მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ზურაბიშვილის გზავნილია, რომ ცილისწამების გარდა, სხვა საკითხებზე არაფერ შუაშია" - 12 იანვარი 2019

ufleba.ge

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველ პრესკონფერენციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფასებენ. ანალიტიკოსები ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურნენ, სადაც პრეზიდენტი ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ პოლიტიკური ფიგურა არ არის და საკუთარი აზრი მნიშვნელოვან საკითხებზე არა აქვს.

სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონზე ისაუბრა, რომელთან დაკავშირებით მუშობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მუშაობა უკვე დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას ექსპერტები აკრიტიკებენ.

არასამთავრობოების აზრით, პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა, რაც დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლების დასაწესებლად ახალი რეგულაციების შემოღებასთან, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა.

„ძალიან უხერხულია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს ცილისწამებასა და ცილისმწამებლურ კამპანიაზე მაშინ, როდესაც მთავარი ორკესტრირება ამ კამპანიის მისი საარჩევნო შტაბიდან მოდიოდა და გრძელდება დღემდე Facebook Page-ების მიერ სხვადასხვა ადამიანის მიმართ, რომლებიც გამოყენებულნი იქნა მისთვის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში,“ - განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

ანალიტიკოსების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია მხოლოდ ცილისწამების კანონთან დაკავშირებით ჰქონდა, დანარჩენ საკითხებზე მისი გზავნილია, რომ „ის არაფერ შუაშია“.

„ერთადერთი საკითხი, რაზეც მას პოზიცია აღმოაჩნდა, ეს იყო ცილისწამების საკითხი, რაც. პრაქტიკულად, ნიშნავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ფიქრს,“ - განაცხადა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ, გია ნოდიამ.

რასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, პრეზიდენტს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მკაფიოდ უნდა დაეფიქსირებინა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის, შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს სასამართლოსთან მიმართებაში, პრაქტიკულად, არაფერი უთქვამს, - აღნიშნულია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია