მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ - 20 იანვარი 2019

ufleba.ge

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ადვოკატების განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

​ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევისას რვა ადამიანი დაშავდა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია