მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ძიუდოში ინგილო (ჰერელმა) თანამემამულეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს - 06 მარტი 2019

ufleba.ge

ძიუდოში ინგილო (ჰერელმა) თანამემამულეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. იტალიის ქალაქ ბარიში გამართულ ევროპის თასზე, ზაქათლის რაიონის სოფელ მოსულის მკვიდრმა, ქარიმ ალავერდიევმა (გაბალას გუნდი) მიიღო მონაწილეობა, სადაც სამი შეხვედრიდან ორში გამარჯვება მიპოვა და მე-5 საპატიო ადგილი დაიკავა. მანამდე, საერთაშორისო შეჯიბრებები ავსტრიასა და ესპანეთში აქვს მოგებული. 

ქარიმ ალავერდიევის ანგარიშზეა არაერთი გამარჯვება როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის (ორჯერ პირველი, ერთხელ მეორე და სამჯერ მესამე ადგილები), ასევე ზაქათლის რაიონის პირველობაზე. 

ასევე, ზაქათლის რაიონის, სოფელ მოსულის მკვიდრი, 15 წლის ისლამ რაგიმოვი, ბაქოში გამართულ ბოლო საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის არაერთი რაიონული და რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულია. 

აღსანიშნავია, რომ მათი მწვრთნელი ქარიმ ალავერდიევის მამა, აბდურაგიმ ალავერდიევია, რომელმაც სოფელ მოსულში არაერთი თაობა ძიუდოისტებად, სპორტული სულის ადამიანებად აღზარდა.  

„ufleba.ge“ ქარიმ ალავერდიევს და ისლამ რაგიმოვს გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია