მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნინო ლომჯარია - პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა არის ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება - 13 ნოემბერი 2019

ufleba.ge

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს.

მისი შეფასებით, ეს არა მხოლოდ პოლიტიკური საკითხია, არამედ მისი მიღება უკავშირდება ისეთ უმნიშვნელოვანეს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორიცაა სამართლიანი და პროპორციული არჩევნები, ხმის წონის თანაბრობა, გენდერული, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით თანასწორობა და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა.

„პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, პოლიტიკური სტაბილურობისა და სამართლიანობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დღეს მასზე უარის თქმა არის ადამიანის უფლებებისა და შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება“, – წერს სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარია.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გრძელდება. რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი აღნიშნულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია