მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიგა ბოკერია - ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება აგონიაში მყოფი ხელისუფლების ნიშანია - 17 იანვარი 2020

ufleba.ge

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის  გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენა საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის მაგალითი და კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება აგონიაში იმყოფება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს.

„პირველი, ეს არის აგონიის ნიშანი, როცა ასეთ შეურაცხყოფაზე მიდიხარ საზოგადოების, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების, ვინც მაშინ იყვნენ აღშფოთებულები და მხარს უჭერდნენ მის გადადგომას, რადგან უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, როცა ჩაფარცხა, ასეთ გახმაურებულ, ტრაგიკულ შემთხვევაზე ხელი დააფარა მკვლელობას. თუ კი ვინმეს სჭირდებოდა, ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რატომ არის დღევანდელი ხელისუფლება აგონიაში მყოფი და რეჟიმი არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩამოსაცილებელი. რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი დასტური ივანიშვილის ეჭვიანობის და იმის, თუ როგორ პანიკაშია, რომ მოუწია ასეთი რამის გაკეთება, ვინაიდან არ ენდობა სხვას. ეს არაფერს ცვლის, რადგან ნებისმიერი სხვა მარიონეტი და კლოუნი იგივე დაკვეთებს შეასრულებდა, რასაც შოთაძე. ნიშანი არის აგონიის, ივანიშვილის პოლიტიკური დასასრულის და კიდევ ერთი მაგალითი საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ გუშინ წარუდგინა.

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესის თანახმად, ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია