მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი ვაშაძე - „მაინც დაგაბოქლომებთ“ - 19 ნოემბერი 2019

ufleba.ge

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა.

პარტიების ლიდერები სამოქმედო გეგმაზე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

როგორც მათ შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, გეგმის შესახებ დეტალურად დღევანდელ აქციაზე განაცხადებენ.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის, პიკეტირება.

„სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით – „მაინც დაგაბოქლომებთ“. ვაგრძელებთ ამ კამპანიას, დღეს საღამოს, 19:00 საათზე ახალგაზრდების მხრიდან გაკეთდება განცხადება იმ შეთანხმებისა და სტრატეგიის შესახებ, რომელიც გვაქვს. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მაინც დაგაბოქლომებთ“, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, როგორც „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, პაატა დავითაიამ აღნიშნა, პრინციპულ საკითხად რჩება პროპორციული არჩევნები.

„პრინციპული შეთანხმება ყველასი ერთად არის და რჩება პროპორციული არჩევნების საკითხი, მეორე შეთანხმება არის, რომ აუცილებლად იქნება აქციები, პიკეტირება და გარკვეული ქმედებები, მესამე  – ყველაფერი განხორციელდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში. დღეს გაკეთდება განცხადება მოქმედებებთან დაკავშირებით. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ პიკეტირება არის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება საქართველოს ყველა მოქალაქის. პიკეტირება კონსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებშია. პიკეტირებაზე არის კონსენსუსი, საუბარი არის პიკეტირებაში მონაწილეობაზე. ბლოკირებაზე სხვადასხვა ფორმებია. ამიტომ, როგორც კოორდინატორი, ფორმულირებას ვაკეთებ ასე, პიკეტირებაზე შეთანხმება არის კონსტიტუციურ ჩარჩოებში“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
ირაკლი ღარიბაშვილი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია 
Video screenshot
ევროპაბეთის ბანერის დემონტაჟი 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია