მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბადრი ჯაფარიძე - ხელისუფლების ნაბიჯი დიდ საფრთხეს უქმნის სამედიცინო სისტემას - 27 ნოემბერი 2019

ufleba.ge

„ლელოს“ აქვს მკაფიო ხედვა თუ რა რეფორმები უნდა განხორციელდეს სამედიცინო სფეროში იმისთვის, რომ არა მხოლოდ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოსახლეობა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით, არამედ საქართველო გადაიქცეს რეგიონალური მიზიდულობის ცენტრად სამედიცინო კუთხით, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ახალა საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია, არ უნდა მოაკლდეს ყურადღება ისეთ სფეროს, როგორც არის მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.

„სამწუხაროდ, ისევე როგორც ყველა სფეროში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ყველა ინდუსტრია და ყველა სისტემა დაადგა ან დეგრადაციის გზას, ან სტაგნაციის ფაზაში შევიდა. ანალოგიური სიტუაციაა ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში. „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა ე.წ. მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობით უზრუნველყოფის პროგრამა და ამით თავს იწონებდა და თავის მიღწევად მიიჩნევდა. თუმცა თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს პროგრამა მდგრადი ვერ იქნებოდა. რამდენადაც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ თავისი მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო უზრუნველყოფის სრულ დაფინანსებას. წარმოიშვა დაფინანსების პრობლემები და ამ პროგრამაში შავი ხვრელების არსებობის გამო კორუფციის დიდი რისკები გაჩნდა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას არამდგრადი პროგრამისთვის საფუძვლიანად გადაეხედა, გადადგეს ნაბიჯი, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის სამედიცინო სისტემას.

„საფრთხეს უქმნის კლინიკებისა და ჰოსპიტალების გამართულ ფუნქციონირებას, რომლებიც მოსახლების ხარისხიან სამედიცინო უზრუნველყოფას ახორციელებენ. ასევე ამ სფეროში შემდგომი ინვესტიციების სრულ დემოტივაციას ახდენს. ძალიან დიდ რისკს ქმნის იმისთვის, რომ ამ ქვეყნიდან კვალიფიციური კადრების გადინება მოხდეს. ეს საბოლოო ჯამში უქმნის დიდ საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას და მათ უსაფრთხოების რისკებს ზრდის. მთლიანობაში სახეზეა სამედიცინო სისტემის დეგრადაციის დიდი რისკი. „ლელოს“ აქვს მკაფიო ხედვა თუ რა რეფორმები უნდა განხორციელდეს სამედიცინო სფეროში იმისთვის, რომ არა მხოლოდ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოსახლეობა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით არამედ საქართველო გადაიქცეს რეგიონალური მიზიდულობის ცენტრად სამედიცინო კუთხით. რისი პოტენციალიც ამ ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
ირაკლი ღარიბაშვილი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია 
Video screenshot
ევროპაბეთის ბანერის დემონტაჟი 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია