მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"არაფერი შეგეშალოთ, გაზაფხულის ამინდის მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ ქარიშხლის შუაგულში ვართ" - 16 აპრილი 2020

ufleba.ge

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლიუგე მსოფლიო ლიდერებსა და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ რეგიონი ჯერ კიდევ პიკის ფაზაშია.

კლიუგემ მიკრობლოგ „ტვიტერის“ მეშვეობით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ პოზიტიური ნიშნების მიუხედავად, რეგიონი ჯერ კიდევ არ გასცდენია პიკის პერიოდს.

„არაფერი შეგეშალოთ, გაზაფხულის ამინდის მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ ქარიშხლის შუაგულში ვართ. ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ არ გამოუცდია პანდემიის სრული სიმძიმე, მაშინ როცა ზოგ ქვეყანაში შეინიშნება „კოვიდ-19“-ის შემთხვევების კლება“, – განაცხადა ჯანმოს ევროპის რეგიონის დირექტორმა.

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების 50% სწორედ ევროპაში ფიქსირდება. კონტინენტზე „კოვიდ-19“-ს სულ 84 000 ადამიანი ემსხვერპლა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია