მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სააკაშვილი-ჯანაშიას საქმის განხილვა უშუქობის გამო გადაიდო - 10 იანვარი 2019

ufleba.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

სხდომის გადადების მიზეზი სასამართლოს შენობაში უშუქობა გახდა.

სააკაშვილი-ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი უნდა დაეკითხათ.

როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, ბაინდურაშვილი სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას, როგორ და რა ვითარებაში გაიზარდა ყოფილი პრეზიდენტის მოთხოვნით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი 2011 წელს.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ეს ყოფილი პრეზიდენტის ხარჯების ზრდით იყო განპირობებული.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა 24 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის, 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია