მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ოპოზიცია - ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს - 13 იანვარი 2019

ufleba.ge

ვანში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მაღალჩინოსნებს შორის ხელჩართული ჩხუბის ფაქტს ოპოზიცია ეხმაურება. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია "რუსთავი 2"-თან ამბობს, რომ მიუღებელია, როდესაც ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა მძიმეა და ძალოვანები ურთიერთობას ერთმანეთში ჩხუბითა და ცემით არკვევენ.

„ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებს, რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა ამ მიმართულებით. ძალოვანები დაკავებულები იყვნენ კრიმინალთან ბრძოლით და ამ ფაქტების გახსნით, ერთმანეთთან ანგარიშსწორებით არიან დაკავებულები,“- განაცხადა გიგა შუშანიამ.

- დაპირისპირება რესტორან "მასპინძელოში" მოხდა. ძალოვანი უწყებების თანამშრომლებმა ჯერ ვანის რესტორანში ერთად იქეიფეს, შემდეგ ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ, კობა დვალიშვილმა სცემა ვანისა და სამტრედიის პროკურორსა და მისი თანმხლები პირს.

ჩხუბის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ დაადასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე ჩხუბში მონაწილე ძალოვანებს უფლებამოსილება შეუჩერდათ, - აღნიშნულია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია