მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
როგორ მიიღებენ მოსწავლეები ატესტატს? - 03 თებერვალი 2019

ufleba.ge

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განმარტებას აკეთებს, როგორ მიიღებენ სკოლის მოსწავლეები ატესტატს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, ხუთი ან მეტი ქულა.

„2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები (ე.წ. CAT) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.

• მოსწავლეები, რომლებიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, ხუთი ან მეტი ქულა აქვთ.

• კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, ხუთი ან მეტი ქულა აქვთ.

• ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

• სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები გამოცხადდება დადგენილი წესით“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია