მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გოგი წულაია - ქალაქში არსებული ერთადერთი ტუალეტი დაიკეტა - 25 იანვარი 2019

ufleba.ge

პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია ქუთაისის ხელისუფლებას ანტისანიტარიის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. წულაიამ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს წინ აქცია გამართა.

გოგი წულაიამ ქალაქის მერს უყურადღებო და უუნარო უწოდა.

„ქალაქში არსებული ერთადერთი ტუალეტი დაიკეტა. ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში არის ანტისანიტარია და დგას შარდის სუნი. მერის ფანჯრების წინ ადამიანები ქუჩაში ისაქმებენ და მერი ამას მშვიდად უყურებს”,-განაცხადა წულაიამ.

ტუალეტი რამდენიმე წლის წინ გაიხსნა და ცოტა ხნის წინ გაუმართაობის გამო, დაიკეტა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

https://www.youtube.com/watch?v=VVKSOtNJK7M

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია