მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აშშ-ის საელჩო - მაღალკვალიფიციურ მედპერსონალთან ერთად, საქართველოს ჰყავს უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც ამერიკულმა მხარემ გადაამზადა - 31 მარტი 2020

ufleba.ge

საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ ​მაღალკვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან ერთად საქართველოს ჰყავს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადამზადდა და სრულად აღიჭურვა.

„იგივე ჯგუფები ახლა მარნეულში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საპასუხო ძალისხმევაში არიან ჩართული. ჩვენ ვამაყობთ DTRA-სა და საქართველოს ქბრბ ჯგუფებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობით.

მათი სამსახური უმნიშვნელოვანესია და მათი საჭიროება ახლა ყველაზე ცხადად ჩანს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია