მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველის ოფისში ვეტერანების პრობლემები განიხილეს - 29 იანვარი 2019

ufleba.ge

სახალხო დამცველის ოფისში, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციისა და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, სადაც ვეტერანთა წინაშე მდგარი პრობლემები და გამოსავლის გზები განიხილეს. 

სხდომას კოალიციის თავმჯდომარე, თადარიგის პოლკოვნიკი აკაკი ვაშაკიძე, ა/ო „გენერალთა კლუბიდან“ თენგიზ შუბლაძე  და თეიმურაზ ლორია, საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს თავმჯდომარე, თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი და იურისტი რობინზონ პაპიძე, ხოლო აპარატის მხრიდან სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, თამარ გაბიანი ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ვეტერანების წინაშე მდგარი  კონკრეტული პრობლემები, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ დისკრიმინაციულ მიდგომას სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაკანონდა და, სამწუხაროდ, დღემდე ძალაშია.

შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და შემდეგი შეხვედრა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართება, სადაც კოალიციის გარდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას.  

ჩვენი მხრიდან აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის ოფისში არცერთი ვეტერანი არ მუშაობს, რომლის საშუალებითაც არსებულ პრობლემებზე უკეთესად ინფორმირებული იქნებოდნენ. ამაზე გვითხრეს, რომ ოფისში შესაბამისი შტატი არ არის და აღნიშნულ საკითხს სწავლობენ.

დავაყენე მჭიდრო თანამშრომლობაზე მემორანდუმების დადების საკითხი ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს, კოალიციასა და სახალხო დამცველის აპარატს შორის, რის შედეგადაც ჩვენი კონტაქტები კიდევ უფრო მჭიდრო ხასიათს შეიძენს.

გიორგი ბურჯანაძემ და თამარ გაბიანმა განაცხადეს, რომ შეხვედრები ამის შემდეგაც შედგება კონკრეტული პრობლემების მიხედვით, თუ არადა კვარტალში ერთხელ მაინც, ასავე იქნება არარეგლამენტირებული სხდომები მიმდინარე მწვავე პრობლემების გათვალისწინებით.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ვეტერანთა შესახებ მოქმედი კანონის დისკრიმინაციულობას. ანუ, საკითხი ასე დგას, - როგორ შეიძლება ამ 22 ლარით კომუნალურების გადახდა და თვიდან თვემდე ცხოვრება?  

ვითხოვთ ვეტერანთა არსებული დახმარების გადაანგარიშებას და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის ყოველთვიური შემწეობის ამის მიხედვით დანიშვნას. ამისთვის ჯერ უნდა გაირკვეს, მაშინდელი 22 ლარი დღეს საერთოდ რას ნიშნავს. საწუხაროდ, ამასაც არ აკეთებენ.

ომბუდსმენის აპარატთან თამშრომლობა სწორედ ასეთი დისკრიმანაციული საკითხების წინწამოწევისკენ და ღირსეულად გადაწყვეტისკენ არის მიმართული“, - აცხადებს საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ ხელმძღვანელი დოდო გუგეშაშვილი. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია