მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს - 20 აპრილი 2019

ufleba.ge

საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ ებრაელ ხალხს ფესახის (ქართ. პასექი) დღესასწაულს ულოცავს. 

„ქართველებსა და ებრაელებს განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებს. ებრაელი ხალხი საქართველოს სიყვარულს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დარაჯობს. ებრაელ ხალხს ყველგან გამარჯვებას, კეთილდღეობასა და სიმშვიდეს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ფესახი, ანუ ქართულად პასექი არის უდიდესი ებრაული და სამარიული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად ებრაული კალენდრის ნისანის თვის მე-15-ე დღიდან 21-ე (22-ე) დღის ჩათვლით. დღესასწაულის თარიღი თანამედროვე საერთაშორისო კალენდრით მოძრავია და მარტში ან აპრილში აღინიშნება. ფესახი არის ერთ-ერთი სამი პილიგრიმული დღესასწაულიდან. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან, პირველშობილ ყრმების გადარჩენას (რასაც წინ უძღვოდა ღვთის რისხვა ეგვიპტელთა მიმართ) და ანტიკური ევიპტიდან ებრაელთა გამოსვლას. საუფლო დღესასწაულზე (ისრაელში შვიდ და ისრაელის გარეთ რვა დღის მანძილზე) ებრაელები იცავენ მარხვას უფუარი პურის კვერით.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია