მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია „თიბისი ბანკის“ არსებობა, რადგან ეს ბანკი სისტემურად საჭიროა ქვეყნისთვის" - 19 თებერვალი 2019

ufleba.ge

ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია „თიბისი ბანკის“ არსებობა, რადგან ეს ბანკი სისტემურად საჭიროა ქვეყნისთვის, – ამის შესახებ "პირველ არხს" საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს მაკროფინანსურ სტაბილურობას საქართველოში.

„ევროკავშირისთვის აბსოლუტურად მნიშვნელოვანია „თიბისი ბანკის“ არსებობა, რადგან, როგორც ვიცით, ეს ბანკი სისტემურად საჭიროა ქვეყნისთვის. საკითხს, როგორიცაა მაკროფინანსური სტაბილურობა საქართველოში, ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს, რადგან ეს მთავრობასთან ჩვენი მუშაობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში იყო მიღებული, მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რადგან ეს იქნება არაგონივრული კომენტარი. ჩვენ ამ პროცესებს აქტიურად დავაკვირდებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია