მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნატო-ს მასშტაბური წვრთნები „ევროპის დამცველი 2020“ საქართველოშიც ჩატარდება - 08 ოქტომბერი 2019

ufleba.ge

ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები „ევროპის დამცველი 2020“ საქართველოშიც ჩატარდება. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში, რომელიც 2020 წლის აპრილ-მაისში 10 ქვეყანაში, მათ შორის: გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და საქართველოში გაიმართება, სულ 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

აშშ-ის ევროპულ სარდლობაში აცხადებენ, რომ სამხედრო სწავლება დაეხმარება ნატო-ს მიზნებს, აამაღლოს მზადყოფნა ალიანსის შიგნით და შეაკავოს პოტენციური მოწინააღმდეგეები.

სამხედრო სწავლებაში 20 000 ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, რაც ბოლო 25 წელიწადში სამხედრო წვრთნებისთვის ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განთავსების პირველი შემთხვევა იქნება. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 8 000 ევროპელი ჯარისკაცი, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია