მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას - 14 აპრილი 2020

 

როცა შენი ბედი არა კანონის, არამედ ვინმე „კაი ბიჭის“ ხელშია

ufleba.ge

უმადური ადამიანი უნდა იყო, ბოლო წლებში პენიტენციურ სისტემაში გადადგმული სასიკეთო ნაბიჯები ვერ დაინახო. მაგრამ მედია რისმოდარაჯე ნაგაზია“, თუ არსებული პრობლემები დღის სამზეოზე სამსჯავროდ არ გამოიტანა. დიდი ილიასმოყვარეს პირში უძრახესპრინციპით იმდენს უნდა მივაღწიოთ, რომ რთული ცხოვრებისგან ისედაც დაჩაგრული, დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლირებული  ადამიანები ბოლომდე კედელთან არ მივაყენოთ.  

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ქვეყანაში პატიმრების ნაწილი გაათავისუფლეს. საქართველოს პრეზიდენტმა მხოლოდ 9 მსჯავრდებული შეიწყალა, როდესაც ქვეყანა დღესაც ერთ-ერთი რეკორდსმენია პატიმრების რაოდენობით. ამ ფონზე, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას კარგი სივრცე აქვს პოლიტიკურ მსჯავრდებულთა სახლში გასაშვებად. მთავრობა უარყოფს ქვეყანაში ასეთი პატიმრების არსებობას.   

ამასთან, 30 მარტს იუსტიციის მინისტრმა სასჯელაღსრულების დაწესებულებათა თანამშრომლებიყაზარმულ რეჟიმზეგადაიყვანა. თეა წულუკიანმა პატიმრებსაც მოუწოდათავი შეიკავონ თანამშრომლების შეურაცხყოფისგან, რომლებიც სადღეისოდ იქ მუდმივ რეჟიმში ცხოვრობენ“. თუკი აქამდე მსჯავრდებულები 15-წუთიანი უფასო სატელეფონი საუბრებით სარგებლობდნენ, ეს დრო 30 წუთამდე გაიზარდა.

მეორე მხრივ, 5 მარტიდან პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობები შემოიღეს. ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეეზღუდათ: საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობა; თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა; განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.

მთავარ სათქმელზე გადავიდეთ.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა, რაც ხშირად პატიმრებს შორის ძალადობასა და ჩაგვრას განაპირობებს.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის ბოლო შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების სათანადო მართვის პრობლემის ფონზე, არაფორმალური მმართველობის მასშტაბები ნელ-ნელა იზრდება, რაც დამაფიქრებელია და დროულ რეაგირებას მოითხოვს. კრიმინალური სუბკულტურის გავლენით ხდება პატიმრების არაფორმალური დაყოფა. შედეგად, პატიმართა გარკვეული ნაწილი, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, რეპრესიული მეთოდებით ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს პატიმართა შორის ძალადობას და გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილებიან არაფორმალური მმართველობის წესებს.

კონკრეტულად: N2 დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები 23 საათის განმავლობაში იმყოფებიან საკანში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო ინფორმაცია, რომ კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე, აკონტროლებენ პატიმრებს, აგროვებენ .. „საერთოს“, შედიან საკნებში და ურჩ პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან; ვინც არ დაემორჩილება მათ მოთხოვნებს, სოციუმიდან რიყავენ და გადაჰყავთ სხვა კორპუსში; პატიმრებს ართმევენ ოჯახის მიერ გამოგზავნილ ტანსაცმელს. . ციხის მაყურებლები სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული პატიმრის დახმარებით აკონტროლებენ პატიმრების ბარათებზე დარიცხულ თანხებს. ამისთვის აქვთ სპეციალური ჟურნალები, სადაც მითითებულია პატიმრის სახელი და გვარი, ბარათის შემოწმების დრო და ბარათზე დარიცხული თანხის ოდენობა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ასეთი ჟურნალები ერთ-ერთ კორპუსში აღმოაჩინეს.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ N8 დაწესებულებაში არიან პრივილეგირებული პატიმრები, რომელთაც ადმინისტრაცია ეხმარება საკნების გარემონტებაში, რთავს ნებას იქონიონ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელიც სხვა პატიმრებისთვის არაა დაშვებული; ითვალისწინებს მათ სურვილს მეგობრებთან ერთად განაწილდნენ საკნებში, ეხმარება დროული სამედიცინო მომსახურების მიღებაში. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, პატიმართა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ადმინისტრაციის ასეთი ძალისხმევა მისასალმებელი იქნება იმ პირობით, თუ ასეთი მოპყრობა გავრცელდება ყველა პატიმარზე, იქნება სამართლიანი და არ შექმნის კორუფციის და ნეპოტიზმის საფრთხეს. სამწუხაროდ, N8 დაწესებულებაში მყოფ პატიმართა აბსოლუტურ უმრავლესობას დაწესებულება არ აძლევს იგივე შესაძლებლობას, რათა მათ გაიუმჯობესონ პატიმრობის პირობები.

რამდენიმე პატიმრის განცხადებით, N8 დაწესებულებაში არიან ადმინისტრაციასთან დაახლოებული მსჯავრდებულები, რომელთაც გარკვეული სახის გავლენები აქვთ სხვა პატიმრებზე და საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაცია მათ იყენებს პატიმრებთანურთიერთობების მოსაგვარებლად“ (შიმშილობის საჩივრების დაწერის შემთხვევებში, სხვა ფორმით უკმაყოფილების გამოხატვის ან კონფლიქტური სიტუაციების დროს).

გამოკითხულ მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი და ასევე ერთ-ერთი დაწესებულების თანამშრომელი ადასტურებენ, რომ დაწესებულებაში წესრიგის შენარჩუნებას უზრუნველყოფენმაყურებლები“. პატიმრებთან გასაუბრებისას სახელდებოდა კონკრეტული კრიმინალური ავტორიტეტების სახელები, გვარები და მეტსახელები.

ჯგუფმა ასევე მიიღო ინფორმაცია, რომ N14 და N15 დაწესებულებებში, ახლად შემოყვანილ მსჯავრდებულთან მიდის კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენელი და უმასპინძლდება ყავა-ჩაით, შოკოლადით და სიგარეტით. საცხოვრებელ კორპუსში გადასვლის შემდეგ ამ მსჯავრდებულს ეუბნებიან, რომ ამიერიდან მანაც უნდა შეიტანოს წვლილი, რათა ახალ შემოსულ, უქონელ მსჯავრდებულებს ისევე დაეხმარონ, როგორც მას დაეხმარნენ. ამგვარად, არაფორმალური მმართველები მაქსიმალურად ცდილობენ ახლად მოყვანილი მსჯავრდებულების დარწმუნებას .. „საერთოსშეგროვებაში მონაწილეობის აუცილებლობაში და კეთილ განზრახვაში.

მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად N15 დაწესებულებაში იკვეთება შემდეგი სურათი: თითოეული საკნისსაწევროგადასახადის ექვივალენტის ყავა და სიგარეტი ბარდება არაფორმალურ მმართველებს. ამის შემდგომ, პატიმრები სიგარეტს ყიდულობენ არა მაღაზიაში, არამედმაყურებლისგან“. მათი ახლობლები შესაბამის თანხას რიცხავენმაყურებლებისმიერ კონტროლირებულ საბანკო ანგარიშებზე ან სპეციალურად გახსნილ ტოტალიზატორის ანგარიშზე. დაწესებულებაშისაერთოშიმონაწილეობა საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი მსჯავრდებული, შემოსავლის გათვალისწინებით, თვეში მხოლოდ 20 ლარის ღირებულების კონტრიბუციით შემოიფარგლება, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში კი, საკნის კონტრიბუცია 300-400 ლარს აღწევს. ერთ-ერთი მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მისი საკნიდანსაერთოსთვისყოველ თვე 200 ლარი იკრიბებოდა და ვინაიდან მას არ გააჩნდა ფინანსური შესაძლებლობები, სხვა პატიმრებმა იგი გარიყეს და აითვალწუნეს.

ნინო ლომჯარია ასევე ხაზს უსვამს ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად, სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებაში არსებობს პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე დაფუძნებული, განსაკუთრებით სახიფათო ურთიერთობები და ადმინისტრაცია თავად აღიარებს, რომ .. მაყურებლებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას აქვს ადგილი, წესრიგის და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.

მონიტორინგის ფარგლებში მონახულებულ დაწესებულებებში, განსაკუთრებით კი ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში წესრიგს ძირითადად არაფორმალური მმართველები უზრუნველყოფენ. დაწესებულებებში არსებული მოჩვენებითი წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება და სინამდვილეში ძალიან მყიფეა, რამაც გრძელვადიან, ან თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში უაღრესად დიდი საფრთხის წინაშე დააყენოს შესაძლოა პატიმართა სიცოცხლე და უსაფრთხოება.

საგულისხმოა, რომ გასულ წლებში N14 დაწესებულებაში პატიმართა შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა ორი მსჯავრდებული ლევან კორტავა და გიგა ფარტენაძე. აღსანიშნავია, რომ წესრიგისა და უსაფრთხოების კუთხით ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში არსებული რისკფაქტორების პირობებში, აღნიშნული დაწესებულებები არ არიან დაზღვეულნი მსგავსი შემთხვევებისგან. ამასთანვე, აღსანიშნავია, რომ წლების მიხედვით, არაფორმალური მმართველობის გავლენის გაძლიერებასთან ერთად კლებულობს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებიდან სახალხო დამცველის სახელზე გამოგზავნილი განცხადებების რაოდენობა.

მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალური სუბკულტურის დასაძლევად ღონისძიებების გატარება მოხდეს პატიმრების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის პირობებში, უნდა გამოირიცხოს ძალადობრივი და რეპრესიული მეთოდების გამოყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა ან დასჯა“, - აღნიშნულია სპეციალურ ანგარიშშიპრევენციის ეროვნული მექანიზმი“.

აქვე სახალხო დამცველი კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს საქართველოს იუსტიციის მინისტრს:

- №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული გადატვირთულობის პრობლემის დაძლევის გეგმაში გათვალისწინებულ იქნეს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე რეჟიმის თანამშრომლების რაოდენობა გაზრდა იმგვარად, რომ 15 პატიმარზე მოდიოდეს წესრიგის და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი მინიმუმ ერთი თანამშრომელი;

- პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის დაძლევის მიზნით, უზრუნველყოს კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი ღონისძიებების გატარებას:

* დაწესებულებებში წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, მოქმედი არაფორმალური ლიდერებისთვის უფლებამოსილების დელეგირების აღკვეთა;

* თანამშრომელთა ანგარიშვალდებულების, კომპეტენციისა და ოპერაციული შესაძლებლობების გაზრდა;

* დინამიკური უსაფრთხოების პრაქტიკაში რეალიზების მიზნით, თანამშრომელთა და პატიმართა რაოდენობის ოპტიმალური თანაფარდობის უზრუნველყოფა;

* თანამშრომელთა უნარ-ჩვევების გაძლიერება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პატიმრებთან ურთიერთობა, კონფლიქტების მართვა, მედიაცია და მოქმედება ეთიკის კოდექსის შესაბამისად;

* დაწესებულებებში სარეაბილიტაციო სერვისების გაძლიერება, პატიმრობის სათანადო პირობების შექმნა, პატიმართა განათლება/ცნობიერების ამაღლება, პატიმრების სამართლიანი წახალისება და მათი ჩართვა ყოველდღიურ, სხვადასხვა საინტერესო/ღირებულ აქტივობაში:

* მაქსიმალურად მცირე ვადაში მოხდეს დაწესებულების თანამშრომლების აღჭურვა სახელის, გვარის და პოზიციის აღმნიშვნელი სამკერდე ბარათებით;

* დაწესებულების ადმინისტრაციებმა შეიმუშაონ რეგულარული შეხვედრების და დიალოგის ფორმატი პატიმრებთან ციხის ყოველდღიური საჭიროებების განსახილველად და გადაწყვეტილებების მისაღებად.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლომჯარიას მხრიდან გაჟღერდა ჭორები და მის მოხსენებაში იყო არაპროფესიონალიზმის ნიშნები.

ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, მოვისმინეთ ჭორებიც, მოვისმინეთ არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ კიდევ ბევრი სხვა იმგვარი რამ, რაც თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას იმდენად ავღელდი, ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის.

„2018 წელს ქალბატონი ნინო თავად ბრძანდებოდა საპატიმროში სულ ოთხჯერ. მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა 1 პატიმარი, რომლის გვარი და სახელი ფართო საზოგადოებისთვის არაფერს ამბობს. შემდეგ მოინახულა ნომერ მეშვიდე დაწესებულება, როცა ის იყო ცარიელი, ანუ გახსნამდე პატიმრები არ უნახავს. შემდეგ 2018 წლის აგვისტოში ის ეწვია ნომერ მეცხრე დაწესებულებაში ბატონ გიორგი მამალაძეს. ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში მოინახულა ბატონი მირზა სუბელიანი. ეს არის სულ 2018 წელს. 2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანებისა და პატიმრების ხელის ჩამორთმევის რიცხვი არის ნული. 2020 წელს გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნინომ შობის მეორე დღეს მოინახულა გიორგი მამალაძე“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ომბუდსმენი ანგარიშს წერს იმის მიხედვით, თუ რა ამბებს მოუტანენ მას ციხიდან.

როდესაც პატიმარი ითხოვს დაჟინებით პირადად მასთან შეხვედრას, ომბუდსმენი ციხეში პირადად უნდა დადიოდეს, ან რომც არ ითხოვდეს, მას უნდა ჰქონდეს პროფესიული მოთხოვნილება იაროს ციხეში და შეხვდეს პატიმრებს. დასანანია, რომ ასე არ ხდება. შესაბამისად საქმე გვაქვს იმასთან, რას დაწერს ომბუდსმენი თავის ანგარიშში იმის საფუძველზე, თუ რა ამბებს მოუტანენ მას ციხეებიდან თანამშრომლები. 2017 წელს, როდესაც მე არ გახლდით პენიტენციური სამსახურის მინისტრი და 2018 წელსაც, იგივე ომბუდსმენი აღნიშნავდა, რომ სუბკულტურა ციხეებში არსებობს, თუმცა აქ ქალბატონმა ნინომ ბრძანა, რომ კითხვებია და პასუხები გავცეთო. მეც მაქვს კითხვა. რატომ არ მოითხოვეთ, სანამ მე არ დამინახეთ მინისტრის პოზიციაზე ამ კომიტეტში სუბკულტურის შესახებ საკითხების განხილვა. მე ვფიქრობ და მაქვს ეჭვი, რომ ეს განხილვა თქვენ მოითხოვეთ იმისთვის, რომ ჩემთვის პირადად დაგესვათ კითხვები და შეგექმნათ ფართო საზოგადოებაში აზრი, თითქოს რაღაც ვერ კეთდება ისე, როგორც უნდა გაკეთდეს. ხომ მაქვს უფლება მეგონოს, რომ პიროვნულად მერჩით. თუმცა ვიცი, რომ ეს ასე არ არის“, - თქვა წულუკიანმა.

პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე სახალხო დამცველის ანგარიშს იურისტი ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება:

„2012 წლის ციხის სკანდალის შემდეგ, პენიტენციური სისტემა იყო თითქმის ერთადერთი, სადაც რჩებოდა განცდა, რომ მდგომარეობა გაცილებით უკეთესი გახდა. აღარ იყო ძალადობა, აღარ იყო ჩაგვრა, აღარ იყო პატიმრებზე ზეწოლა; მაგრამ როდესაც ზოგადად პოლიტიკა არ ტარდება სწორი მიმართულებით, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები თავის ადგილას არ დგას, ამ მიღწევის შენარჩუნება ვიცოდით, რომ იქნებოდა მყიფე და დღეს უკვე გვაქვს სახალხო დამცველის ძალიან კრიტიკული ანგარიში, რომელიც ფაქტობრივად ამბობს, რომ ციხეში დაბრუნდა ისევ ძალიან მძიმე ვითარება სახეცვლილებით; ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ თვითონ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ძალადობაზე ნაკლებად საუბრობენ, მაგრამ ციხის ადმინისტრაცია იყენებს ციხის არაფორმალურ პირებს ციხეში, ანუ იგივე პატიმრებს სხვა პატიმრების დასაჩაგრად და აქ ზეწოლისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე არის საუბარი. როდესაც სახელმწიფოში არ მუშაობს და არ ფუნქციონირებს სასიცოცხლოდ აუცილებელი ინსტიტუციები სწორად, იქნება ეს შსს, პროკურატურა, სასამართლო, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულება ვერ გახდებოდა კუნძული, სადაც ყველაფერი წესრიგშია და გარეთ ვითარება არის კანონს მიღმა. ამიტომ ციხეშიც დატრიალდა ის, რაც გარეთაა, განუკითხაობა, ადამიანებს გაუჩნდათ დაუსჯელობის სინდრომი, ის, რომ წახალისებულია კრიმინალი“.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისიურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი გვეუბნება, რომ ციხეში კრიმინალური (მაყურებლის) სუბკულტურა ადმინისტრაციის სისუსტეზე მიუთითებს. მისივე თქმით, მმართველი რგოლი სასჯელაღსრულების დაწესებულებების  კონტროლს სათანადოდ მომზადებული, შტატიანი თანამშრომლებით უნდა ახორციელებდეს ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.

ადვოკატ ვახტანგ კვიჟინაძის აზრით, აუცილებელია პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩადენილი დანაშაულის და სასჯელის, ცხოვრების წესის მიხედვით განაწილდნენ.

უპირველესად, ამ ხალხს შედარებით მოწყვლადი, ადვილად დასამორჩილებელი ხალხი უნდა გამოვარიდოთ; ერთნაირები ერთად უნდა იყვენენ. ამას დიდი არაფერი სჭირდება, მთავარია პოლიტიკური ნება და მონდომება. მოვათავსოთ ყველა თავის წარსულთან და ცხოვრების წესთან. და თუ ეს პრობლემას წარმოადგენს, ხელისუფლებას მაინც მოუწევს გაკეთება“, - დასძენს კვიჟინაძე.

მინისტრის მხრიდან თავის მართლების მიუხედავად, დღევანდელ საქართველოში, პენიტენციური დაწესებულების მართვაზე კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენა აშკარაა და ბოლო ხმაზე ყვირის. ხშირად ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ციხეებშიჯუნგლების კანონთანბრძოლასჩაყოლასამჯობინებენ. შედეგად ვიღებთ მახინჯ სისტემას, როდესაც შედარებით სუსტები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის კი არა, ფიზიკურად გადარჩენისთვის იბრძვიან.

ქართულ ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა ახალი მოვლენა არ არის. უფრო ადრინდელ ფესვებს თავი რომ დავანებოთ, საბჭოთა სასჯელაღსრულების ბანაკებში მთავრობაძლიერ პიროვნებებს“ „პალაჟენიის“ (წესრიგის) დასამყარებლად აქტიურად იყენებდა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც საბჭოური ბანაკების ადმინისტრაციის მხრიდან პირთამდე გადავსებული დაწესებულებების გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელი ამბავი იყო.

ვარდების რევოლუციისშემდგომ მოსული  ხელისუფლება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კრიმინალურ სუბკულტურას ადმინისტრაციის სისასტიკეს უპირისპირებდა. .. კანონიერი ქურდები დანარჩენი პატიმრებისგან ცალკე საპყრობილეშიც მოათავსეს პრინციპით - „დაუჭამიათ ერთმანეთი“. საბოლოოდ, „კბილი კბილის წინმეთოდზე დამყარებულმა პოლიტიკამ სასურველი შედეგი, რასაკვირველია, არ მოიტანა და საბოლოოდ წინა ხელისუფლებაც გადაიყოლა.

2012 წლის შემდეგ, „სადავეების მოშვებისპირობებში დროებითმიწნეხილმაკრიმინალურმა სუბკულტურამ  გავლენა გარკვეულწილად ისევ დაიბრუნა. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ფაქტი გახმაურდა, როდესაც ციხეს რეალურადკანონიერი ქურდები“ (.. მაყურებლები) მართავენ და არა ციხის ადმინისტრაცია. ხელისუფლების მხრიდან თავის მართლების მიუხედავად, ეს ის შემთხვევაა, როცაშუბს ხალთაში ვერ დამალავ“.

მაგრამ კრიმინალური სუბკულტურა სამამულო ციხეების გარდა ჩვენს უბნებში, სკოლებში, პარლამენტში, მოკლედ ყველგან არისკიბოსავითმოდებული. ლამის დღე არ გავა, სადმესაქმე არ ირჩეოდესშესაბამისი, არცთუ სახარბიელო შედეგებით. ხშირად მედია მხოლოდ გახმაურებულ შემთხვევებზე ამახვილებს ყურადღებას, როცა მორიგიგარჩევაჯანმრთელობის დაზიანებით ან მკვლელობით სრულდება.

ამიტომ განგაშის ზარი დროულად შემოსაკრავია. ყველაზე მთავარი მაინც საზოგადოების  ცნობიერების ამაღლებაა, რის გარეშეც ხელშესახები შედეგების მიღწევა შეუძლებელია. 

დაბოლოს, 2012 წლის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრი პროგრესული რეფორმა განხორციელდა. პატიმრების რაოდენობა განახევრდა, ხოლო იქ დარჩენილთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. ციხე ლამის სათავეში მოსული ხელისუფლების ახალი სავიზიტო ბარათი გახდა.

წლებთან ერთად სიტუაცია ისევ გაუარესებისკენ შეიცვალა. მთავრობის გარდა უკვე ყველა აღიარებს, რომ სამამულო ციხეებს არა კანონი და სამართალი, არამედ შიშველი ძალა (ჯუნგლების კანონი) მართავს. დაუშვებელია ნებისმიერი მოქალაქის, თუნდაც პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ვინმეკაი ბიჭის“ (.. მაყურებლის, ქურდის, გნებავთ მამაძაღლის) „კეთილ ნებაზეიყოს დამოკიდებული. სანამ ამ სასტიკ სიმახინჯეს ბოლო არ მოეღება, ქვეყანაში არასოდეს დასრულდება სამარცხვინოციხის კადრებიდა გვეყოლება  კორტავა, ფარტენაძე,  ძველაია, მაისურაძე, ფირცხელიანი...

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია