მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"17 000-ზე მეტ სტუდენტს სტატუსი ფინანსური პრობლემების გამო აქვს შეჩერებული" - 09 თებერვალი 2019

ufleba.ge

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები უმაღლეს განათლებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ოპოზიციაში სტატუსშეჩერებული სტუდენტების საგანგაშო სტატისტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

დიმიტრი შაშკინის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ეს რიცხვი 4000-ს არ სცდებოდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 54 000-ზეა ასული. ამასთან, შაშკინის განმარტებით, 17 000-ზე მეტ პირს სტუდენტის სტატუსი სწორედ ფინანსური პრობლემების გამო აქვს შეჩერებული.

მისი თქმით, გამოსავალი ხარჯების ოპტიმიზაციაა  და უფასო ფაკულტეტების დაფინანსების ნაცვლად, საბიუჯეტო რესურსი სწორედ სოციალური პრობლემების მქონე სტუდენტებზე უნდა დაიხარჯოს.

„2011-2012-ში, როდესაც მე ვიყავი განათლების მინისტრი, სამინისტროსგან ტარდებოდა მიტინგები, ტარდებოდა საპროტესტო აქციები იმის გამო, რომ იყო 4 ათასი სტუდენტი, რომელსაც შეუჩერდა სტატუსი 2011-ში, გადაუხდელობის გამო. ახლა საქართველოში არის, დაახლოებით, 54 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი. ეს ინფორმაცია არის ნებაყოფლობითი. ანუ სტუდენტს, რომელსაც უჩერდება სტატუსი, მას აქვს უფლება თქვას, ან არ თქვას, რის გამო შეუჩერდა მას სტატუსი. 17 ათასი პირდაპირ ამბობს, რომ ფული არ აქვს,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია