მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ტამიფლუს" მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება" - 12 იანვარი 2019

ufleba.ge

გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა დღის მეორე ნახევარში დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა,  მარინა დარახველიძემ განაცხადა.

მარინა დარახველიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული მედიკამენტის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება.

„ტამიფლუსთან“ დაკავშირებით ტვირთს ველოდებით დღის მეორე ნახევარში. 13 ათასი კოლოფი ტამიფლუ არის ამ ეტაპზე შეკვეთილი და ჩამოდის. როგორც გუშინ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, გვქონდა მოლაპარაკება აფთიაქებთან, ეს არის ხუთი ყველაზე დიდი ქსელი, რომლებიც  მთელ საქართველოში ფლობენ სააფთიაქო დაწესებულებებს. მოვილაპარაკეთ, დოზები განაწილებულია, სქემები აღრიცხვიანობაზე უკვე გაკეთებულია. ასევე 24/7 ზე მომუშავე ამბულატორიებიც მზად არიან „ტამიფლუ“ უფასოდ გასცენ საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები გააგრძელებენ იმავე კონტინგენტზე „ტამიფლუს“ გაცემას და ეს იქნება დღეს, დღის მეორე ნახევარში“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია