მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ბაღებში საკვები პროდუქტების შემოწმების მიმართულებით კანონი უნდა გამკაცრდეს" - 16 თებერვალი 2019

ufleba.ge

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე აცხადებს, რომ ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვების რაციონიდან ლაბორატორიული შემოწმებისთვის ნიმუშის აღების უფლება ნებისმიერ დაინტერსებულ პირს უნდა ჰქონდეს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბაღებში ცხენის ხორცის შეტანა 2018 წელსაც დაფიქსირდა. ჭალიძემ შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინა და განმარტა, რომ მსგავსი შემთხვევა სამტრედიის ბაგა-ბაღებში იყო. მისი თქმით, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ჭალიძე შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს გეგმური შემოწმება სრული სურათისთვის საკმარისი არ არის, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია