მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კირკიტაძის ციხეში გამშვებმა მოსამართლემ იმავე დღეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გამოიხსნა? - 14 თებერვალი 2019

ufleba.ge

მოსამართლემ, რომელმაც დავით კირკიტაძე ციხეში გაუშვა, იმავე დღეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გამოიხსნა. "presa.ge-ს" ინფორმაციით მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალურ მდივნის დაკავების დღეს, 2018 წლის 17 დეკემბერს, საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა იპოთეკის მოხსნის თაობაზე, თბილისში მდებარე უძრავ ქონებაზე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით კი ნარიმანიშვილს, უძრავ ნივთზე იპოთეკა ზუსტად 20 დეკემბერს, დავით კირკიტაძისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების დღეს მოეხსნა. "presa.ge-ს" ხელმძღვანელი ამ ფაქტზე მოსამართლისგან განმარტებებს ელოდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

"დაიწერა განცხადება 17 დეკემბერს დაიწერა განცხადება საჯარო რეესტრში იპოთეკის მოხსნის შესახებ და დაკმაყოფილდა 20 დეკემბერს. 20 დეკემბერს უკვე დავით ნარიმანიშვილის ქონებას იპოთეკა აღარ აქვს, 20 დეკემბერს ის უშვებს დავით კირკიტაძეს ციხეში, ასრულებს პოლიტიკურ ბრძანებას,"-აცხადებს ”PRESA.GE”-ს ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია