მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი გახარია - ჯანდაცვის სისტემა მზად არის გამოწვევას ეფექტიანად უპასუხოს - 30 იანვარი 2020

ufleba.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

გახარიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევაში მაკოორდინირებელი ორგანოა. პრემიერმა შესაბამის უწყებებს სთხოვა, აღნიშნული მიმართულებით ქმედებები სრულად ჰქონდეთ კოორდინირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ის გარკვეული და ეფექტური ნაბიჯები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მაკოორდინირებელი ორგანოა და შესაბამის უწყებებს მინდა ვთხოვო, შესაბამისი ქმედებები სრულად ჰქონდეთ კოორდინირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ჩვენ მივიღეთ უპირველესად გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დროებით შეწყვეტას და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დღეს შეგვეძლო, გადაგვედგა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით, ჯანდაცვის სისტემა დღეს სრულად არის მზად, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ამ გამოწვევას  ეფექტურად უპასუხოს.

„ჯანდაცვის სისტემა დღეს სრულად არის მზად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი, შესაბამისად და ეფექტიანად უპასუხოს ამ გამოწვევას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია