მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
11 მაისიდან თბილისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში - 07 მაისი 2020

ufleba.ge

11 მაისიდან თბილისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„11 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში. მოგეხსენებათ, თბილისი იყო ჩაკეტილი ქალაქი. 11 მაისიდან, ორშაბათიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვები შემოსვლის და გასვლის თვალსაზრისით იქნება მოხსნილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი იქნება გაუქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავში და გარდაბანში“, – განაცხადა გახარიამ.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილს აიკრძალა.

ამასთან, ხუთი მაისიდან შეზღუდვა უკვე მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია