მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" - პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდად რჩება - 29 იანვარი 2020

ufleba.ge

სანამ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდად რჩება, პერსონალურ მონაცემთა დაცვა ფორმალობაა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა. არასამთავრობო ორგანიზაციას გასულ წელს ამ მიმართულებით მომხდარი რამდენიმე კონკრეტული კანონდარღვევის ფაქტი მოჰყავს, რომლის გამოძიებაც ბოლომდე მიყვანილი არ არის. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სავარაუდო მსხვერპლთა უმრავლესობა პოლიტიკურად აქტიური ქალები იყვნენ.

"პირადი ცხოვრების გავრცელება ან გავრცელების მუქარა შეიძლება ითქვას, რომ კვლავ რჩება პოლიტიკურ ოპონენტებზე, ოპოზიციაზე ზეწოლის ერთ-ერთ ხერხად, რომელიც სამწუხაროდ კვლავ გამოიყენება. ხელისუფლება ინერტიულია ებრძოლოს ამ დანაშაულს და შესაბამისად აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება, რომ რეალურად სახელმწიფო არ არის დაინტერესებული, რომ გამოკვეთოს ორგანიზატორები.

საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ არის დაცული და რისკები იმისა, რომ მოხდეს პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა არის საკმაოდ დიდი,"- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია