მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აფხაზეთიდან დევნილი: ომთან კავშირი რომ არ აქვთ, ისეთ ხალხს აძლევენ ბინებს - 01 ოქტომბერი 2018

ufleba.ge

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა, აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივა კი კვლავაც ბუნდოვანია. ქვეყანა ვალდებულია, მშობლიურ მიწაზე დაბრუნებამდე დევნილებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნას. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ტემპი არადამაკმაყოფილებელია.

meotkhe.ge აფხაზეთიდან დევნილ ცირა აბესალაშვილ-გურეევას ესაუბრა.

- გაგრიდან დევნილი ვარ, მეუღლე დაღუპული მყავს, დღემდე სასტუმრო ამირანში ვცხოვრობ. ეს ბინა არ დამიმტკიცებია, რადგან სამინისტროდან ბინას ველოდებით.

- რას გპირდებიან?

- ბინისთვის შესაბამისი აპლიკაცია გავლილია, ყველა საბუთი მაქვს, როგორც  სოციალურად დაუცველს, 7 ქულა მაქვს მიღებული. მაგრამ წლის ბოლოს მიიღებო ბინას, - მათი მხრიდან ეს დაპირება არ მთავრდება. ყოველ წელს ასე მპირდებიან და საშველი არ დამადგა. გამოდის, რომ უკვე მეოთხე წელია მატყუებენ, რადგან აპლიკაცია ჯერ კიდევ 2015 წლის 19 თებერვალს გავიარე.

ვინ აღარ შევაწუხე, გენერალი კობალაძეც დამპირდა დახმარებას, ეს საკითხი უშუალოდ  მეხებაო, - მითხრა, რეალურად კი, ჩემი ბინის საკითხი არავის ედარდება. საერთოდაც, ჩვენ ქვეყანაში არავის აფასებენ.

ახლა გავიგე, რომდირსი-ში“, სექტემბერში, 12 ბინა დაიწუნეს ფართის სიმცირის გამო, რადგან იქ დიდი ოჯახები უნდა შეესახლებინათ. მივედი სამინისტროში მურად აბლოთიასთან და ვეუბნები, - მე თანახმა ვარ ამ ბინაზე და მომეცით, რადგან ამდენი წელია ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობ-მეთქი.

- არა, ჩვენ ამას წლის ბოლოსთვის შემოვინახავთ და საერთო ფონდს დაემატებაო, - მიპასუხა.

ახლა ისიც გავიგე, რომ სამინისტროდირსის“ 90 ბინას არიგებს და ვინ იღებს? ესენი არიან რუსეთში მცხოვრები დევნილები, რომლებიცჯიპებზესხედან, ალბათ, იქიდან ჩამოტანილი ფული დაურიგეს და ჩვენ ისევ თამაშგარეთ ვრჩებით. მე ისევ უბინაოდ უნდა ვიყო და გთხოვთ მედიას, რითაც შეგიძლიათ დამეხმაროთ.

თუ ისინი კუთვნილი ფართით არ დამაკმაყოფილებენ, მთელ მასმედიას, ყველა ტელევიზიას ჩავრთავ და სამართლიანობას მოვითხოვ. დამიდონ წინ სია, ისეთი ვინ ჰყავთ აღნიშნულ სიებში, რომ დღემდე საკუთარი ჭერი არ გვერგო.

საერთოდ, ომთან კავშირი რომ არ აქვთ, ისეთ ხალხს აძლევენ ბინებს; და თუ ამ სიებში არ ვიქნები, ამას აღარ მოვითმენ. უკვე მეოთხე წელია ასე უშედეგოდ ვითმენ.

მინისტრი, მოადგილე გამოდიან და ამბობენ, რომ პირველ რიგში ომში დაღუპულების ოჯახებს დავაკმაყოფილებთო, ასევე სოციალურად დაუცველებსო. ამ დროს, ყველა ესბედნიერებაგამოცდილი მაქვს. ამასთანავე, მარტოხელა და პენსიონერი ვარ, მეტი რომელ კრიტერიუმს უნდა ვაკმაყოფილებდე? მეტი რაღა უნდათ, „სასახლეშითუ ჩავწექი, მერე მე მათი ბინა ხომ აღარ დამჭირდება?

ზედმეტს ხომ არაფერს ვამბობ, ჩემი მეუღლე აფხაზეთში დაიღუპა, იქ დაიწვა და ყველა მაშინდელ ტელევიზიას გაშუქებული ჰქონდა. ამ დროს, ვიღაცები ბინებს იღებენ და ჩემთვის წლის ბოლო არ დაასრულდა. თუ მოვკვდი, მერე მათი დახმარება რაში მჭირდება.

- სოხუმის დაცემის დღის მიმართ რა დამოკიდებულება გაქვთ?

- მტკივნეული დღეა, ვის თუ არა ჩვენ გვაქვს ნანახი ომი, სიკვდილი და გაჭირვება. მარტო მე 1992 წელში სამი დაღუპული მყავს, მეუღლე და ორი ძმა. მეუღლე აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებისას ავტობუსი რომ დაწვეს, მაშინ დაიღუპა, ძმები ნათესავები...

- აფხაზეთის საკითხი როგორ უნდა გადაწყდეს?

- იმედი ბოლოს კვდება, მაგრამ არც კი ვიცი, რა გითხრათ. წარმოიდგინეთ ჩვენი ხელისუფლება რა პოლიტიკას ატარებს, ეს ყველაფერი ფიქრობთ, რომ დამაკმაყოფილებელია? როდესაც მტერს ძმას ეძახი, სხვაზე რა უნდა ვთქვათ? შე კაი ადამიანო, ბოლოს და ბოლოს, მტერი და მოყვარე ერთმანეთისგან ხომ უნდა გაარჩიო?

ომის დაწყებაზე კი არ ვსაუბრობ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნასაც კი სათანადოდ არ იყენებს. ამ მხრივ, მთავრობა ძალიამ პასიურია. ამის გამო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ბოლო პლანზეა გადატანილი. უცხოეთში უკრაინის საკითხი დგას და ჩვენ არც გვახსენებენ, რომ ჩვენ ვარ ოკუპირებული, ისინი რეალურად მტებია არიან და .. ამიტომ მეტი აქტიურობაა საჭირო.

აფხაზეთში მალე დაბრუნებაზე კი რა მოგახსენოთ.      

პოპულარული სტატიები
ერთი დღე „სინათლისა და ბედნიერების ქოხში“
  ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 
სოციალური პასუხისმგებლობა გადაგვარჩენს

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია