მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შოთა დიღმელაშვილი - სამოქალაქო წინააღმდეგობის შეჩერება შეუძლებელია - 22 ნოემბერი 2019

ufleba.ge

მასობრივი დაკავებები ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს პროტესტს, რადგან დღითიდღე უფრო მეტ ადამიანს უჩნდება პროტესტის გრძნობა, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „სამოქალაქო წინააღმდეგობის შეჩერება შეუძლებელია“.

„ჩვენ, როგორც დავპირდით ივანიშვილს, სიცოცხლეს გავუმწარებთ. საზოგადოების უპრეცედენტო გაერთიანება არის გადამწყვეტი ფაქტორი, რაც ივანიშვილს აიძულებს, დათმოს და შეასრულოს პირობა – დანიშნოს პროპორციული არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების დეცენტრალიზაციასა და გადანაწილებას. დროა, ერთკაციანი მმართველობა საქართველომ წარსულს ჩააბაროს“, – აღნიშნა დიღმელაშვილმა.

მან მოქალაქეებს 25 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ორშაბათს, 19:00 საათზე, აქციაზე ჩვენ ველოდებით საზოგადოების თითოეულ წევრს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი“,- განაცხადა დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტის ჩავარდნას სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელი ოპოზიციური სპექტრისგან სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა.

„ჩვენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოვუცხადეთ 18 ნოემბერს და პარლამენტის პიკეტირება დავიწყეთ. პიკეტირების დაშლისას პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა 33 აქტივისტი, მათ საქმეებს კი, ერთადერთი მოსამართლე, ვალერიან ფილიშვილი იხილავს. დავიმახსოვროთ ეს სახელი, ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოსტებითაც ხშირად გამოირჩევა“,-აღნიშნა დიღმელაშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია