მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ - 04 მარტი 2020

ufleba.ge

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ.

შესაბამისი ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანებაში განხორციელდება.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ეფექტური ღონისძიებების გასახორციელებლად, ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით, სამინისტრო გასცემს საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტინის) ტოლფას ცნობას, რომლის საფუძველზე დასაქმებულ ადამიანებს ლეგიტიმურად ჩაეთვლებათ და სრულად აუნაზღაურდებათ კარანტინისა და თვითიზოლაციისას გაცდენილი სამუშაო დღეები“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფი პირები ბიულეტინის ტოლფასი ცნობის მიღებას ელექტრონულად შეძლებენ, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია