მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება - 11 ნოემბერი 2019

ufleba.ge

27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ექვსი თვით გახდება. საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვია, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრები დღეიდან დაიწყო.

მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების ხელმძღვანელს, დავით ზალკალიანს ხვდება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე მოხდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის გადმოცემა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. 27 ნოემბერს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
ირაკლი ღარიბაშვილი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია 
Video screenshot
ევროპაბეთის ბანერის დემონტაჟი 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია