მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მე და სამოქალაქო ორგანიზაციები - ეს ქვეყანა ჩვენი მოსავლელია - 06 მარტი 2020

ufleba.ge

მე ჟურნალისტი ვარ. ყოველდღიურ საქმიანობაში ჩემი მთავარი მოკავშირეები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არიან. ეს იმიტომ, რომ ორივე მხარეს ნათლად გააზრებული გვაქვს - ეს ქვეყანა ჩვენია, პერმანენტული წუმპედან ამოსაყვანი და გადასარჩენია, განსავითარებელია.

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები თავისუფალ მედიასთან ერთად იზრდებოდნენ და ძლიერდებოდნენ; რადგან ჯერ კიდევ 90-იანების დასაწყისში ზურაბ ჟვანიამ დაგვიბარა, ყველაზე რთული და საპატიო საქმე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა; მუხლჩაუხრელი შრომა იმისთვის, რომ ქვეყნის უმთავრესი ღირებულება ადამიანი და მისი უფლებები დაცული იყოს.

ამ თვალსაზრისით, მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ქვეყანაში სიცოცხლისა და თავისუფლების სადარაჯოზე დგანან; რადგან ერთი ადამიანის უფლებების ხელყოფა პერსპექტივაში ყველასთვის თავზე გადავლის ტოლფასია; თითოეული მოქალაქის სიცოცხლისა და თავისუფლების გადარჩენა კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამყარო მალე არ მოკვდება და მას მომავალი აქვს.

ჩემი ძლიერი მოკავშირეადამიანის უფლებათა ცენტრია“, რომელიც თავისი კამპანიითიცურე მშვიდადყველაფერს აკეთებს, რომ თბილისის ზღვაზე და სხვა სახიფათო ადგილებში ჩვენი მოზარდები აღარ დაიღუპონ. ის, რომ ბოლო ხანებში მსგავსი ტრაგედიის შესახებ აღარ გვსმენია, ორგანიზაციის (თანამებრძოლების) დამსახურებაა. ცენტრი იბრძვის საგარეჯოში სასმელი წყლის დაბინძურების წინააღმდეგ, რათა სხვებისგან მიტოვებულ ადამიანებს მაცოცხლებელი სითხის დალევის აღარ ეშინოდეთ.

ჩემი მეგობრები, დავით მესხიშვილი (საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია) და ეკა ლალიაშვილი (საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის) ცრემლებამდე მისული განგაშით არ იღლებიან, რადგან გზებზე ყოველწლიურად 600-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ისინი კონკრეტულსიკვდილის ზონებსაცასახელებენ, სადაც ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. მათი კონკრეტული რეკომენდაციების ნახევარი მაინც ხელისუფლებას რომ შეესრულებინა, საქართველოში მგზავრობა ბევრად უსაფრთხო და დაცული იქნებოდა. 

ჩემი ერთგული რესპონდენტიპარტიზანი მებაღეებისლიდერი ნატა ფერაძეა. მას სხვებთან ერთად რომ არ ებრძოლა, დღეს თბილისის ერთ-ერთი უმთავრესი ფილტვის არტერია, ვაკის პარკი აღარ გვექნებოდა. ამ და სხვა აქტუალურ პრობლემებზე ჩვენ იმდენი ინტერვიუ გვიკეთებია, რომ პასუხისმგებელ პირებს შეძლებისდაგვარად შეეგნოთ, - ბეტონის ჯუნგლების გარდა, ადამიანებს მზე, ხე და ბალახიც სასიცოცხლოდ სჭირდებათ.

ბუნებისმცველი ამორძალიკაზმულსიტყვაობისბეწვის ხიდზე გადის, რათა ადრესატებს ცოტა მეტი შეაგნებინოს და პასუხისმგებლობისკენ უბიძგოს. ამასწინათ დედაქალაქის მთავარუსტაბაშსშეახსენა მისივე ბაგეებით წარმოთქმული სიტყვები - „მე არ ვიყო მერი, თუ ვაკის პარკში დიდი სასტუმროს მშენებლობა დავუშვაო“. ასევე, ფერაძის ქალის დამსახურებით, ბოლო წლებია ცხარე პოლიტიკური დებატებისას ოპოზიციონერს ვეღარ უბედავენ ერთ დროს ჩამჭრელი კითხვის დასმას - კი მაგრამ, ახლა ხმა რომ ამოიღე, ცხრა წლის განმავლობაში რას აკეთებდიო.

ხოლო ვაკის პარკში უზარმაზარი სასტუმროს მშენებლობა ამ უნიკალური სივრცის გაქრობას გამოიწვევს. მის საბოლოოდ გადარჩენაში მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. თქვენ უნდა ნახოთ, მორიგი სეირნობის შემდეგ პარკიდან გამოყვანილი პატარები როგორ ღრიალებენ; მათ ხომ უკან, ჩვენი შორეული წინაპრების ბუნებრივ სამყოფელში დაბრუნება და იქ რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა სურთ.

ჩემი რჩეული ორგანიზაციაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა“, რომელიც ყოველგვარი ხმაურის გარეშე უამრავ ადამიანს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს. ვიღაცებს ზემოთ წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენი უფლებაშელახული ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში. მაგალითად, ერთ-ერთ აფხაზეთიდან დევნილს ბოლო დრომდე პირადობის დამდასტურებელი საბუთიც კი არ ჰქონდა და ვერავის უმტკიცებდა ვინაობას (საბუთები 90-იანებში მოპარეს). ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, დღეს ..- პირადობის მოწმობა აქვს და აღარ ეშინია, რომ უსახელოდგადაეგება“.

არასამთავრობო ორგანიზაციასთანდაიცავი შენი წილი სამშობლოერთად ვმუშაობთ, რომ ვაზიანის ყოფილ ბაგა-ბაღში მცხოვრებ ომის ვეტერანებზე პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად გარდაბნის მუნიციპალიტეტს დაეკისროს. ამ შემთხვევაში ყველასგან მივიწყებული კორპუსი წესიერად გადახურული მაინც იქნება და მცირეწლოვანი ბავშვები წვიმისგან, სინესტისგან აღარ დაავადდებიან. არ დაგვავიწყდეს, იმ ადამიანებზეა საუბარი, რომლებიც სამშობლოსთვის ყველაზე ძვირფას, სიცოცხლეს წირავდნენ და არც მათი ბრალია, მიწიერ ჯოჯოხეთს ცოცხლები რომ გადაურჩნენ.

ჩემი თანამოაზრეები არიან უფლებადამცველები, თამთა მიქელაძე (EMC) და მარიამ კუბლაშვილი, როდესაც ცდილობენ ყველას დაუმტკიცონ, რომ არ შეიძლება ახალგაზრდა ბიჭის საკუთარ საწოლში ჩაცხრილვა თუნდაც ეჭვის გამო, რომ ისრაღაცას აპირებდა“. იცავენ მამას, რომელსაც არ სურს შვილის აჩრდილთან შეხვედრა იქამდე, სანამ ჩადენილ დანაშაულში სასამართლოს მიერ მხილებული პირი სასჯელს არ მიიღებს. ხოლო მეორე მხარეს ისიც კი არ აქვს გააზრებული, რომ ნებისმიერ დამნაშავესაც (განზრახ თუ გაუფრთხილებლობით) კუთვნილი სასჯელის მიღებისა და მოხდის უფლება გააჩნია.

ჩემი რესპონდენტები არიან ადვოკატები, ვახტანგ კვიჟინაძე, სოსო ბარათაშვილი, არჩილ ჩოფიკაშვილი და სხვები, როდესაც საქმეებს ერთად ვახმაურებდით და ვიცავდით მუსტაფა ემრე ჩაბუქს, ლეილა მუსტაფაევას, დაშქინ აგალარლის. ვიცავდით იმისგან, რომ აფგან მუხთარლისავით თავზე ტომარა არ ჩამოეცვათ და ძალადობრივად მეზობელი ქვეყნებისთვის არ გადაეცათ, სადაც კარგი დღე ნამდვილად არ ელოდათ. ხოლოსტუმარ-მასპინძლისქვეყნისთვის მუხთარლის დანაშაულებრივად გადაცემა ის სირცხვილია, რომლის ჩამორეცხვას თაობები დაჭირდება.

ვთანამშრომლობთახალგაზრდა ადვოკატებთან“, რომელმაც მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად როლანდ ბლადაძეს ბათუმში საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლება აღუდგინა. ბოლო წლების განმავლობაში ბევრმა დაიბრუნა უკანონოდ წართმეული ქონება და პროცესი გრძელდება. „სახელმწიფო ეს მე ვარპოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ქვეყანაში, თუკი გვინდა მანკიერ წრეს თავი დავაღწიოთ. ამიტომაც იბრძვის სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმალურად დაბალანსებული ხელისუფლებისთვის, სადაც სახელმწიფო მანქანასთან უთანასწორო ბრძოლაშიუბრალო ადამიანისხმა უფსკრულში არ ჩაიკარგება.   

ჩემი კიდევ ერთი რჩეულისამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტია“, რომელიც ასეულობით ახალგაზრდას მრავალფეროვან და ფასდაუდებელ ცოდნას აძლევს სრულიად უფასოდ! ორგანიზაციის ონლაინ-კურსები სამაგალითოა მათთვის, ვისაც ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა სურს. მეც გავიარე სამი კურსი და ინსტიტუტის დაფინანსებით ორგანიზაციაში სტაჟიორი ..- მყავდა. მან უკვე სამსახურიც დაიწყო, რაშიც ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი რეკომენდაცია გამოადგა.   

ჩემები არიანსაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“, რომელიც დღენიადაგ იბრძვის სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. მოტივი სავსებით ნათელია, თავისუფალი სასამართლოს გარეშე, საქართველოს ბუნებრივი, ევრო-ატლანტიკური გზით განვითარება არ უწერია. დაუმსახურებელი ლაფის მიუხედავად, კაპიტან გიგაურის გუნდი მოწოდების სიმაღლეზეა და ფრონტის წინა ხაზს ერთი გოჯითაც არ ტოვებს.

პროფესიონალი ფსიქოლოგები (GCRT, ჰეპა პლუსი, ძდექ-,) ციხეში ჯანმრთელობადაკარგულ (მათ შორის, ფსიქიკური) ადამიანებს სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან. გული მოგიკვდებათ ისეთ თემებთან უწევთ შეხება, რომელთა შესახებ ხშირად არც ხმაურდება. მათ ყველაზე კარგად იციან პოლიტიკის - „ყველანი ციხეში“ - საზარელი შედეგები, რაც დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც ჭკუის სასწავლებელი უნდა გახდეს. მანამდე კი, მომსწრე ვართ სამწუხარო რეალობის, როდესაც ერთხელ სასჯელმოხდილ ადამიანს ციხეში მეორეჯერ აბრუნებენ საბაბით, - მან ხომ მილონები მოიპარაო. 

კიდევ რომელი მეგობარი ორგანიზაცია დავასახელო, - თქვენ ხომ მთელილეგიონი“, ჩემი დები და ძმები ხართ, რადგან ამ ერთ ციცქნა ქვეყანაში მეტი სიკეთისთვის, თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის იბრძვით, რომელსაც სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია