაში . აღმაშენებლის . #66-ში. თაღლითობაც გამიგონია და ცილისწამებაც, მაგრამ ასეთი ძალადობა არ მსმენია.

ირმა მრევლიშვილის მეორე ადვოკატმა გიორგი უსუფაშვილმა მიიღო ჩემი მოთხოვნილი განცხადება, თანდართული მასალები (27.08.09 წელს) შს მცხეთის სამმართველოდან, სადაც უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ნანა ნასყიდაშვილის ოქმი იყო. ვიცით, რომ ადვოკატმა მისი მარწმუნებლის უფლებები უნდა დაიცვას, მაგრამ მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე რას ფიქრობდა? რამდენი თანხა გადაუხადა ირმა მრევლიშვილმა იმ განჩინებისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა? ნუთუ მხედველობაც და აზროვნებაც დაუქვეითდა, რომ ბინაზე გამოგვიგზავნა სამარცხვინო განჩინება 01.10.2009 წელს, - თურმე მე 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მიმიღია მემკვიდრეობა გულჩორა მრევლიშვილის სამკვიდრო ქონებაზე . მცხეთა, . აღმაშენებლის . #66-ში. გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ვინაიდან ირმა მრევლიშვილი გულჩორა მრევლიშვილს მეორე რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს, სადავო ბინაში ცხოვრობს და სასამართლოში განხილვაში მხარედ მოწვეული არ იყოფილა.

ასეთი სამარცხვინო მოსამართლე ნეტავ რა ოჯახში გაიზარდა, ან თვითონ მამას და დეიდას ვერ ცნობს? თუ მე არ ვიცი, მცხეთაში ვისი ქონება მოვითხოვე და თბილისში ვისი?

2013 წლის 25 მარტს, #147 ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაცნობა, რომ 2009 წლის 22 მაისის #2/2017-09 გადაწყვეტილება, რომელიც ეხება გულჩორა მრევლიშვილის საცხოვრებელ სახლზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობას, არ მოიპოვება. .. მოსამართლის ფაქტის გაყალბება და თაღლითობა, მიკერძოება დამტკიცდა.

11 დეკემბრის განჩინებით, ირმა მრევლიშვილის განცხადება დაკმაყოფილდა. გავასაჩივრე, მაგრამ ჩემი სარჩელი სააპელაციომ არ დააკმაყოფილა. ირმა მრევლიშვილის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი აბჟანდაძემ დამიბარა და განაცხადა, რომ ირმა მრევლიშვილი წარმოადგენს მოპასუხეს, ვინაიდან გადაწყვეტილება მის კანონიერ უფლებებს ეხება. ამიტომ ჩემს სამ დედმამიშვილთან ერთად, სამკვიდროს მიღებულად აღიარების თაობაზე მოპასუხედ ირმა მრევლიშვილი უნდა ჩამერთო. ირმა მრევლიშვილს არც სინდისი გააჩნია და არც თავმოყვარეობა. მაგრამ მოსამართლე დალი აბჟანდაძეც როგორ დაეცა სულიერად, რომ მთხოვა მისი ჩართვა მამაჩემის სამკვიდროში?

ხალხო, ღმერთი აღარ სწამთ, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა უნდა უკანონო დეიდაშვილს ჩემი მამის, ზაქარია ხიტალიშვილის სამკვიდროში, ჩემს დედმამიშვილებთან? ასეთმა ადვოკატებმა და მოსამართლეებმა როდემდე უნდა დაგვცინონ, წარმოუდგენელია.

მისი თაღლითი ადვოკატი, გიორგი უსუფაშვილი ამტკიცებდა, რომ ეს სახლი ირმა მრევლიშვილის დედ-მამის აშენებულიაო. მე შევეკითხე, - იცით, რომ მას მამა არასდროს არ ჰყოლია და სახლი 1954 წელს  მამაჩემის აშენებულია, როდესაც მისი დედა 17 წლის იყო; 1957 წელს გათხოვდა და შვილიც ჰყავდა კანონიერ ქმართან. არ ჯობია დაეხმაროს ადვოკატი და მისი შემქმნელი იპოვოს, მამაჩემს თავი დაანებოს. სამარცხვინოა, აქ რისთვის დამიბარეთ, კიდევ კარგი ჩემი დედმამიშვილები ამ სისაძაგლეს არ ისმენენ-მეთქი.

მაგრამ რა გინდა, მოსამართლე დალი აბჟანდაძემ მოპასუხეთა წრეში უკანონოდ ირმა მრევლიშვილიც მიუთითა. საზოგადოებას სრულ სიმართლეს გადმოვცემ. ასეთი შეურაცხყოფა როგორ შეიძლება, მოსამართლე ნანა კალანდაძემ ხომ მამის მემკვიდრედ მაღიარა ჩემი დედმამიშვილების თანხმობით? განა რა თანხა გადაიხადა ირმა მრევლიშვილმა, რომ ასეთი სისაძაგლე ჩაიდინეს მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძემ და ლალი აბჟანდაძემ?

უფრო მეტად აღმაშფოთებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმარტება, სადაც გვარსაც არ მიუთითებენ მოსამართლის, - დისციპლინური სამართალწარმოება კონფიდენციალურია და სახელმწიფო მოხელეები ვალდებულნი არიან დაიცვან ინფორმაციის საიდუმლოება. .. ეს მათთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით კეთდება.

მე კი ასეთ მოსამართლეებსა და ადვოკატებს ასე ვეტყვი: "შეჩვენებული იყავით ჩემი წვალებისათვის თქვენ და თქვენი ოჯახები და ასევე მამაჩემის შეურაცხყოფისთვის"... იმიტომ ებრძოდა ფაშიზმს მამა, რომ მისი შვილები ასე დაამციროთ და ქონება წაართვათ? თქვე თაღლითებო და უნამუსოებო.

2011 წლის 25 ნოემბერს, ირმა მრევლიშვილი მის დედაზე და დეიდაზე ცნობებს იღებს. დედაზე ბინისა და მიწის 1/3 წილი, ხოლო დეიდაზე მიწის 2/3 წილი ირიცხება.

2006 წლის 11 აპრილს, საჯარო რეესტრში ადვოკატ ანზორი ჩოჩიშვილის მითითებით სამი დოკუმენტი დავარეგისტრირე. გარდაცვლილებს 1962 წლის 24 დეკემბერს ჩუქების ხელშეკრულებით მიუღიათ თითო ოთახი, 2006 წლის 4 აპრილს #165 მცხეთის გამგეობის დადგენილებით, უპროექტოდ აუშენებიათ კიდევ საცხოვრებელი სახლი და 1954 წელს მამაჩემის, ზაქარია ხიტალიშვილის მიერ აშენებული სახლი საკომლო ჩანაწერის მიხედვით. .. მივიღეთ სამი სახლი. ნოტარიუსმა მანანა მაჩხანელმა გასცა სამკვიდრო მამკვიდრებელ გულჩორა და ქალთამზე მრევლიშვილებზე, მემკვიდრე . მრევლიშვილზე 06.12.2011 . .. მემკვიდრეობა მიიღო 1962 და 1955-57 წლების დოკუმენტებით.  მისი დედის, დეიდის, ჩემი დედ-მამის და ჩემი და ჩემი დის კუთვნილი დოკუმენტი 2004 წლის 08.04 სახელმწიფო არქივის ამონაწერი საკომლო ჩანაწერით. ასე აღმოვჩნდით ცოცხლები საკომლო ჩანაწერით სამკვიდრო მოწმობაში.

2012 წლის მაისში მე და ჩემმა დამ სარჩელით მცხეთის სასამართლოს მივმართეთ. 1962 და 1963 წლების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოვითხოვეთ. ირმა მრევლიშვილის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა. ჩვენი მესაკუთრედ აღიარება აღმაშენებლის 66–ში მდებარე ქონების მიწის ნაკვეთზე (900,00 კვ..) და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე (მამაჩემის, ზაქარია ხიტალიშვილის 1955-57 წლების საკომლო ჩანაწერის მიხედვით, რითაც ჩვენ მართზლომიერი მესაკუთრეები ვართ).

ნოტარიუსმა მანანა მაჩხანელმა წარადგინა შესაგებელი, რა დროსაც გაირკვა, რომ მან აღიარა მის მიერ დაშვებული შეცდომა სამკვიდრო მასაში 1/3 წილთან ერთად და მიუთითა 2/3 წილის მთელი ქონება. არადა მას უნდა მიეთითებინა მხოლოდ 2/3 წილის მიწა. მან აღიარა თავისი შეცდომა, რომ მას მექანიკურად გამორჩა სიტყვა მიწა და უნდა ყოფილიყო ამავე ქონების მიწის 2/3 წილი. როგორ ფიქრობთ, ამ ნოტარიუსმა სინამდვილეში შეცდომა დაუშვა? თუ მან მიკერძოებით, შეგნებულად გასცა ბინაზეც 2/3–ში ქონების კუთვნილება, მაგრამ მოსამართლე დიანა გოგატიშვილმა არც ეს ვითომ მექანიკური შეცდომა არ გაითვალისწინა და ბათილად არ სცნო სამკვიდრო მოწმობა. მე კი ასე განმიცხადა: არაუშავს, იყავი მაგ სამკვიდრო მოწმობაში შენი დოკუმენტით რეგისტრირებულიო.

დღემდე მე და ჩემი და ვერ ვუმტკიცებთ ვერც სასამართლოს და ვერც პროკურატურას, რომ ვართ ცოცხლები და რატომ მიაკუთვნეს ჩვენი კუთვნილი საკომლო ჩანაწერი გარდაცვლილებს? ეს გააკეთა როგორც საჯარო რეესტრმა, ასევე სასამართლომ. 

მცხეთის პროკურორთან, ნაზი მირიანაშვილთან 2012 წელს ჩემი 300 ფურცელი დოკუმენტაცია წარვადგინე, რომ დაწყებულიყო გამოძიება. მაგრამ ეს დაურთო .. საქმეს და შეწყვიტა იგი. დარღვევებით გამოწვეული დანაშაულები დაფარა. რადგან სასამართლომ უკვე იმსჯელა და ეჭვი არ შეუტანია რაიმე დარღვევებზეო. .. მოსამართლე დიანა გოგატიშვილის აზროვნებით და მიღებული გადაწყვეტილებით მსჯელობს პროკურორიც. მე თურმე არც დეიდის მემკვიდრე ვყოფილვარ და არც მამის. სამაგიეროდ გარდაცვლილებთან ერთად ვართ ჩვენი კუთვნილი დოკუმენტებით რეგისტრირებულები.

. მცხეთის .. სამმართველოში 2006 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქ. ... 262- მუხლით. რომელიც ნოტარიუს მანანა მაჩხანელს ეხებოდა. ყველამ კარგად ვიცით რა უსამართლო ქვეყანაში მოგვიწია ბრძოლა. მაგრამ არ ვიცი იმასაც თუ ვერ დავამტკიცებდი, რომ ცოცხლებს რა გვინდა გარდაცვლილებთან? ეს ჩვენი ქვეყნის დაცინვაა, თუ ვისთან გვაქვს საქმე? სად ვეძებოთ სამართალი, როდემდის?

- რა გამოხმაურება მოყვა ამ საქმეს?

- 2015 წელს (09.04.) ეთიკის კომისიამ განიხილა ადვოკატ ანზორ  ჩოჩიშვილის ჩადენილი ქმედება. სწორედ მისი მოქმედების შედეგად მოწინააღმდეგე მხარემ მიიღო ჩემი კუთვნილი სახლი და მიწის ნაკვეთი. ადვოკატმა 2006 წლის 05 მაისს სასამართლო სხდომაზე მიაწოდა მოსამართლეს ყალბი დადგენილება, არ გამოასახლა ირმა მრევლიშვილი 2007 წლის 24 მაისის #747 ბრძანების თანახმად და არ დამეხმარა 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილებით მამის, ზაქარია ხიტალიშვილის სამკვიდრო ქონების მიღებაში.

ირმა მრევლიშვილმა 2012 წლის 12 მარტს დაირეგისტრირა მთლიანი ქონება 900 კვ/ მიწა სამკვიდრო მოწმობით. მაგრამ ჩემზე  ბინის 2/3 წილის რეგისტრაცია არ მოახდინა საჯარო რეესტრმა. ამიტომ მან ორი სასამართლო გადაწყვეტილება წარადგიინა - 2008 წლის 19 დეკემბრის (მოსამართლე სოსო ღურწკაიას) და 2010 წლის 18 ოქტომბრის (მოსამართლე დალი აბჟანდაძის).

ჩემს შეკვეთაზე 2013 წლის 28 ივნისს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა ნათია ხუცურაულმა მაცნობა, რომ ეს ორი სასამართლო გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ირმა მრევლიშვილის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს უძრავ ნივთზე და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკვიდრო მოწმობაა.

დღემდე ვერ გამცა პასუხი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, - ვისი კუთვნილი გადაწყვეტილებები წარადგინა ირმა მრევლიშვილმა და როგორ მიიღო ბინის 2/3 წილის რეგისტრაცია; რომელიც ჩემს დეიდაზე 2006 წლის 05 სექტემბერს გაუქმდა და ჩემზე აღირიცხა.

ჩემი საჩივარი ადვოკატ ანზორ ჩოჩიშვილის განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე მცხეთის პროკურორმა არჩილ ბედუკაძემ .. მცხეთის სამმართველოში გადაგზავნა. მოკვლევა გამომძიებელმა ბექა აკობიამ დაიწყო. ხუთი თვის განმავლობაში სრულად გაეცნო ყველა მასალას. და როდესაც ადგილზე უნდა შეგვემოწმებინა, გამგეობის დადგენილების თანახმად ჩემი დეიდების მიერ აშენებული სახლი ნამდვილად არსებობდა თუ არა, პროკურორმა ნება აღარ დართო.

- რა მოხდა?

- გაირკვა, რომ როდესაც ადვოკატი ანზორ ჩოჩიშვილი დაიბარეს, მან შეაცვლევინა პროკურორს გადაწყვეტილება. შემდეგ კი ისევ უარი მივიღე. უკვე ათი წელი გავიდა და კიდევ მივმართო სასამართლოს? რა შეიცვლება? სასამართლო, პროკურატურა, საჯარო რეესტრი ფარავენ დანაშაულს. აღმოვჩნდი ლტოლვილი ჩემს ქვეყანაში, იქნებ ესეც რუსეთის ბრალია და არა ქართველების?

2016 წლის მაისში მივიღე გამომძიებელთან ჩემი გამოკითხვის ოქმი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ანზორ ჩოჩიშვილის უკანონო ქმედების გამო მომადგა ქონებრივი ზიანი. დოკუმენტები, რომლებიც მე წარვადგინე, ამის მიხედვით ანზორ ჩოჩიშვილი ვალდებული იყო არ დაერეგისტრირებინა ზაქარია ხიტალიშვილის კუთვნილი ქონება მანანა რისბერგის დეიდებზე.

პროკურორმა არჩილ ბედუკაძემ აღარ დართო ნება გამომძიებელს გაეგრძელებინა მოკვლევა. დაფარა თაღლითი ადვოკატი, სასამართლომ ვერ დაადგინა სამი დოკუმენტის მიხედვით პიროვნებების საკუთრების უფლება. პროკურატურა ფარავს დანაშაულს, საჯარო რეესტრი ვერ ერკვევა დოკუმენტებში. ეს არის ჩვენი დემოკრატია, ეს არის ჩვენებური ფაშიზმი, მეტი არაფერი.

მათი სისასტიკიდან გამომდინარე შემერყა ჯანმრთელობა, სრულიად განადგურდა ჩემი პირადი ცხოვრება. ვცხოვრობ მტკიცებულებათა სამყაროში. უკვე ასაკში ვცხოვრობ ქირით, მიძნელდება ბინის საფასურის გადახდა, შეილახა ჩემი კონსტიტუციური უფლებები და კანონიერი ინტერესები.

მივიღე ფსიქოლოგიური, დოკუმენტურ-მაზოხისტური წამება. ათი წელი, ეს ცოტა დრო არ არის. რისთვის იბრძოდა მამაჩემი, რომ მისი შვილი ასე ვეწემებინე ამ უვიცებს? რა ვერ გაარკვიეს და დაადგინეს? მაგრამ ჩინოვნიკებს არ სურთ თავიანთი კოლეგების მიერ ჩადენილი დანაშაულები აღიარონ. 

მამაჩემი 17 წლის ასაკში ომში იბრძოდა და ამათ ათი წელი ცოცხალი და გარდაცვლილი ვერ გაარჩიონ, გეკითხებით ვისთან გვაქვს საქმე? მაგიდაზე დაწყობილ დოკუმენტებს ვერ არჩევენ. მაშინ მამას როგორ უნდა გაერჩია ციდან მტრის ტერიტორია, ღამით, ნისლში? ერთ დროს მარცხენა თვალში დაჭრილმა 30 კმ. ატარა თვითმფრინავი და გამოექცა ფაშისტებს. ესენი კი 21- საუკუნეში რას მუშაობენ კაბინეტებში, ეს სამარცხვინო სამართალდამცავები? დაივიწყეს ჩვენი მამა-პაპის ღვაწლი, ნუთუ ეს გვეწერა, ამათი მონები ვყოფილიყავით?

მამა 1941 წლის 22 ივნისიდან ომის დასრულებამდე იცავდა მოსკოვს, სტალინგრადს, ლენინგრადს, ათავისუფლებდა უკრაინას, ბალტიისპირეთს, პოლონეთს, იბრძოდა გერმანიის ცაში. 1943 წლის 25 ოქტომბრამდე პირადად გაანადგურა 96 ტანკი, 31 ჯავშანმანქანა, 29 თვითმფრინავი, 14 ერთეული იარაღი, 415 ავტომანქანა, 3 მდინარის ბორანი, 5 სარკინიგზო ეშელონი, 17 ნაღმსატყორცნი ბატარეა, 317 მოტოციკლი, 7 საწყობი, გამოიწვია ცეცხლი მტრის მდებარეობასთან ახლოს 172 ადგილას, გაანადგურა მოწინააღმდეგის 2500 ჯარისკაცი და ოფიცერი. 1945 წლის იანვარში ორმაგი საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მინიჭებაზე იყო წარდგენილი.

საზოგადოებას იმიტომ ვაცნობ ამ ინფორმაციას, რომ ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ მე ვიქნებოდი უვიცების, თარლითების და სამარცხვინო ქვეყნის მოქალაქე; იმ ქვეყნის, სადაც დაივიწყეს ღირსება და სამართლიანობა. სამაგიეროდ შეიძინეს შური, ბოროტება, ცინიზმი.

- ქალბატონო მანანა, თქვენ საქმესთან დაკავშირებით ბოლო რეალობა როგორია? 

- ხაზს ვუსვამ, რომ საქართველო მეორადი, პრიმიტიული აზროვნების ქვეყანა გახდა, სადაც მე და ჩემნაირი მოქალაქეები უსამართლობის ჭაობში ვართ ჩაფლულები. იძულებული გავხდი პრესის დახმარებით საზოგადოებისთვის მეცნობებინა იმ ქმედებებზე, რომელიც  სასამართლოს, პროკურატურას, საჯარო რეესტრს ეხება. ვიმეორებ, რომ ამ უწყებებში მომუშავე  უფლებამოსილი პირების მხრიდან ჩემ მიმართ არასათანადო, მიკერძოებული და, რაც მთავარია, კანონდარღვევით მიღებული გადაწყვეტილებები ხორციელდება.

კანონიერი გზით 10 წლის განმავლობაში უშედეგოდ ვიბრძოდი. უმეცარი და თაღლითი ადვოკატების .. დახმარებით სასამართლოს მივმართავდი. ამიტომ პრესაში უკვე ღიად განვახადე, რომ მე ვარ უვიცების, თაღლითებისა და სამარცხვინო ქვეყნის მოქალაქე.

ბოლოს, 2016 წლის 25 ივლისს მცხეთის რაიონული პროკურატურას მაგივრად, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას მივმართე.

პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი ჩემი მიმართვით პირადად დაინტერესდა. მასალებს გაეცნო და გამოძიება შსს- ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორს, გიორგი ქობულაძეს დაავალა. მან შესწავლილი დოკუმენტების თანახმად, 2016 წლის 31 აგვისტოს მიმართა მცხეთის ნოტარიუს მანანა მაჩხანელს, რომელმაც სამკვიდრო მოწმობა - 06.12.2011 წელს - მემკვიდრე ირმა მრევლიშვილზე გასცა. იგი ცნობილ იქნა მემკვიდრედ დედის, ქალთამზე მრევლიშვილის ბინისა და მიწის 1/3 ნაწილზე; ხოლო დეიდის, გულჩორა მრევლიშილის სახელზე მცხეთის საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობით, 2011 წლის 25 ნოემბრის თანახმად, მხოლოდ მიწის 2/3 წილზე.

მასზე ბინის 2/3 წილი აღარ ირიცხებოდა 2006 წლის 14 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, - ის მე მივიღე და მესაკუთრედ აღვირიცხე 05.09.2006 წელს. მართალია, ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობაში აღნიშნა, რომ მიწის 2/3 წილზე რეგისტრირებულია გულჩორა მრევლიშილის თანამესაკუთრეობის უფლება, მაგრამ იმავე გვერდზე მის მიერ ცხრა წინადადების შემდეგ გარკვევით აღინიშნა, რომმემკვიდრეობა გაიხსნა მთელ სამკვიდრო ქონებაზე სრულად“.

ეს ნოტარიუსის მიერ შეგნებულად, მიკერძოებით ჩადენილი დარღვევა იყო, რომელიც შემდგომ, 2012 წლის 4 მაისს, სამოქალაქო საქმეზე შესაგებელში მექანიკურ შეცდომად ჩათვალა. გამოტოებულია სიტყვამიწისდა უნდა ეწეროს შემდეგნაირად - „ამავე ქონების - მიწის 2/3 ნაწილით“. ვინაიდან მოსამართლე დიანა გოგატიშვილმა შეგნებულად იმოქმედა, ნოტარიუსმაც არ შეასრულა სამკვიდრო მოწმობა და არ მიმართა მცხეთის საჯარო რეესტრს.

პროკურორ გიორგი ქობულაძის მიმართვის შემდეგ, ნოტარიუსმა 05.09.2016 წელს სამკვიდრო მოწმობაში შესწორება შეიტანა, - ჩაემატოსმიწის ნაკვეთსერთი შესწორება. წარმოიდგინეთ, ხუთ დღეში მოხდა შესწორება, რაც დაფარა მოსამართლე დიანა გოგატიშვილმა 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაში. შემდეგ მცხეთის რაიონულმა პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმაც, რომელსაც ასევე ჰქონდა სს საქმე აღძრული 362- მუხლით, ნოტარიუსის მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტზე.

ჩემს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები გამომძიებელ ლია ნოდიასთან სამკვიდრო მოწმობის კანონდარღვევით გაცემის ფაქტთან დაკავშირებით დაურთეს სს საქმეს და პროკურორმა ნაზი მირიანაშილმა შეწყვიტა 01.03.2013 წელს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების  არარსებობის გამო.

ოთხი წლის განმავლობაში მივმართავდი სათანადო ორგანოებს პროკურორ ნაზი მირიანაშვილის მიერ არაკანონიერად შეწყვეტილ სს საქმეზე და ასევე ნოტარიუსის  მიმართ, მაგრამ საკმარისი დამცველები აღმოჩნდნენ. მათ შორის, მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე არჩილ ბედუკაძეც.

პროკურორების, შოთა ტყეშელაშვილისა და გიორგი ქობულაძის საქმეში ჩართვა რომ არა, ალბათ, ასე გაგრძელდებოდა პროკურატურის მხრიდან საჯარო რეესტრის, ნოტარიუსისა და ირმა მრევლიშვილის დაფარვა, რომელმაც სამკვიდრო მოწმობით არაკანონიერად მიიღო ბინის 2/3 წილი.

წარმოიდგინეთ, მათ გამო სამკვიდრო მოწმობაში შვიდი სიტყვის ჩაწერას ოთხი წლის განმავლობაში ველოდი, ანუ 1440 დღე. საქმის მასალები მოგვიანებით გადაეცა შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორს, დავით ყაზარაშვილს. რატომღაც ნოტარიუსს არ შეუწყდა უფლებამოსილება, არც სს საქმე აღიძრა, ისე დატოვა მან 2017 წლის ოქტომბერში სანოტარო საქმიანობა.

ამ საქმესთან დაკავშირებით დამთავრდა გამოკითხვები, მაგრამ სს საქმეზე საქმე არ აღძრულა. გაინტერესებთ საჯარო რეესტრმა როგორ მიაკუთვნა ირმა მრევლიშვილს ბინის 2/3 წილი? მცხეთის საჯარო რეესტრმა არ გაამხილა ნოტარიუსის ეს დარღვევა, თვითონ დაიბრალეს ვითომ ტექნიკური ხარვეზი, რომელზეც ირმა მრევლიშვილმა მიმართა და წარადგინა 9 მარტს მცხეთის ორი სასამართლო გადაწყვეტილება 2008 წლის 19 დეკემბერს (მოსამართლე სოსო ღურწკაია) და 2010 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოსი (მოსამართლე დალი აბჟანდაძე). 2012 წლის 12 მარტს იგი მთელი საცხოვრებელი სახლის და მიწის 900 კვადრატული მეტრის მესაკუთრე გახდა.

2017 წლის 21 ნოემბერს მივმართე საჯარო რეესტრის სააგენტოს, წარვადგინე შესწორებული სამკვიდრო მოწმობა და ასევე ირმა მრევლიშვილზე ბინის 2/3 წილის სასამართლო გადაწყვეტილების ბათილობა მოვითხოვე. ისევ პრიმიტიულობა და მათი მხრიდან დანაშაულის დაფარვაა ხდება. იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დავით დევიძემ გასული წლის 22 დეკემბერს მიპასუხა, რომ ირმა მრევლიშვილმა საკუთრება სამკვიდრო მოწმობის მიხედვით მიიღო, .. ამით სამკვიდრო მოწმობაში შეტანილი შესწორება დაფარა. უკვე 7 წელია ირმა მრევლიშილი არაკანონიერად ფლობს ბინის 70 კვმ. ფართობს, რომლის შესახებ მან არ იცის. სამაგიეროდ, ეს იცის პროკურატურამ და საჯარო რეესტრმა. მათი მხრიდან ასე ღიად დანაშაულის დაფარვა შეიძლება? ვისთან და რასთან გვაქვს საქმე?

2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის და განყოფილების უფროსები მპასუხობენ, რომ ირმა მრევლიშვილის მიერ წარმოდგენილი ორი სასამართლო გადაწყვეტილება არ წარმოადგენს მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს უძრავ ნივთზე, მისი საკუთრება განხორციელდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. გაგაცნობთ ამ საჯარო მოხელეებს: ესენი არიან - ნათია ხუცურაული, დარეჯან გოგებაშვილი, პაპუნა უგრეხელიძე, დავით დევიძე.

2018 წლის 24 აპრილს მცხეთის საჯარო რეესტრს მივმართე და მოვითხოვე უფლების დამდგენი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მოხდა 900 კვმ მიწის ნაკვეთს რეგისტრაცია . მცხეთაში, აღმაშენებლის ნომერ 66-ში, 11.04.2006 წელს. 3 მაისს მივიღე საარქივო და საკომლო ჩანაწერი 08.04.2004 წლის, ნომერი - 16. ეს დოკუმენტები მეკუთნის მე ხიტალიშვილი-რისბერგს და ჩემს მამას, ზაქარია ხიტალიშვილს, ოჯახის ოთხ წევრს.

უვიცი, თაღლითი ადვოკატის და მოსამართლე ეკატერინე ყანჩლის მიერ გადაწყდა, რომ საჯარო რეესტრში მომეხდინა რეგისტრაცია და, ამასთან ერთად, 1962 . 24 დეკემბრის ჩუქების ხელშკრულების და 2006 . 4 აპრილის მცხეთის გამგეობის ნომერ 165- დადგენილების. მათ მიერ არ იქნა დადგენილი პიროვნებების საკუთრების უფლება, არც საჯარო რეესტრმა შეაჩერა რეგისტრაცია, ვინაიდან ორი დოკუმენტი ეკუთვნოდა გულჩორა და ქალთამზე მრევლიშვილებს, რომლებმაც ეს მიიღეს მოტყუებით, ზეწოლით, თაღლითობით, ნოტარიუს ანიკო ჯოხაძის დახმარებით, დედაჩემისგან, ნუნუ ხიტალიშვილისგან ჩუქებით, მამაჩემის საცხოვრებელი სახლიდან თითო ოთახი. ნოტარიუსი ხელწერილს აწერინებს, რომ . ხიტალიშვილს ქმარი არ ყავს, ამ დროს კი ვართ ჩვენ ორი შვილი და სახეზეა მშობლების კანონიერი ქორწინება 1946 წლიდან. მათი გარდაცვალების შემდეგ მოხდა ამ დამალული ხელშეკრულების შესახებ ჩემთვის ცნობილი.

რაც შეხება გამგეობის დადენილებას, რომ თითქოს ჩემმა დეიდებმა ააშენეს უპროექტოდ საცხოვრებელი სახლი, ეს სიცრუეა. ასეთი სახლი არ არსებობს, ხოლო საარქივო და საკომლო ჩანაწერით სახლი 900 კვმ მიწის ნაკვეთზე აშენებულია მამაჩემის, ზაქარია ხიტალიშვილის მიერ 1954 წელს. მოვითხოვე ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან მხოლოდ საარქივო და საკომლო ჩანაწერზე, მაგრამ 8 მაისს შეგნებულად მომცეს ინფორმაცია სამივე დოკუმენტზე. გავასაჩივრე ადმინისტრაციული საჩივრით და აუდიენცია მოვითხოვე. 11 ივლისს შევხვდი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის ორ წარმომადგენელს.  წარვადგინე სამკვიდრო მოწმობა და ავუხსენი, რომ ირმა მრევლიშილი არის დედის და დეიდის, მრევლიშვილების მემკვიდრე და თქვენს მიერ 3 მაისს გაცემული 900 კვმ მიწის ნაკვეთი, ჩემი და მამაჩემის კუთვნილი, რის საფუძელზე მიიღო ირმა მრევლიშვილმა?

საჯარო რეესტრი კი მპასუხობს, რომ მე ვარ არაუფლებამოსილი პირი ჩემს კუთნილ დოკუმენტზე. ეს უკვე არის არამარტო დაფარვა, არამედ ქურდობა, სხვისი დოკუმენტის მითვისება ამ უწყებების დახმარებით.

2018 წლის 19 ივლისს დავით დევიძემ არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი და განმარტა, რომ შემიძლია მივმართო სასამართლოს. ეს არის არამარტო დანაშულის დაფარვა, არამედ მაფია თავისი საცეცებით.

2012 წელს, სამოქალაქო სარჩელის თანახმად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ბინის შეფასების 3% გადავიხადე, 2400 ლარი, აქედან 2/3 წილზე - 1600 ლარი. ჩემს ადვოკატს მერაბ ცუხიშვილს სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად უნდა მიემართა ნოტარიუსის გაცემული სამკვიდრო მოწმობის დარღვევის შესახებ, რადგან 2/3 წილზე სააპელაციოში უნდა გადამეხადა 2133 ლარი და 33 თეთრი. მთლიანად კი, 3200 ლარი.

უბრალოდ, წარმოიდგინეთ ასეთი უსამართლობა. ისედაც 8 წელია ქირით ვარ, პენსიონერი და კიდევ სულ ტყუილად გადახდილი თანხები, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო ყოველთვის ტოვებს ძალაში პირველი ინსტანციის სასამრთლოს გადაწყვეტილებას. მე თვითონ ჩავთვალე, რომ არ ღირდა ტყუილად ამ თანხის გადახდა, რომელიც არც გამაჩნდა. მით უმეტეს, ჩემმა ადვოკატმა მაინც მიმართა სააპელაციო სასამართლოს.

მადლობელი ვარ პროკურორების, შოთა ტყეშელაშვილისა და გიორგი ქობულაძის, რომლებმაც თავიანთი მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულეს და, ბოლოს და ბოლოს, აღიარა ნოტარიუსმა ის დარღვევა, რასაც სხვა პროკურორები ფარავდნენ.

მივმართავ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის ზედამხედველ პროკურორს, ბატონ ვლადიმერ ნარინდოშვილს მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, - ადვოკატ ანზორ ჩოჩიშვილის, საჯარო რეესტრის, ნოტარიუს მანანა მაჩხანელისა და ირმა მრევლიშვილის მიმართ.

დამიბრუნეთ ჩემი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი . მცხეთაში, აღმაშენებლის . 66-ში. ასევე მოხდეს ირმა მრევლიშვილის გამოსახლება. სამარცხვინოა ყველა თქვენგანის საქციელი, როდემდის შეიძლება მამაჩემის მემკვიდრეები იყვნენ მისი გარდაცვლილი ცოლისდები, გულჩორა და ქალთამზე მრევლიშვილები? ასევე, ირმა მრევლიშვილი ჩემი და ჩემი დის, ვინაიდან ცოცხლები აღმოვჩნდით სამკვიდრო მოწმობაში.

ამიტომ ვთვლი, რომ საქართველო გახდა პრიმიტიული აზროვნების სამარცხვინო ქვეყანა. ამას ფაშიზმი ჰქვია, მეტი არაფერი. თქვენ ყველა უმოქმედობით დანაშაულის ჩადენისკენ მიბიძგებთ ბატონებო!   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია