მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ კახა კალაძეს მიმართავს - 20 აპრილი 2019

ufleba.ge

საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ დედაქალაქის მერ კახა კალაძეს, აფხაზეთის ომში დაღუპული უკრაინელი მებრძოლების კიდევ ერთხელ უკვდავსაყოფად წინადადებით მიმართავს. 

„მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, რუსეთ-საქართველოს ომში, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უკრაინის მოქალაქეები, სამხედრო შენაერთ „უნა უნსოს“ წევრები და მოხალისეთა რაზმები იბრძოდნენ გმირულად რუსული შენაერთებისა და სეპარატისტული რაზმების წინააღმდეგ. უკრაინელი მეომრების ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, ბევრი მათგანი გორგასლის ორდენითაა დაჯილდოებული (ზოგი სიკვდილის მერე).

გთხოვთ, საქართველოსთვის დაცემული უკრაინელი გმირების სახელების უკვდავსაყოფად, ქ. თბილისში, „ვეტერანთა პარკში (ყოფილი კიკვიძის ბაღი) გამოყოთ ადგილი, სადაც მათ სახელზე აღიმართება სვეტი, დაღუპულთა გვარების აღნიშვნით. 

გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურებს, გმირთა მოედანზე დამატებით ამოიტვიფროს შვიდი უკრაინელი მებრძოლს გვარი და სახელი, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ასევე გთხოვთ, მოგვცეთ ნება, გმირთა მოედანზე, დაღუპული უკრაინელი ბიჭების გვარების გასწვრივ ჩვენივე ხარჯებით მივაწებოთ სიმბოლიკა, უკრაინული დროშის ფერებში, რომელიც, სავარაუდოდ, სამკედრე ნიშნის ზომის იქნება“, - აღნიშნულია საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარე, თადარიგის პოლკოვნიკი, დარეჯან (დოდო) გუგეშაშვილი ხელს აწერს.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია