მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გოგი წულაია - ქუთაისი ჰგავს დაბომბილ სტალინგრადს - 12 თებერვალი 2019

ufleba.ge

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე ორმოები ამოავსო, - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.  

წულაიას თქმით, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება არ ზრუნავს ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, აღნიშნული პრობლემა მოქალაქეებმა უნდა მოაგვარონ.

„ქუთაისი ჰგავს დაბომბილ სტალინგრადს, ამიტომ იძულებული ვართ, ჩვენი საკუთარი სახსრებით ვაკეთოთ საქმე, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის სახსრებით უნდა აკეთებდეს“, – განაცხადა გოგი წულაიამ.

მან სიმბოლურად ბეტონით ამოავსო ორმოები, რომელიც გზის სავალ ნაწილზე იყო და ავტომობილების გადაადგილებას აფერხებდა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია