მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სოციალური პასუხისმგებლობა გადაგვარჩენს - 18 მარტი 2020

ufleba.ge

კომპანიის ინტერესები უნდა ასახავდეს საზოგადოების უმაღლეს ღირებულებებს, იცავდეს გარემოს, იჩენდეს პატივისცემას ადამიანის უფლებების მიმართ და დადებითი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ცნობიერებაში“, - ამგვარად განმარტავენ კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR). უფრო გასაგებ ენაზე, ბიზნესი ანგარიშვალდებული უნდა იყოს იმ საზოგადოების წინაშე, რომელშიც ყოველდღიური საქმიანობა უწევს. კორპორატიული პასუხისმგებლობის გამოჩენა აუცილებელია ქვეყანაში, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდის.

ზრუნვა თანამემამულეზე, მოყვასზე საჭიროა თვითონ კომპანიებისთვისაც, რათა ამ გზით დადებითი იმიჯი შეიქმნან და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ეს თანამშრომლობა ორივე მხარეს მოუტანს წარმატებას; რადგან შეუძლებელია ბედნიერ კმაყოფილებას მიეცე ქვეყანაში, სადაც შენი კარის მეზობელი, თუნდაც კომუნალურების გადაუხდელობის გამო სიბნელესა და სიცივეში იყინება.

ახალ სამყაროში სოციალური პასუხისმგებლობის ცხოველი მაგალითი ჯერ კიდევ იესო ნაზარეველმა გვიჩვენა, როდესაც ათასობით ადამიანი სასწაულებრივად გაბევრებული პურითა და თევზით დაანაყრა. ქრისტეს მთელი მიწიერი ცხოვრება ხომ ზრუნვაა ადამიანებზე, რომლებიც შემდგომში მის ნაქადაგებ გზას დაადგნენ. ამ ღვთიური ხაზის გამტარებელი იყო ჩვენი შოთა რუსთაველი - „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“.

უკვე თანამედროვე, ღრმა სოციალური უთანასწორობისა და .. ველური კაპიტალიზმის ეპოქაში, თეორეტიკოსებმა დაახლოებით იმ ენაზე დაიწყეს საუბარი, როგორითაც ედუარდ შევარდნაძე გოგი თოფაძეს მიმართავდა, - გოგი, დაყაჭე ფულებიო. თავის დროზე, აშშ- ეკონომიკის მამებმა პირდაპირ განაცხადეს, რომკორპორაციები ვალდებულნი არიან საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებაში“. ამ მხრივ, ხელი ხელს ბანს და ორივე კი პირსაო, - ახალი კორონავირუსიც შორს იყოს ჩვენგან. 

დღეს რა ხდება, როცა ვირუსისგან გამოწვეული კრიზისი ბევრისთვის ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა? მოდით ჯერ საკუთარ შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ.

მას შემდეგ, რაც ზოგიერთი აფთიაქი ათთეთრიანი პირბადის ფასს ლარნახევრიდან ორ ლარამდე ზრდის, შევდივარ ერთ-ერთ ქსელში და დამცავს ვკითხულობ. არ გვაქვს და არც გვექნება, მპასუხობს თავადნიღბიანიკუდრაჭა ოპერატორი. კი ბატონო, საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვა კორპორატიული პასუხისმგებლობის ნაწილია, მაგრამ დანარჩენმა მოქალაქეებმა რა დააშავეს? თან ეჭვგარეშეა, სამამულო აფთიაქებმა იმდენი პირბადე შეინახეს საწყობებში, შიგნით დეფიციტი არასოდეს შეექმნებათ, გარეთ დარჩენილებმა თავისიიტირონ“. აქ აღარაფერს ვამბობ იმ მფლობელებზე, ვირუსით დამფრთხალი ადამიანებით სწრაფად გამდიდრება რომ მოინდომეს. აქ საშველადაჭარა ტექსტილიგამოჩნდა, რომელიც მრავალჯერად პირბადეებს გამოუშვებს.  

ბანკებმა ერთმანეთის მიყოლებით სესხების სამი თვით გადავადებაზე განაცხადეს, მაგრამ პროცენტი უცვლელი რჩება და მომდევნო თვეებზე გადანაწილდება. კრედიტებისგან წელში გაწყვეტილმა კაცებმა და ქალებმა ერთი კი შესძახეს, ეს სადაური წესი არისო, სადაური და აქაურიო. მადლს თუ იზამ, ბარემ მარილიც მოაყარეო, ამაზეა ნათქვამი.

ზოგიერთი სუპერმარკეტი სურსათს აძვირებს და უნიჭოდ ახსნასაც ცდილობს. ამავე ქსელებიდან თანამშრომლები ცუდი სამუშაო პირობების გამო პერმანენტულად გარბიან; მუდმივად მოლარეების ნაკლებობა, რიგები, მომსახურების სხვა პრობლემებია.

სპარისულაც დაძველებული მზა საჭმელების გასაღებაშია შემჩნეული, მათ შორის მედიის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად. აქაც პიკის საათებში თანამშრომლების  ნაკლებობა, მყიდველის უკმაყოფილება და აყალ-მაყალია. „სპარისადმინისტრაციავ, აქედანაც კიდევ ერთხელ საჯაროდ მოგმართავთ, ნუ ყიდით ობექტებში ვადაგასულ მზა საკვებს, თორემ კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანს. 

მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა დედაქალაქის სამარშრუტო მიკროავტობუსებში.  პირთამდე გადაჭედვა, სალონში გადაადგილებისთვის სივრცის არარსებობა, უჰაერობა, პიკის საათებში მგზავრობის შეუძლებლობა. ამ მხრივ, ვირუსმამოგვიწრო“, თორემ ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. კარგი იქნება, თუ შპსთბილისის მიკროავტობუსიაღებულ ინტერვალს კორპორატიულ პასუხისმგებლობაში გათვითცნობიერებისთვის გამოიყენებს. მანამდე მისასალმებელია, რომ უსაქმოდ დარჩენილი მძღოლები მინიმალური შემწეობის გარეშე არ იქნებიან. 

კლინიკებში არსებულ სიტუაციას ჩემივე ერთ-ერთი ახლობლის მონაყოლ მაგალითზე გიჩვენებთ:

ახალი კორონავირუსის ეპიდემიამდე, 8 იანვარს გრიპის გართულებით ნათესავი ჩამოიყვანეს .. ახლო საზღვაგარეთიდან. სასწრაფოდ გავაქანეარამიანცისტერიტორიაზე ერთ-ერთ ჰოსპიტალში (ზუსტ სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებ). ჟანგბადი მისცეს, დაიწყეს რეანიმაცია, სამწუხაროდ გარდაიცვალა. მიმღებში ოპერატორმა მითხრა, შეგიძლია უშედეგო პროცედურის ღირებულება (870 ლარი) ათი დღის ვადაში გადაიხადო, უბრალოდ ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოაწეროო. ვიფიქრე, გზად ფული დამჭირდება-მეთქი და მოვაწერე, წავასვენეთ. სახელმწიფო საზღვარზე არ გადამიშვეს, გარდაცვალების ცნობა მომთხოვეს. ამოვედით უახლოეს იუსტიციის სახლთან, დავრეკე კლინიკაში და ვთხოვე გადმოაეცათ შეტყობინება. კარგიო, მიპასუხეს. 12 საათი ხდება და ინფორმაცია არ მოსულა. გადავრეკე ისევ და ჰოსპიტლის დირექტორი უხეშად მეუბნება, რეანიმაციის ორი საათის ღირებულება რატომ არ შემოიტანე, ამის გამო არ გადავცემ და საზღვარზე ვერ გადაიყვანო. შენმა ოპერატორმა მითხრა, რომ ათი დღის ვადა მექნებოდა, კიდევ ერთხელ ავუხსენი. არ მაინტერესებს მან რა გითხრა, სანამ თანხას არ დაფარავ, გვამს ვერ გაატარებო. აბა რა უნდა მექნა, ტრაგედიისგან მთელი დღე-ღამის უძინარი გავგიჟდი და გადავირიე. კარგი დირექტორო, ოდესღაც ამაზე პასუხს მიიღებ-მეთქი. კიდევ კარგი, ზუსტად იმ მომენტშიარამიანცისტერიტორიაზე ჩემი ამხანაგი აღმოჩნდა და მას ვთხოვე მისულიყო, თავისი ჯიბიდან  გადაეხადა, მერე ავუნაზღაურებდი. მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი ნათესავის საზღვარზე გადაყვანა. თბილისიდან შუაღამის 3 საათზე გასულები, მოსაზღვრე რაიონში მეორე დღის 4-ის ნახევარზე ჩავაღწიეთ“, - მიყვება .. და დასძენს, რომ აღნიშნულ ფაქტს (რომლის გადამოწმება ნებისმიერ დროს შესაძლებელია) სათანადო რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

მოდი ამის შემდეგ ამ ჰოსპიტლის დირექტორს კორპორაციულ კი არა, საერთოდ რამე ტიპის პასუხისმგებლობაზე ელაპარაკე. სხვა რა ხდება ზოგიერთკერძო კლინიკაში“? დღე და ღამეფულის კეთებაზეზრუნვა, „უპატრონოპაციენტების არაფრად ჩაგდება (რბილად რომ ვთქვათ), ხშირად დაუსაბუთებლადტყავის გაძრობადა წამლობის შედეგი მინიმალური, ან საერთოდ ნულოვანი. სასიამოვნო გამონაკლისი საყოველთაო დაზღვევის, ოჯახის ექიმები არიან, რომლებმაც საქმეც იციან და პასუხისმგებლობის გრძნობაც უხვად მომადლებული აქვთ.

მთლად მტკივნეულიმოყვარეს პირს უძრახერომ არ გამოგვივიდეს, მოდით დადებით ნიშნებზეც ვთქვათ. იგივესპარშიშეძენილი ათთეთრიანი ცელოფნის პარკიდან (თან წინასწარ გეკითხებიან, გინდა თუ არა) ერთი თეთრი სოციალურ ღონისძიებაზე იხარჯება. სუპემარკეტებში, მინის ყუთებში შეგროვილი ფულიც ამ მიზნით გამოიყენება. ქსელებმა ეს სისტემა უნდა განავითარონ, რადგან ქვეყანაში უამრავი ადამიანია, რომლის არსებობა მსგავს სოციალურ აქციებზეა დამოკიდებული.

კარფურისულაც ცდილობს მომხმარებელი ნელ-ნელა ცელოფნის პარკებიდან ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვაზე გადაიყვანოს. ქსელს რამდენიმე არჩევანი აქვს და სალაროსთან თითოეულ მომხმარებელს სთავაზობს. მეტიც, ვინც ერთხელ შეძენილი მწვანე ჩანთით მიაკითხავს, ამის გამო მცირე ფასდაკლებას უკეთებს. ჩვენში გარემოზე ზრუნვა ასეთი ქმედითი ნაბიჯებით თუ მიიღწევა, თორემ მარტო ჭუჭყიანი ცელოფანი ისეა მოდებული არე-მარეს, დასუფთავების კვირეულებიც კი ვერ შველის პრობლემას. ამ მხრივ, იცით დღემდე როგორ სცოდავენ სამშენებლო კომპანიები. 

ბანკებიდან ძირითადადთი-ბი-სი-სთანდასაქართველოს ბანკთანმაქვს შეხება და ორივე  მომსახურებით გამორჩეულია. ჯერ ხომ შესვლა-გამოსვლისას გულითადად გესალმებიან და გაცილებენ, მერე მომსახურების მისაღებად დიდხანს ლოდინიც არ გიწევს. ის კი არა, შესვლისთანავე გეკითხებიან და გაკვალიანებენ, ძვირფასი დრო რომ არ დაკარგო. საკუთარი თანამშრომლების სოციალურ პირობებზე, პროფესიულ განვითარებაზეც საკმაოდ ზრუნავენ და კარგ შედეგებსაც აღწევენ.

ორივე ბანკისთვის (დანარჩენებისთვისაც) კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა უცხო ხილი არ არის. კონკრეტული პროექტების შესახებ მათ ვებ-გვერდებზე იხილავთ. კარგი იქნება, თუ ბანკები მასმედიასთან (ზოგადად, სამოქალაქო სექტორთან) უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ, რადგან მის მუშობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში არსებული მწვავე პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტაში.      

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბისთავმჯდომარე კახა მაღრაძეს ვკითხეთ, ამ კუთხით დამაკმაყოფილებელია თუ არა ქართული კომპანიების აქტივობა და რამდენად გააზრებული აქვთ საჭიროება:

- ზოგი ქველმოქმედების ტიპის ღონისძიებას ახორციელებს, ზოგი უფრო თანამედროვე სტანდარტებს იყენებს. ბევრი კომპანია ადამიანის უფლებების, ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების, გარემოს დაცვის, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის კუთხით უამრავ თანხას ხარჯავს. ნელ-ნელა მუშაობის ახალ სტანდარტებზე გადადიან, რომ ეს ყველაფერი მდგრადი იყოს, ორიენტირებული არა მარტო საზოგადოების, არამედ ბიზნესის მოგებაზე.

- სახელმწიფო ასეთი პასუხისმგებლობის გამოჩენას რამდენად ხელს უწყობს?

- არსებობს შეღავათები, რომელიც უფრო საგადასახადო მიმართულებით საქველმოქმედო საქმიანობას ეხება. თვითონ კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით არც საკანონმდებლო და არც სამოქმედო დონეზე სახელმწიფო ბიზნესის აქტიური წამახალისებელი არ არის. მაგრამ ევროდირექტივების ფარგლებში მთავრობას გარკვეული ვალდებულებები აქვს, ბიზნესი დააინტერესოს და სტიმულირება მოახდინოს, რომ საზოგადოების სხვადასხვა საჭიროებების მიმართ უფრო პასუხისმგებლიანი იყვნენ. ეს განსაკუთრებით ადამიანის უფლებებს, მაგ. სამუშაო ადგილებზე შრომითი უფლებების დაცვას ეხება.

- ბიზნესკომპანიებისთვის ამ ტიპის საქმიანობის წარმოება რატომ არის მნიშვნელოვანი?

- პრაგმატულად რომ მივუდგეთ, საზოგადოების წინაშე გარკვეული ვალდებულებები ისედაც აქვთ და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ამაზე პასუხია. მაგრამ თანამედროვე მიდგომა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ბიზნესმა ჯობს საზოგადოებისთვის ისეთი რამ გააკეთოს, რაც მისთვისვე სასარგებლო იქნება; რადგან ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მიმართულებით კორპორაციული პასუხისმგებლობის აქტივობების განხორციელებას სტაბილურად გააგრძელებს და მდგრადი პროცესი იქნება. ყოველივე ორივე მხარეს მოგებას მოუტანს. ეს კომპანიებისთვის რეპუტაციული კუთხით მნიშვნელოვანია. საქართველოში უფრო ამ მიმართულებას აქცევენ ყურადღებას, ავითარებენ  და იყენებენ.

- ცნობიერება როგორ უნდა ამაღლდეს და ამ პროცესში ჟურნალისტების როლს სად ხედავთ?

- ბიზნესი თვითონ ცდილობს კორპორატიული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დაინტერესება და ჩართულობა, რადგან ბიზნესი მას უფრო უსმენს. სამწუხაროდ, მედია ინერტულია. ბიზნესთან დაკავშირებით ურჩევნია კომერციული ინტერესი ჰქონდეს, ვიდრე კარგი ინიციატივები, საინტერესო პროექტები დამოუკიდებლად გააშუქოს და მხარი დაუჭიროს. თუმცა არის გარკვეული პროექტები, სადაც მედია ბიზნესთან ერთად კორპორაციული პასუხისმგებლობის აქტივობებში მონაწილეობს.

მედიაც უნდა დააინტერესონ, შეაფუცხუნონ, რომ მეტი ილაპარაკოს ამ მიმართულების მნიშვნელობაზე; რადგან სახელმწიფო ყველა პრობლემას ვერ გაწვდება და ვერ მოაგვარებს. პასუხისმგებლიან ბიზნესსაც აქვს შესაძლებლობა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთოს. მათ ამ საქმეში ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ.

საგულისხმოა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებამ კომპანიების პასუხისმგებლობა მყისიერად აამაღლა. მაგალითისთვის, ფონდიქართუმზადყოფნას გამოთქვამს, „საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად“. ხოლოლიბერთი ბანკისმომხმარებლები სამი თვის განმავლობაში კომუნალურ გადახდებს დისტანციური არხებით უფასოდ შეასრულებენ. „არქიმკორონავირუსთან ბრძოლისთვის 30,000 ლარი გამოყო. კომპანიები ინფექციურ საავადმყოფოს სხვადასხვა პროდუქციით ეხმარებიან. კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველებს მობილიზების, თანაგრძნობა-თანადგომის ამოუწურავი მარაგი გვაქვს.

დაბოლოს, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ 30-ზე მეტი კომპანია მზად არის, კორონავირუსთან ბრძოლისთვის რესურსები გამოყოს. პრემიერ გახარიას ინიციატივით, კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარულ ინიციატივებს კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი გაუწევს. ინფორმაცია კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ერთად მოიყრის თავს და საჭიროებების შესაბამისად განხორციელდება

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შოკისმომგვრელმა გავრცელებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა, ურთიერთთანადგომა გადაგვარჩენს. კაპიკია ნებისმიერი ბიზნესის ფასი, თუკი არ იცავ გარშემომყოფი საზოგადოების ინტერესებს, პატივს არ სცემ ადამიანის ელემენტარულ უფლებებს და შენი, თუნდაც მოკრძალებული წვლილი არ შეგაქვს ქვეყნის განვითარებაში. თუკი მაინც ამ გზაზე დამდგარხარ, დროა კარგად გაიაზრო - „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“.

 

პოპულარული სტატიები
ერთი დღე „სინათლისა და ბედნიერების ქოხში“
  ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 
სოციალური პასუხისმგებლობა გადაგვარჩენს

 

 
ვიდეოები
ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების კადრები, რომლებიც სათვალთვალო კამერით არის გადაღებული 
Video screenshot
თბილისის მერია განახლებულ ჭავჭავაძეზე სატრანსპორტო გადაადგილების სქემას აქვეყნებს 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია