მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 156 გამოჯანმრთელდა - 28 აპრილი 2020

ufleba.ge

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 14 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 511 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 156 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5085 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია