მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით გაიხსნა - 24 იანვარი 2020

ufleba.ge

საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით გახსნა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ახალგორის რაიონის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა.

როგორც ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, ოკუპირებული ახალგორიდან აღნიშნული გადმოსასვლელით სარგებლობა ათი დღის განმავლობაში შეეძლება ყველას, ვისაც ე.წ. დოკუმენტაცია წესრიგში ექნება.

თინიკაშვილის თქმით, ოკუპირებულ ახალგორში 1 400 ადამიანი არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ არ აქვთ მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება, არის სურსათის ნაკლებობა.

ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საზღვარი დაახლოებით ხუთი თვე იყო ჩაკეტილი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია