მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
presa.ge-ზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - 25 თებერვალი 2019

ufleba.ge

საინფორმაციო სააგენტო presa.ge-ზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს საინფორმაციო პორტალის ხელმძღვანელი, დღეს კი გასაუბრება კომპანიის თანამშრომლებთან იგეგმება. საქმე 151-ე მუხლით არის აღძრული.

მუქარის წერილი რედაქციის მეილზე რამდენიმე დღის წინ მივიდა. საინფორმაციო პორტალს თანამშრომლებს "შარლი ებდოს" ანალოგიური თავდასხმით დაემუქრნენ.

მუქარას რედაქციაში ხელისუფლების წარმომადგენლების საქმიანობაზე დაწერილ კრიტიკულ სტატიებს უკავშირებენ. საგამოძიებო უწყებებთან ერთად presa.ge-იმ ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის საელჩოსაც, - აღნიშნულია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია