მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კარლ ჰარცელი - დროა, მხარეებმა ნაკლები ისაუბრონ ერთმანეთზე და მეტი ესაუბრონ ერთმანეთს - 29 ნოემბერი 2019

ufleba.ge

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებას, ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით. ასევე მიგვაჩნია, რომ აზრის გამოხატვა უნდა იყოს კანონიერად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ხვალ ოპოზიციასთან შედგება დიალოგი.

„ევროკავშირს სურდა დიალოგის ხილვა, რადგან ვფიქრობთ, დროა მხარეებმა ნაკლები ისაუბრონ ერთმანეთზე და უფრო მეტი ესაუბრონ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ყველაფერი მიდის იმ მიმართულებით, რომ ხვალ დიალოგი შედგება. ჩვენ გვჯერა, არსებობს ამის გადაუდებელი საჭიროება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს. ორივე მხარის საქმეა, იმუშაოს მონახაზზე, ჩარჩოზე. როგორც  ვიცით, ხვალინდელი დღის წესრიგის მიხედვით, გერმანული მოდელი და სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას, იქნება განხილული. ასევე, ველოდებით უფრო ფართო დისკუსიას არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იქნება ჩართულობა. კარგია, რომ როგორც იქნა, ვმოძრაობთ პირდაპირი დიალოგის მიმართულებით. ჩვენ მოგვიწევს ქმედითი და ამავე დროს წარმომადგენლობითი ფორმატის მოძიება. სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებას, ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით. ასევე მიგვაჩნია, რომ აზრის გამოხატვა უნდა იყოს კანონიერი და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ეს რჩება ევროკავშირის პრინციპულ პოზიციად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში შედგება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის, რომელსაც დიპლომატებიც დაესწრებიან, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
ირაკლი ღარიბაშვილი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია 
Video screenshot
ევროპაბეთის ბანერის დემონტაჟი 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია