მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან - 06 თებერვალი 2020

ufleba.ge

იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იძულებით გადაადგილებული პირების ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია