მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რომან გოცირიძე - საქართველოს მთავრობამ უნდა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაწესდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუდმივი მცოცავი ოკუპაციის გამო - 29 აგვისტო 2019

ufleba.ge

შვედ პარლამენტარებთან დავაყენეთ საკითხი, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციის დაწესების თვალსაზისით იმ კონტექსტში, რაც საოკუპაციო ხაზთან ახლა ხდება, – ამის შესახებ "პირველ არხს" საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავრობას არასოდეს მოუთხოვია რუსეთისთვის სანქციების დაწესება.

„საქართველოს მთავრობას არასოდეს მოუთხოვია რუსეთისთვის სანქციების დაწესება განსხვავებით უკრაინის შემთხვევისგან, როცა უკრაინამ არათუ მოითხოვა, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთს სანქცია აქვს დაწესებული. თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოითხოვა, მაშინ რუსეთის დასჯას სხვები რატომ მოინდომებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატის შეფასებით, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობამ უნდა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დაწესდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუდმივი მცოცავი ოკუპაციის გამო.

„თუ რუსეთს არ შეეშინდა, მაშინ შემაკავებელი ფაქტორი რა არის, რაც მსგავს მოვლენებს აღკვეთს. ეს პროცესები გაგრძელდება და „საზღვარი“ ხვალ შეიძლება, აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაკავშირებელ ტრასასთან მივიდეს და რუსეთმა გზები გადაგვიკეტოს. საქართველოს მთავრობა არის დამნაშავე და პასიური, დღეს ეს ვუთხარით შვედ დეპუტატებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მხოლოდ განცხადებები არ არის საკმარისი.

„განცხადებების გაკეთება საკმარისი არ არის, მცოცავი ოკუპაცია უახლოვდება საავტომობილო ტრასას. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უნდა იყოს საქართველოს ერთ-ერთი მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი არ შეჩერდება“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა, შეხვედრაში დეპუტატებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“.

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია