მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნინო ბურჯანაძე - გარანტია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ვერ აღმოჩნდეს, სამართლიანია - 24 ნოემბერი 2019

ufleba.ge

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იმის გარანტია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ვერ აღმოჩნდეს, სამართლიანია. ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე „გირჩის“ ინიციატივას.

ბურჯანაძის განცხადებით, ის მომავალ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შანსს ვერ ხედავს და ეს რომ მოხდეს, „ქვეყნის მოსახლეობა და ამომრჩეველი უნდა გაგიჟდეს“.

„რატომ ვაშინებთ ხალხს და რატომ ვეუბნებით, რომ არის შანსი, „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. მე ამის შანსს ვერ ვხედავ, თუ საქართველოს მოსახლეობა არ გაგიჟდა, არ გადადგა ჭკუიდან და 55-მა პროცენტმა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცა ხმა. თუ ახლა გაგიჟდა საქართველოს მოსახლეობის 55 პროცენტი, მაშინ დანარჩენმა 45-მა ვიფიქროთ ან თავს რა ვუშველოთ და ან ქვეყანას. ჯერ ერთი, რატომ უნდა ვენდოთ გამარჯვებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, ასეთი რომც მოხდეს. აქ არანაირი გარანტიები არ იმუშავებს, გარანტია იქნება ერთადერთი ის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რაც გამორიცხავს ნებისმიერი პარტიის ერთმმართველობას, მათ შორის „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“, „ერთიანი საქართველოსი“ და ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

ზურაბ ჯაფარიძე ინიციატივით გამოვიდა, რომლის თანახმადაც, უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება.

პოპულარული სტატიები
მე და სამოქალაქო ორგანიზაციები - ეს ქვეყანა ჩვენი მოსავლელია
  ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 
კორპორატიული პასუხისმგებლობა - პირბადე არ გვაქვს და არც გვექნება?

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია