მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ანა დოლიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების შესწავლას ითხოვს - 09 დეკემბერი 2019

ufleba.ge

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ითხოვს, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები შეისწავლოს.

დოლიძე აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა, ბაზარზე არსებული მაღალი ფასების გამო კი მოსახლეობა ვერ ახერხებს საჭირო მედიკამენტები შეიძინოს,- აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

„ხალხის სამსახურში უნდა იდგეს კონკურენციის სააგენტო, რომლის მოვალეობაა, დაადგინოს, არის თუ არა განპირობებული კატასტროფული გაძვირება წამლების ნორმალური საბაზრო პროცესებით, თუ ეს დაკავშირებულია სხვა მოვლენებთან. ბაზარზე არის რამდენიმე კომპანია და ერთ-ერთის მფლობელი არის სამარადჟამო პარლამენტის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი“, – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაციისა და ფასების შესწავლის შესახებ კონკურენციის სააგენტომ 2018 წელს განაცხადა, თუმცა უწყებას დღემდე არ გამოუქვეყნებია მონიტორინგის შედეგები.

დოლიძე კონკურენციის სააგენტოს ახალდანიშნულ უფროსს, ირაკლი ლექვინაძეს ერთთვიან ვადას აძლევს, ხალხს აუხსნას, რამდენად სამართლიანია ბაზარზე არსებული ფასები.

„მოვითხოვთ, სააგენტომ სიღრმისეულად შეისწავლის ბაზრის მდგომარეობა და გვითხრას ამ სერიოზულ და საჭირბოროტო გამოწვევაზე თავისი პასუხი ერთ თვეში“, – აცხადებს დოლიძე.

მისი ინფორმაციით, 2013 წლიდან საქართველოში მედიკამენტები საშუალოდ 80 პროცენტით გაძვირდა.

ამასთან, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე შეხვედრას 10 დეკემბერს გამართავს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია