მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს დაუჭირა მხარი - 12 დეკემბერი 2019

ufleba.ge

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს მხარი დაუჭირა და პლენარულ სხდომაზე წარდგენის რეკომენდაცია გაუწია.

ესენი არიან: მერაბ გაბინაშვილი [შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი}; მირანდა ერემაძე [6 მომხრე ერთი წინააღმდეგი], მამუკა ვასაძე [7 მომხრე ერთი წინააღმდეგი], მაია ვაჩაძე [7 მომხრე ერთი წინააღმდეგი], თამარ ზამბახიძე [8 მომხრე ერთი წინააღმდეგი], შალვა თადუმაძე [8 მომხრე ერთი წინააღმდეგი], ვლადიმერ კაკაბაძე [6 მომხრე ერთი წინააღმდეგი] ლევან მიქაბერიძე [6 მომხრე ერთი წინააღმდეგი], გიორგი მიქაუტაძე [8 მომხრე ერთი წინააღმდეგი], ნუგზარ სხირტლაძე [6 მომხრე ერთი წინააღმდეგი], ლალი ფაფიაშვილი [7 მომხრე ერთი წინააღმდეგი], ნინო ქადაგიძე [7 მომხრე ერთი წინააღმდეგი], ქეთევან ცინცაძე [6 მომხრე ერთი წინააღმდეგი], ალექსანდრე წულაძე [6 მომხრე ერთი წინააღმდეგი].

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა და შესაბამისად, რეკომენდაცია არ გაეწიათ შემდეგ კანდიდატებს:

თამარ ალანია [ერთი მომხრე ერთი წინააღმდეგი], შოთა გეწაძე [ერთი მომხრე ერთი წინააღმდეგი], პაატა სილაგაძე [ორი მოხმრე ერთი წინააღმდეგი], ლაშა ქოჩიაშვილი [ერთი მომხრე ერთი წინააღმდეგი, გოჩა ჯეირანაშვილი [ერთი მოხმრე ერთი წინააღმდეგი]. რაც შეეხება ზაზა თავაძეს, მას ფორმალურად უყარეს კენჭი, ვინაიდან კანდიდატურა მოხსნა.

მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა ახლა უკვე პლენარულ სხდომაზე უნდა გაიმართოს.

მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია