მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მამუკა ხაზარაძე - შეიკრიბოს ყველა ოპოზიციური პარტია და ხელისუფლება ანტიკრიზისული მრგვალი მაგიდის გარშემო - 14 მარტი 2020

ufleba.ge

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ინტერპარტიული საბჭო, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, აუცილებელია შეიკრიბოს ყველა ოპოზიციური პარტია და ხელისუფლება ანტიკრიზისული მრგვალი მაგიდის გარშემო, რათა ქვეყანა მზად იყოს ყველა გამოწვევის გასამკლავებლად.

„რადგან კორონავირუსის გლობალურმა გავრცელებამ განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო, მთელი რიგი სახელმწიფოები მიმართავენ სხვადასხვა ზომებს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ინტერპარტიული საბჭო. შეიკრიბოს ყველა ოპოზიციური პარტია და ხელისუფლება ანტიკრიზისული მრგვალი მაგიდის გარშემო, რათა ქვეყანა მზად იყოს ყველა გამოწვევის გასამკლავებლად.

„ლელო“ აცხადებს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ზეპარტიული, საერთო ეროვნული საკითხია და ერთიანი ძალისხმევა სჭირდება.

ამასთან, მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს გვერდზე გადავდოთ პარტიული განსხვავებები და საზოგადოებასთან ერთად ვიყოთ სოლიდარული, მეტი ზრუნვა გამოვიჩინოთ ყველაზე დაუცველი ფენებისადმი. საერთო საფრთხის წინაშე საზოგადოება ერთად უნდა დადგეს, როგორც არასდროს. მხოლოდ ერთად დავძლევთ საერთო განსაცდელს. დღეს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ამ რთული გამოწვევის გამკლავება უნდა იყოს ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სუბიექტის თუ პოლიტიკოსის უპირველესი ამოცანა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია