მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში ნორჩი კონკურსანტების დაჯილდოება გაიმართა - 27 მარტი 2019

ufleba.ge

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, უწყების ბრენდირებული კალენდრის გამოცემასთან დაკავშირებით გამოცხადებული, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა 16 წლამდე შვილებისა და შვილიშვილების ნახატების კონკურსში გამარჯვებულებისა და მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსში გამარჯვებულებსა და მონაწილეებს ბრენდირებული კალენდრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საპატიო სიგელები და უწყების სამახსოვრო საჩუქრები, სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ, „საქართველოს გენერალთა კლუბის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თეიმურაზ ლორიამ, საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარემ, დოდო გუგეშაშვილმა (ღონისძიებაში, ასევე, დაიცავი შენი წილი სამშობლოს ახალგაზრდულმა ფრთამ მიიღო მონაწილეობა) და ჟიურის თავმჯდომარემ, ვეტერანმა, მხატვარმა გიგა არველაძემ გადასცეს.

„პირველად გამოვდივარ ასეთი განსაკუთრებული აუდიტორიის წინაშე. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას იმისთვის, რომ კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა და დღეს ასეთი ლამაზი კალენდარი გვაქვს. თქვენ იმყოფებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ანუ ვეტერანების ოჯახში და ხალხს, რომელთაც აქ ხედავთ, არიან ის ადამიანები, ვინც თქვენს მამებთან, ბაბუებთან ერთად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას იქ, სადაც სჭირდებოდა საქართველოს.

თქვენთან დაკავშირებით, კიდევ გვაქვს საინტერესო გეგმები, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებთ - გვინდა, სამსახურში ჩამოვაყალიბოთ სამხატვრო სტუდია, რომელსაც მხატვარი გიგა არველაძე ჩაუდგება სათავეში და სადაც შეგეძლებათ, თქვენი ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავოთ. წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ერთხელ გადაგიხდით მადლობას“, - მიმართა ბავშვებს ვლადიმერ იმნაძემ

შეგახსენებთ, სამსახურის ბრენდირებული კალენდრისათვის ნახატების შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 24 იანვარს გამოცხადდა და 9 თებერვალს დასრულდა. კონკურსში მონაწილეობა სულ 32-მა ბავშვმა მიიღო, კალენდრისთვის კი კომპეტენტური ჟიურის მიერ, 9 ავტორის 14 ნამუშევარი შეირჩა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია