მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კახა კალაძე - თბილისში წლის ბოლოსთვის 220 ახალი, რვამეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს - 01 მაისი 2019

ufleba.ge

თბილისში წლის ბოლოსთვის 220 ახალი, რვამეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დასრულდა ტენდერი, რომელიც ნოემბერში იყო გამოცხადებული.

„გაფორმდა ხელშეკრულება 220 ახალი ავტობუსის შემოყვანასთან დაკავშირებით. გვყავს გამარჯვებული კომპანია „ისუზუ“. წლის ბოლოსთვის 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსები უნდა შემოვიდეს. ეს არის პროგრამა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩავანაცვლოთ არსებული ყვითელი ავტობუსები, რომლებსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ და სერიოზულ პრობლემასა და დისკომფორტს წარმოადგენს როგორც მგზავრებისთვის, ასევე ზოგადად ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენ მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს – როგორც ავტობუსების ჩანაცვლებას, ისე მეტროს ვაგონების განახლება-მოწესრიგებას, მეტროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ავტობუსების ფერს მუნიციპალიტეტი მოსახლეობასთან ერთად გადაწყვეტს. მისივე თქმით, ავტობუსები აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის, ასევე საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, „უესბი“ (USB) დამტენებით, „ვაიფაი“ (wifi) მოდემით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-სიგნალით დაფარვას.

„ავტობუსებში შესაძლებელი იქნება უფასო ინტერნეტით სარგებლობა. ავტობუსების მოწოდება 8-თვიან პერიოდში უნდა მოხდეს. მიხარია, რომ ჩვენ მიერ გაცემულ დაპირებას ვასრულებთ და ძალიან მალე ქალაქს ეყოლება ახალი, 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსები. ავტობუსის ფერს მოსახლეობასთან ერთად გადავწყვეტთ. ეს არის ევრო 6-ის დიზელზე მომუშავე ავტობუსები. ყველა სტანდარტი, როგორც ევროპულ ქალაქებშია, ანალოგიურად, ჩვენ ყველა შესყიდვის დროს ვითვალისწინებთ ამ ყველაფერს, ვითხოვთ და შესაბამისად, ამ სტანდარტით იქნება აღჭურვილი ავტობუსი, რომელსაც მუნიციპალიტეტი შეისყიდის.

გარდა ამისა, იცით, რომ უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ 10-მეტრიან ავტობუსებს, რომლის ნაწილიც დედაქალაქში ჩამოსულია.  პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გვექნება. ეს ავტობუსები მოემსახურება თბილისის მოსახლეობას სხვადასხვა რაიონსა და უბანში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია